მოემზადე წინასწარ
მომზადება დაგეხმარება ნაკლებად ინერვიულო შეხვედრამდე. თუ შენ გიწევს პოტენციურ კლიენტთან შეხვედრა, არ დაგავიწყდეს წინასწარ "დაგუგლო" მასზე ინფორმაცია ან მოძებნო სოციალურ ქსელში. ეს დაგეხმარება მოიფიქრო, რამდენიმე სასაუბრო თემა და ნახო საერთო ინტერესები — შესანიშნავი დასაწყისია კარგი შთაბეჭდილების მოსახდენად არა?
იფიქრე სურნელზე
ყნოსვის შეგრძნება მჭიდრო კავშირშია მეხსიერებასთან. თუ შენ გსურს, რომ დაგიმახსოვრონ (კარგი გაგებით) საგულდაგულოდ შეარჩიე არომატი. პირველი შეხვედრისას გამოიყენე მსუბუქი კომპოზიცია, რომელიც არ გაართულებს შენს იმიჯს და შეიბკურე მცირე რაოდენობით. ჩვენ გირჩევთ Women's Collection Innocent White Lilac და My Naked Truth მათი ნაზი და დელიკატური ნოტების გამო.
ჩაიცვი გონივრულად
დარწმუნდი, რომ არჩეული იმიჯი, არჩეულ თემას და შეხვედრის თემატიკას შეეფერება. იმისთვის, რომ თავიდან აირიდო შესაძლო უხერხულობა, გაიგე ხომ არ იგეგმება მკაცრი დრეს-კოდი. ყოველთვის აირჩიე ტანსაცმელი და ფეხსაცმელი, რომელშიც თავს კომფორტულად იგრძნობ. წინააღმდეგ შემთხვევაში, შენი უხერხულობა შესამჩნევი იქნება, რაც არაა სასურველი.
არ დააგვიანო
პუნქტუალურობა ნიშნავს, რომ შენ პატივს სცემ დროს, ამიტომ ყოველთვის დაიჭირე თადარიგი ფორსმაჟორისთვის, რათა ნებისმიერ შემთხვევაში დროულად მიხვიდე.
მოისმინე ყურადღებით
იმის ნაცვლად, რომ საუბარი საკუთარ თავზე დაიწყო, დააკვირდი მოსაუბრეს და დაუსვი რამდენიმე შეკითხვა. ასე შენ დამატებითი დრო გექნება საკუთარი სიტყვის მოსამზადებლად. თვალი ადევნე, არ ჩაერიო საუბარში, გამოამჟღავნე ინტერესი და მოწონება (მაგალითად თავის დაკვრით). ეს მცირე ჟესტები გიჩვენებენ, რომ შენ ყურადღებით უსმენ.
ისაუბრე სხეულით
სხეულის ენა უფრო მეტს ამბობს შენზე, ვიდრე გგონია. გამოკვლევების შედეგად, დაახლოებით 90% კომუნიკაციისა ითვლება არა ვერბალურად. დარწმუნდი, რომ შენ გამართული ხარ, როდესაც ზიხარ ან დგახარ. ენერგიულად პასუხობ ხელის ჩამორთმევაზე, უყურებ თვალებში საუბრისას და არ გავიწყდება ღიმილი. ეს დაარწმუნებს მოსაუბრეს შენს თვითდაჯერებულობაში და ეს რა თქმა უნდა გამოგადგება.
შეინარჩუნე სიმშვიდე
სწორი პარფიუმის შერჩევა დაგეხმარება მოდუნდე შეხვედრის წინ. ლავანდის, ვარდის, ბერგამოტის, ილანგ-ილანგის ნოტები ცნობილია თავისი დამამშვიდებელი თვისებებით. ისინი ჩვენი საყვარელი კოლექციის არომატებშიც არის:
სცადე: Eclat Femme, Paradise, Giordani Gold White, Possess.
იყავი აქ, საჭირო დროს
არაფერია იმაზე უფრო უარესი, ვიდრე ისაუბრო ადამიანთან, რომელიც ყოველთვის იყურება თავის ტელეფონში. ეს აჩვენებს, რომ ის გონებით აქ არ არის. გამორთე ტელეფონი (დააყენე უხმო რეჟიმი) და მიაქციე შენი ყურადღება მოსაუბრეს.