პალეტი №1:იდეალური ნუდი
ჩემთვის უნივერსალური პალეტი - ეს ნეიტრალური ჩრდილებია, რომლებიც შენ შეგიძლია გამოიყენო ნებისმიერ სიტუაციაში, სეზონზე, ტრენდების ცვლილების მიუხედავად. თუ შენ არ იცი რითი დაიწყო, შეარჩიე პასტელური ფერები. ის მოუხდება ნებისმიერი ფერის ტიპის გოგონას, ნებისმიერ სიტუაციში ყოფნისას.
აქ მოცემულია მაკიაჟის მაგალითი ასეთი პალეტით - მოდური დაჩრდილული ისრებით:
1. წაისვი ღია ფერის ჩრდილები მთელ ზედა ქუთუთოზე - მაგალითად, ვარდისფერი თაფლი.
2. ხორცისფერი ნუდი დაიტანე წარბის ქვედა ნაწილიდან, ქუთუთოს ცენტრის მიმართულებით, რათა გახადო გამოხედვა უფრო ღია.
3. თვალის ჩრდილების ფუნჯით დაიტანე მუქი ყავისფერი ჩრდილი თვალის გარე და თვალის ქვედა ნაწილის კუთხეებში.
4. დაიტანე ზედა ქუთუთოზე ბრწყინავი ჩრდილები, მოციმციმე ქლიავი და კეთილშობილი რუხი, რათა გახადო შენი იმიჯი ბევრად ეფექტური.
5. დაიტანე შავი ჩრდილი შემნიღბავი საშუალებების ფუნჯით წამწამის დაბოლოების გასწვრივ, ისრის მიმართულებით. ეს ნაბიჯი შესძენს შენს წამწამებს ბევრად მოცულობით იერს.
პალეტი №2: smoky eyes
ამ პალეტში გაერთიანებულია ჩრდილები საღამოს მაკიაჟის შესაქმნელად. მისი დახმარებით შენ შეძლებ, გაიმეორო ნებისმიერი სასურველი იმიჯი: კლასიკური მაკიაჟი მუქი თვალის კუთხის ეფექტით (Smoky Eyes) ან მონომაკიაჟი ერთი ჩრდილით, რომელიც ახლა ტრენდულია. ჩრდილები მრავალ ფენიანია, რაც საშუალებას მოგცემს მიაღწიო სასურველ გაჯერების დონეს.
შეხედე ფოტოს და გაიმეორე კლასიკური Smoky Eyes:
1. დაიტანე თვალის ჩრდილების ფუნჯით მუქი ლურჯი ჩრდილი მოძრავ ქუთუთოზე მთელი წამწამის გასწვრივ.
2. შეურიე ნეიტრალური ფერი მკვეთრ ფერს: ესენი შეიძლება იყოს კეთილშობილი რუხი და მუქი ყავისფერი. აიღე ფუნჯით მცირეოდენი პროდუქტი და დაიტანე თვალის ნაკეცის ადგილას, ლურჯი ფერის საზღვარზე. არ დაგავიწყდეს გაწელო გარე კუთხე 2-3 მილიმეტრით.
3. ამის შემდგომ, დაიტანე მოციმციმე თეთრი ჩრდილი წარბის ქვედა გარე კუთხეში.
4. დაამატე გლუვი ქლიავი თვალის ქვედა წამწამის გასწვრივ, თვალის შუა ნაწილამდე.
5. უფრო ფართო გამოხატული იერისთვის დაიტანე ლურჯი ან ყავისფერი ჩრდილი წამწამის გარე კუთხეში.
პალეტი №3:ცხელი ზაფხული
ამ ზაფხულის ტრენდი მონომაკიაჟია - გამჭვირვალე Smoky Eyes, კაშკაშა და ამავდროულად მსუბუქი და ბუნებრივი. შეარჩიე საყვარელი წყლიანი ფერი, დაიტანე მთელს ქუთუთოზე ფაფუკი ფუნჯით და ნაზად აურიე - და ტრენდული იმიჯი მზად არის! ყველა საჭირო პროდუქტი ამ იმიჯის შესაქმნელად გავაერთიანე ამ პალეტში: ხორცისფერი თვალის შიდა კუთხისთვის, თბილი და ცივი ფერები ძირითადი ბაზის შესაქმნელად.
ჩაატარე ექსპერიმენტები განსხვავებული ფერებით და შეურიე ისინი ერთმანეთს. ახლა ერთ ვარიანტს შემოგთავაზებ:
1. ზედა მოძრავ ქუთუთოზე დაიტანე მბრწყინავი ფორთოხალი და შეურიე თანაბრად თვალის გარე კუთხის მიმართულებით თვალის ჩრდილების ფუნჯით.
2. შემდგომ დაიტანე ხორცისფერი ნუდი თვალის შიდა კუთხეში, რათა გახადო გამოხედვა მეტად ხალისიანი და დასვენებული.
3. წამწამების დასასრულის ადგილას შექმენი ისარი მუქი ყავისფერი ჩრდილით. შეურიე ისრის პროდუქტი ხელით, რათა არ დარჩეს თვალზე არაბუნებრივი გრაფიკული ხაზი.
4. მბრწყინავი ვარდის ჩრდილი კი, შესძენს თვალს მეტ მოცულობას და გახდის გამოხედვას მეტად ეფექტურს.
5. დაიტანე ქუთუთოს ქვედა ნაწილის გასწვივ მკვეთრი ფერი. შეარჩიე ის ხასიათისა და შენი თვალის ფერის მიხედვით: მწვანე ჩრდილი შესაფერისია ყავისფერი და მწვანე თვალისთვის, ზეციური ლურჯი კი, ლურჯი და ნაცრისფერისთვის.
შექმენი მოცემული 3 მაკიაჟიდან სასურველი მათგანი და განათავსე ინსტაგრამზე ჰეშთეგით #მეგირჩევ.
გაეცანი კიდევ ბევრ საინტერესო სტატიას ორიფლეიმის სილამაზის სკოლაში!