1. წმენდა და კვება
აუცილებლად დაგჭირდება შამპუნი და კონდიციონერი, რომელიც თხელ თმას მოცულობას ანიჭებს. ორივე საშუალება ერთად გამოიყენება და ხელს უწყობს თმის გაწმენდას, აღდგენას და კვებას დატენიანების გარეშე. შედეგი — მკვრივი კულულები და მდგრადი მოცულობა.
2. ფენით დავარცხნა
ეს სავალდებულო პროცედურაა. ეფექტი რომ არ გააფუჭო, აუცილებლად გამოიყენე დავარცხნისთვის განკუთვნილი თერმოდამცავი საშუალება. მეორე უმნიშვნელოვანესი დეტალია სწორი სავარცხლის შერჩევა. დაგჭირდება მრგვალი სავარცხელი. და ბოლოს, სწორი ტექნიკა. თმა ნაწილებად, კულულებად დაყავი, დაიწყე თავის წვერიდან (კენწეროდან), დაახვიე კულულების ბოლოები სასურველი მიმართულებით და რიგრიგობით გაიშრე.
3. მნიშვნელოვანი დეტალები
თითქოს ყველაფერი სწორად გააკეთე, მიუხედავად ამისა, მეორე დღეს ვარცხნილობა კარგად არ გამოიყურება. რატომ? თმა ან ძალიან რბილია ან ტექსტურობა არ ყოფნის? გამოიყენე მშრალი შამპუნი. ის მყისიერად ანეიტრალებს თმის ძირების ცხიმიანობას, უფერულ, უსიცოცხლო თმას ანიჭებს მოცულობას, სიახლეს და სიმკვრივეს. როგორ წავისვათ მშრალი შამპუნი? შეარყიე ფლაკონი და შეიფრქვიე შამპუნი თმის ძირებიდან 20 სმ.-ის მანძილზე. პირველ რიგში, დაიმუშავე თმის ძირები, შემდეგ თმის დანარჩენი სიგრძე.
4. უბრალოდ მაგია
Тახლა თმა ძირებთან ბრწყინვალედ გამოიყურება: მოცულობითი და ფაფუკია. დროა ყველაზე დიდი საიდუმლო გაგანდოთ. კერძოდ, თმის დასახვევად გამოიყენე 3D-თმის დასახვევი ჯაგრისი, ის საოცრებას ახდენს. დაგეხმარებათ აწეწილი, აბურდული თმის დავარცნაში, მოცულობითი ვარცხნილობის შექმნაში. მისი დახმარებით კულულებს იოლად დაიხვევთ შიგნით და შექმნით ტალღოვან ვარცხნილობას. იდეალურია ე.წ. «ბობ»-ის სტილში შეკრეჭილი თმისათვის. ამასთანავე, ეს სასწაულმოქმედი ჯაგრისი შეგიმსუბუქებს ფენით თმის დავარცხნის პროცესს და შეამცირებს დაზიანებული თმის გაჩენის რისკს.
5. მოვლა და დაცვა
ეფექტის შესანარჩუნებლად და თმის დასაცავად შეიზილე მულტიფუნქციური СС-კრემი ფიტონუტრიენტების კომპლექსთან ერთად. მას 22 სასარგებლო თვისება გააჩნია. ვიმეორებ სიტყვიერად: ოცდაორი. დავასახელებ რამდენიმე მათგანს: ამარტივებს ვარცხნილობას, არ ამძიმებს ვარცხნილობას, იდეალურია ნებისმიერი ტიპის თმისათვის, უზრუნველყოფს ანტისტატიკურ ეფექტს და ამცირებს თმის სიმშრალეს. ადვილად გამოიყენება: დაიდე ხელისგულზე კრემის მცირე რაოდენობა (ბარდის მარცვლისხელა), გაუსვი ერთმანეთს ხელისგულები და გადაანაწილე მშრალ ან ოდნავ გამშრალ თმაზე — შუა ნაწილიდან თმის ბოლოებამდე. მორჩა, სულ ეს არის! ახლა დატკბი ეფექტით.