საახალწლო არომატი

ირჩევ საჩუქრებს ახლობლებისა და ნათესავებისთვის, ადგენ მენიუს საახალწლო მაგიდისთვის, ეძებ ყველაზე ლამაზ კაბას და ფეხსაცმელებს, წყვეტ პრობლემებს სახლში და სამსახურში — დეკემბერი სიზმარივით სწრაფად გაფრიბდება. გირჩევთ შეჩერდეთ და დაფიქრდეთ. რა გსურთ პირადად თქვენ? თუ ახალი პარფიუმის შეძენა გსურთ, ჩვენ გვაქვს ოთხი ვარიანტი.

ТУАЛЕТНАЯ ВОДА SI MAGNIFIQUE!
მომრგვალებული ფორმის ფლაკონი რბილად თავსდება ხელის გულზე. მოხდით თავსახურს, რამოდენიმეჯერ დააჭერთ, შეისუნთქავთ არომატს და გაიღიმებით: ეს სწორედ ის არის, რაც გსურდათ. ცივი ჰაერი ადგილს უთმობს ახლოს მდებარე საკონდიტროდან სანელებლების, დილით მოტანილი ვარდების და ნუშის ნამცხვრის თბილ სურნელს. 

პარფიუმერს ანიკ მენარდოს სურდა ერთი პარიზული საშობაო უიკენდის ამბავი მოეყოლა. და მას ეს გამოუვიდა: არომატი Si Magnifique! ტკბილად ჟღერს, გამოიყურება ფრანგულად დახვეწილად და მაშინვე შეგაყვარებთ თავს.

ნოტები: ბერგამოტი, ფრანგული ვარდი, ნუშის ხე.
ტიპი: ხილის, აღმოსავლური, ვანილის.
დაასრულეთ თქვენი მორთულობა სამკაულების კოლექციით «ვოლენ»: გრძელი და მრავალშრიანი ყელსაბამი და სამაჯური, რომლებიც შექმნილია ოქროსფერი მეტალისგან და აქვს შავი ფერის ქვის ჩანართები და ბეჭდების ნაკრები.

პარფიუმერული წყალი SO FEVER HER
მომოჯადოებელი ბანგი, ჯადოსნური ელიქსირი, პროვოკაცია ფლაკონში — ეს არომატი სერიოზულად არის განწყობილი. წუთიერი შეხება, შემთხვევითი თვალის მოკვრა — და ჰაერი დამუხტულია. ჯადოქრულ ფორმულაზე პასუხს აგებს მთავარი ალქიმიკოსი, ფრანგი პარფიუმერი ვენსან შალე. თქვენ ნამდვილად გახსოვთ მისი არომატი  My Red, ხოლო So Fever Her – «ნაცრისფრის 50 ელფერის» მსგავსი ცდუნების ახალი ინტერპრეპრეტაციაა.

ნოტები: იმბირის ყვავილი, შავი მაყვალი, სანდალი.
ტიპი: აღმოსავლური, ხის, ვანილის.
იმისათვის, რომ მაცდური იერი მიანიჭოთ თქვენს გარეგნობას, დაუმატეთ მორთულობას ვინტაჟური სტილის სამკაული. ჩვენ მოგვწონს კოლექცია «ემერალდი» (კლასიკური ყელსაბამი, საყურე და ბეჭედი). ოქროსფერი მეტალის კლასიკური სამკაული წვეთის ფორმის მწვანე ქვით, სერიოზული განზრახვების მაჩვენებელია.

ტუალეტის წყალი NORTHEN GLOW
რა მოჩანს ცაში? ნაირფერი ელვარება აგიფორიაქებთ სულს და გაგახსენებთ მოგზაურობების დავიწყებულ ოცნებას. გახვალთ აივანზე საახალწლო წვეულების დროს შამპანურის ბოკალით ხელში, გრძელი შარფი ოდნავ ჩხვლეტს გაშიშვლებულ კანს, კაბის აბრეშუმი ელვარებს და ბრიალს იწყებს შეხებისგან, შამპანური შიშინებს ბოთლიდან  ამოხეთქილი. ჩაიფიქრე ჩრდილოეთის ნათების დანახვა. ფიქრებისგან გაგაღვიძებთ ფეიერვერკების ხმა და ვარსკვლავის კუდი, რომელიც ცას კვეთს. ესე იგი, ყველაფერი აგისრულდებათ.  

ნოტები: წითელი ვარდი «სულთანი», მუსკუსი.
ტიპი: ყვავილოვანი, ხილის და ხის.
ჩრდილოეთის ნათების მაგიის შეგრძნებაში ამავე დასახელების აქსესუარების (საყურე და კლატჩი) და კანის მოვლის საშუალებები  დაგეხმარებათ.

ტუალეტის წყალი ECLAT FEMME
ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდის: სამუშაო დედლაინები ჩანიშნულია, ბილეთები ნაყიდია, დღიური 2018 წლისათვის გაწერილია ყოველი კვირის, თუ არა დღის, მიხედვით. ყოველ წელს თქვენ უფრო ძლიერი ხდებით, ხოლო ბუნებრივი ხიბლი, ქალურობა, ფხიანობა  და საქმისადმი სერიოზული დამოკიდებულება სასწაულს ახდენენ.
«პარფიუმერული კომპოზიცია, რომელიც ბრენდის Eclat მემკვიდრეს წარმოადგენს, იგივე რჩება, მაგრამ ტრადიციული ნოტების ჟღერადობა გაძლიერდა არომატული ნივთიერებების უფრო მაღალი კონცენტრაციის წყალობით. შლეიფი უფრო გრძელი, ხოლო არომატი —  უფრო მდგრადი გახდა», — აღნიშნავს პარფიუმერი მარი სალამანი.  

ნოტები: არაბული ჟასმინი, მანდარინი, სანდალი.
ტიპი: ყვავილოვანი, ხის.
დრო თქვენზე მუშაობს: აირჩიე ლამაზი საათი კოლექციიდან «ელეგანს» და ხელიდან არ გაუშვა არც ერთი წუთი!

ტექსტი: ფოტო: Oriflame