შეშუპებული ქუთუთოები
ეს ყველაზე შესამჩნევი ნიშანია, რომ დიდი დრო გავატარეთ დისკოთეკაზე. როგორ შევამციროთ შეშუპება და მოვიშოროთ სიწითლე? გამოვიყენოთ კლასიკური ტექნოლოგია. ქუთუთოებზე უნდა დავიდოთ ყინული ან ცივი კოვზი, მაგრამ გირჩევთ ისარგებლოთ თვალის კრემით, რომელიც ატენიანებს და ამშვიდებს კანს.
ჩვენი არჩევანი: ნაოჭების საწინააღმდეგო თვალის კრემს NovAge Ecollagen
მშრალი ტუჩები
ძილის უკმარისობას მივყავართ გაუწყლოებამდე და ეს ემჩნევა ტუჩებს. ისინი განსაკუთრებულ მოვლას საჭიროებენ. თავდაპირველად სველი ხელსახოცით ან კბილის ჯაგრისით ნაზად გავიწმინდოთ ტუჩები და შემდგომ ბალზამით დავატენიანოთ. თუ მაკიაჟის გაკეთებისას გსურს ტუჩებზე გააკეთო აქცენტი, დაიტანე ბალზამი პირველ რიგში და ტუჩსაცხის წასმამდე დაატენიანე ტუჩები.
ჩვენ გირჩევთ: სპეციალურ დამარბილებელ საშუალებას Tender Care
მკრთალი კანი
მკრთალი კანი – ხშირად გვხვდება გადაღლილობის და უძილობის შემდეგ. მაგრამ ამას ადვილად ავიცილებთ თავიდან : დაიწყე კომპლექსური მოვლით, რომელიც გაახალისებს შენს კანს. კონსილერის საშუალებით შეძლებ გარეგნულად შეამცირო ნაოჭები, ფერუმარილი დაგეხმარება მოიშოროთ არასასიამოვნო სიფერმკრთალე, ხოლო ჰაილაიტერი ღაწვებზე, ქუთუთოსა და თვალის შიდა კუთხეებთან, შეგმატებთ ბრწყინვალებას. იხილე ვიდეო გაკვეთილი, რომელშიც ჩვენ დეტალურად ვარჩევთ მაკიაჟის ამ ტექნიკას.
ჩვენი არჩევანი: ნაკრები კომპლექსური მოვლისთვის NovAge True Perfection
მუქი წრეები
იგი ნაცნობია ატიური ცხოვრების მოყვარულთათვის. ცუდად რომ არ გამოვიყურებოდეთ, შენიღბე ჩაშავებული თვალები ყვითელი ან სტაფილოსფერი კონსილერით. იმისათვის, რომ შევქმნათ დაჭიმული სახის ეფექტი დაიტანე კონსილერი სამკუთხედის ფორმით.
ჩვენ გირჩევთ: კორექტორების პალიტრას The ONE
დაღლილი თვალები
ჩაწითლებული და დაღლილი თვალები – მხიარული საღამოების არასასიამოვნო შედეგია. იმისათვის, რომ დავფაროთ სიწითლე, ხაზი გაუსვი ქვედა ქუთუთოს შიდა ხაზს ბუნებრივი (თეთრი) გამის ფანქრით. სიწითლეს ვიზუალურად ასევე ამცირებს თეთრი, ლურჯი ან ნაცრისფერი ჩრდილებიც. დაღლილი სახის იმიჯის შესანიღბად საკმარისი იქნება ავიპრიხოთ წამწამები და დავიტანოთ შავი ტუშის რამდენიმე ფენა. ის ვიზუალურად გააფართოვებს თვალებს.
სცადე: თვალის რბილი ჩრდილი ფანქარი The ONE
როგორ გამოვიყურებოდეთ კარგად უძილო ღამის შემდეგ?
საახალწლო წვეულებები – ნიშნავს უძილო ღამეებს, ეს კი იწვევს წრეებს თვალების ქვემოთ, ასევე შეშუპებულ ქუთუთოებს და უძილობის სხვა ნიშნებს. მოგითხრობთ როგორ ავიცილოთ ისინი თავიდან და გამოვიყურებოდეთ კარგად დასვენების დღეებში!