როგორ მოვიხსნათ სტრესი მძიმე დღის შემდეგ

დაბინდული შუქი, დიდებული თეთრი ხალათი და პირსახოცები — იმისათვის, რომ სრული მოდუნება და განტვირთვა მოიწყო, არ არის აუცილებელი, რომ ნამდვილი SPA-სეანსი ჟურნალის სურათს ჰგავდეს. ჩვენ მოვამზადეთ სამი SPA-პროგრამა ცხოვრების ყველა შემთხვევისათვის — შენ იოლად შეძლებ მათ გამეორებას საკუთარ აბაზანაში!

5 წუთი: დედლაინის ცეცხლში
სამსახურიდან დაღლილი, ძალადაკარგული დაბრუნდი, ტანსაცმლიანად დივანზე დაეშვი და ინსტაგრამს ფურცლავ, სანამ არ ჩაგეძინება? მოსინჯე სხვა სცენარი: პირდაპირ ზღურბლიდან შხაპისკენ გაეშურე და დღის მთელი დაღლილობა ჩამოირეცხე. 

ჩვეულებრივი შხაპის გელის ნაცვლად აიღე ზეთიწყალთან შეხებისას ის კრემისებრ ქაფად გადაიქცევა და ნაზად წმენდს კანს. გაიკეთე მსუბუქი მასაჟი და დატკბი ყვავილოვანი წყლის არომატით, რომელიც ხელს უწყობს ღრმა მოდუნებას და განტვირთვას დადასტურებულია მეცნიერების მიერ!

დაასრულე პროცედურა ტანის მკვებავი კრემი-კარაქით და ბალახებისგან დამზადებული ჩაი მიირთვი, ხოლო ტელეფონის ნაცვლად საწოლში წიგნი წაიღე. ეს სულ სხვა საქმეა!



15 წუთი: განსაკუთრებული სემთხვევა
მნიშვნელოვანი შეხვედრისთვის ან საზოგადოებაში გასასვლელად ემზადები? ჩვენ ვიცით, როგორ მოგიხსნათ სტრესი სულ თხუთმეტიოდე წუთში და მშვენიერი საღამოსთვის განგაწყოთ.

ჩვეულებრივ შხაპს მსუბუქი აქერცვლა დაამატე, ხოლო პროცესის დასაჩქარებლად სკრაბის ნაცვლად განსაკუთრებული მასაჟორი საპონი-სკრაბი აიღე. სწრაფი, მაგრამ ინტენსიური დატენიანებისათვის გამოიყენე ზეთი. 

1 ნაწილი: დაე, მთელმა ქვეყანამ დაიცადოს
როგორც იქნა გადაწყვიტე საკუთარ თავთან მარტოდ დარჩენა. ოჯახის წევრები გასასეირნებლად გაამგზავრე, ტელეფონი გამორთე და აბაზანაში ჩაიკეტე ჩინებულია! მაგრამ რა არის შემდეგი? 

დაიწყე თბილი აბაზანით: წყალში სპეციალური რელაქსაციური საშუალება გამოიყენე. წყალთან შეხებისას იგი ნაზ დამარბილებელ რძედ გადაიქცევა და სააბაზანო ოთახს ლავანდის მომაჯადოვებელი, მომადუნებელი არომატით აავსებს. სწორედ ის, რაც გჭირდება!

კანის გაფართოვებული ფორები დაიმუშავე ტანის სკრაბით: ის ნაზად ქერცლავს, აგლუვებს და არბილებს კანს. 



საუკეთესო არჩევანი
«შვედური SPA-სალონის» განახლებული სერია ღრმად მოადუნებს და განტვირთავს, ზემოქმედებს რა ყველა ჩვენს გრძნობებზე. ტექსტურები ტრანსფორმირდება კანთან და წყალთან უშუალო კონტაქტისას და ტაქტილურ სიამოვნებას გჩუქნის. ყვავილოვანი-წყლის არომატი ზღვის ბრიზის ნოტებით გონებას აცოცხლებს, ხოლო ლამაზი ქილები თვალს ახარებს და ნამდვილი შვედური SPA-სალონის ატმოსფეროში გადაყავხარ.

ტექსტი: ფოტო: Oriflame