როგორ მიაღწიო ბრწყინვალებას 5 მარტივ ნაბიჯში, რომ იქცე ნამდვილ ვარსკვლავად!

ჩაიხედე ნებისმიერ ბიუთი-ჟურნალში ან ჩამოყევი გვერდს Instagram–ზე და შენ, სავარაუდოდ, წაიკითხავ იმის შესახებ, თუ როგორ უნდა იბრწყინო. მაგრამ რა არის ეს ბიუთი-ტრენდი, რომელმაც მთელი მსოფლიო დაიპყრო? Z თაობის მიერ თაყვანცემული და გაღმერთებული მბრწყინავი შუქი - ყველაფერი ის, რაც საჭიროა იმისთვის, რომ საკუთარი თავის საუკეთესო ვერსია გახდე და ის, რაც ჩვენ ყველას გვაკლია! ასე რომ, თუ გსურს ვარსკვლავივით ბრწყინავდე, მიიღე ჩვენი გამოწვევა საკუთარი შთამაგონებელი და ბრწყინვალე გარდასახვისთვის.

დაე, კანი ბრწყინავდეს!

კანის ხარისხი არის პირველი, რასაც ჩვენი თანამოსაუბრეები ამჩნევენ, ამიტომ მბრწყინავი სახის ფერი უზრუნველყოფს აბსოლუტურ თავდაჯერებულობას. თუ გსურ, რომ შენი კანი ბრწყინავდეს შიგნიდან, აუცილებელია საფუძვლიანი მოვლადაამატე შრატები შენს ბიუთი-რუტინას, თუ ამის გაკეთება ჯერ ვერ მოასწარი: ისინი აქტიური ინგრედიენტების კონცენტრირებულ დოზას აწვდიან კანის ღრმა შრეებში, მათი სარგებელი აშკარა და შესამჩნევია უკვე რამდენიმე გამოყენების შემდეგ.

იმისათვის, რომ კანი პირდაპირ ბრწყინავდეს, აირჩიე შრატი, რომელიც მიზნად ისახავს დატენიანებას და მყისიერ გადახალისებას, ან ის, რომელიც აძლიერებს კოლაგენის გამომუშავებას, რომ კანის ტონის გახდეს უფრო ღია, ხოლო ნაოჭები ნაკლებად შესამჩნევი. დამატებითი ეფექტისთვის გაიკეთე სახის სწრაფი მასაჟი, ის გააძლიერებს მიკროცირკულაციას და დაგეხმარება გაუმკლავდე შეშუპებას.

დალიე მეტი წყალი

მოდი ვიყოთ რეალისტები. სილამაზე იწყება შიგნიდან - და სინამდვილეში, შენი კანი ასახავს ჯანმრთელობის ზოგად მდგომარეობას. ჯანსაღი და მბზინავი კანისთვის გრძელვადიან პერსპექტივაში მნიშვნელოვანია დატენიანება, და არა მხოლოდ მოვლის სახით, არამედ მოხმარებული წყლის რაოდენობითაც. დარწმუნდი, რომ სვამ მინიმუმ 2 ლიტრ წყალს დღეში, ან შეინარჩუნე კანის დატენიანება სასარგებლო დანამატების საშუალებით. 

დაამატე ჰაილაითერი

მაკიაჟის ბრწყინვალების მყისიერ ეფექტზე პასუხისმგებელია ჰაილაითერი და ჩვენ გირჩევთ კრემისფერს: ის მაქსიმალურად ბუნებრივად გამოიყურება და ერწყმის კანის ფერს. წაისვი პროდუქტი პირდაპირ თითებით: მათი სითბო დაეხმარება ტექსტურის გათანაბრებას და შექმნის შიგნიდან მბრწყინავი კანის ეფექტს. თუ საღამოს გასვლას აპირებ, არ დაგავიწყდეს კანის დაუფარავი ადგილებისთვის ნათების მიცემა. აურიე რამდენიმე წვეთი თხევადი ჰაილაითერი შენს საყვარელ ტანის კრემთან და წაისვი მხრებზე, ლავიწზე, ხელებსა და მუხლებზე. დაასრულე მბრწყინავი იმიჯი: არ დაგავიწყდეს ტუჩებზე შუქსხივის შექმნა მბზინავი საცხის საშუალებით.

შექმენი შენს ირგვლივ არომატის დაუვიწყარი შარავანდედი

ყველა ვარსკვლავს აქვს თავისი საიდუმლო - და ამაღელვებელ სურნელს შეუძლია დატოვოს დაუვიწყარი არომატული შთაბეჭდილება , რომელიც შენს იმიჯს შუქით აავსებს! ყოველ ნაბიჯზე გასხივოსნების მიზნით, შეარჩიე სუნამო, რომელსაც უდავო ვარსკვლავური თვისებები აქვს. პარფიუმერული წყალი Divine Exclusive შექმნილია ექსკლუზიური Shining Star აკორდის  (და ეს არის ნათელი ყვავილოვანი ნოტები და მერქნის პაჩული) და Long Sillage ტექნოლოგიის გამოყენებით, რომელმაც გაიარა ტესტირება, რათა დატოვო 5 მეტრზე მეტი სიგრძის დაუვიწყარი სურნელოვანი შლეიფი! მისი ხანგრძლივი ზემოქმედება მიმართულია იქითკენ, რომ შენი გამოსვლა ჭეშმარიტად განსაცვიფრებელი გახადოს, Divine Exclusive-თან ერთად შენ ყოველთვის იბრწყინებ საყოველთაო ყურადღების ცენტრში. დახვეწილი არომატი შეფუთულია გლამურულ ბოთლში, მორთულია Swarovski®-ის მბზინავი კრისტალებით; შენ ნამდვილად ვარსკვლავად იგრძნობ თავს ყოველ ჯერზე, როდესაც მას ხელში აიღებ.

ირწმუნე შენი თავის

სინამდვილეში, ბრწყინვალება  - ეს არის მტკიცე რწმენა, გულდაჯერებულობა. როდესაც თავს ბედნიერად გრძნობ, ნამდვილად ბრწყინავ შიგნიდან. ხშირად დაურეკე მეგობრებს, რომლებიც გულწრფელად გიჭერენ მხარს, იზრუნე საკუთარ თავზე, რეგულარულად გამოიძინე, ხშირად გაიღიმე და აღნიშნე შენი მიღწევები.

 

 
ტექსტი: