ნაბიჯი 1: კანის მომზადება
ცხიმიანი ბზინვარება ბევრ პრობლემას წარმოქმნის, ამიტომ მნიშვნელოვანია კანზე ყოველდღიურად ვიზრუნოთ მისი ტიპის მიხედვით. თუ შენ გაწუხებს კანის ცხიმის გამოყოფა, აუცილებელია კანის სისუფთავაზე იზრუნო ტონიკით: ის ახალისებს, აგლუვებს, არეგულირებს ცხიმოვანი ჯირკვლების მოქმედების პროცესს და ხელს უწყობს ფორების შევიწროვებას.
ცხიმიანი კანის მთავარი პრობლემა დეჰიდრატაციაა.
ამ ტიპის კანისთვის რეკომენდებულია შრატების გამოყენება ჰიალურონის მჟავასთან,
ის არეგულირებს ცხიმოვანი ჯირკვლების მუშაობას.
ნაბიჯი 2: ფორების ვიზუალურად შესანიღბი პრაიმერი The ONE
პრაიმერი სიგლუვის მიმნიჭებელი ეფექტით - აუცილებელი ეტაპია გლუვი მაკიაჟის შესაქმნელად, სწორედ ის უზრუნველყოფს მდგარობას, გლუვ დასასრულსა და მეტად ბუნებრივ საფარს.
როდესაც პრაიმერს გამოიყენებ, გაცილებით ნაკლები ტონალური ფუძე დაგჭირდება, რადგან ის არ მოხვდება ფორებში და ადვილად გაიშლება თხელ, ერთგვაროვან ფენად, კანის გადატვირთვის გარეშე.
მე მომწონს THE ONE-ის პროდუქტი: მისი დატანა შეგიძალია მთელს სახეზე ან იმ ზონებზე, სადაც ცხიმიანი ბზინვარება ყველაზე ხშირად იჩენს თავს (შუბლი, ცხვირი, ნიკაპი).
ნაბიჯი 3: მდგრადი გამაღიავებელი ტონალური ფუძე SPF 20 THE ONE Matte Velvet
შეარჩიე ტონალური ფუძე ასევე, მდგრადი ეფექტით - ასეთი პროდუქტი THE ONE სერიაში გვაქვს. კრემის ტექსტურა მსუბუქი და თხევადია, რაც იმას ნიშნავს, რომ კანი ისუნთქებს- მაგრამ ამავე დროს, გარანტირებულია დაცვა ფოტოგრაფიისგან SPF 20 დახმარებით. წაისვი ტონალური ფუძე ლოყებზე, შუბლზე, ნიკაპზე და ცხვირზე, შემდეგ კი გადაანაწილე ის ცენტრიდან კიდეებისკენ.
ნაბიჯი 4: მდგრადი სიგლუვის მიმნიჭებელი კომპაქტური პუდრი THE ONE Matte Velvet
გლუვი მაკიაჟი პუდრის გარეშე წარმოუდგენელია, თუმცა არ გამოიყენო ის დიდი რაოდენობით: დაიტანე ის მხოლოდ იმ ადგილებში, სადაც ბზინვარება ყველაზე მეტად ჩანს.
მის დასატანად გამოიყენე დიდი ფუმფულა ფუნჯი და არა პროდუქტის ღრუბელი, რათა სახეზე პუდრის ფენა მაქსიმალურად თხელი იყოს.
ჩემი რეკომენდაციაა THE ONE Matte Velvet, ხავერდოვანი ტექსტურითა და Anti-Shine კომპლექსით.
ნაბიჯი 5: პალეტი კონტურირებისთვის The ONE
მნიშვნელოვანი წესი გლუვი მაკიაჟის: ტონალური ფუძის დატანის შემდგომ საჭიროა, რომ სახეს დავუბრონოთ რელიეფი და ჯანსაღი ბზინვარება, რათა ის არ გამოიყურებოდეს ბრტყლად. გამოიყენე ბრონზერი და ფერუმარილი კონტურირების პალეტიდან. მათი ჰარმონიული ფერები მოუხდება ყველა კანის ფერის ქალბატონს.
ნაბიჯი 6: თვალის პრაიმერი The One
ადამიანთა უმეტესობის ქუთუთოები გამოირჩევიან ცხიმიანობით.
ამიტომ, აუცილებელია პრაიმერის გამოყენება, რათა თვალის ჩრდილები არ შეერიოს კანის ცხიმს და დარჩეს გლუვი.
პრაიმერი THE ONE ხელს უწყობს მარტივად შეეწყრას ერთმანეთს ჩრდილები და იყვნენ მეტად გაჯერებულნ. ასევე, პროდუქტი ზრუნავს კანზე, მასში შემავალი ვიტამინების დახმარებით.
ნაბიჯი 7: თხევადი გლუვი ტუჩსაცხი The ONE Lip Sensation
გლუვი ტუჩსაცხის ტექსტურა ქმნის თხელ საფარს კანზე. იმ შემთხვევაში, თუ შენ ზედმეტ პროდუქტს გამოიყენებ, ან ორ ფენად დაიტან პროდუქტს, ამან შესაძლოა შექმნას არაბუნებრივი ეფექტი ტუჩებზე და ასევე, განაპირობოს ტუჩსაცხის დაშლა. თანამედროვე ჭკვიანი ფორმულების დახმარებით ტუჩსაცხების დატანა ბევრად მარტივია: მაგალითად, ტუჩსაცხი ONE Lip Sensation ქმნის გლუვ და ხანგრძლივ საფარს კანზე.
თუ მაკიაჟი დღის დასრულს ზოგიერთ ადგილას მოგშორდა (მაგალითად, ცხვირის კიდეებზე ან თვალების ქვეშ), მსუბუქი მოძრაობებით დაიტანე ტონალური ფუძე საჭირო ადგილებზე.