შეამოწმე შენი თავი: როგორ ირჩევ შხაპის გელს?

მიმზიდველი დიზაინი, სასიამოვნო სურნელი — აუცილებლად უნდა ავიღო! ჩვეულებისამებრ სწორედ ასე ვყიდულობთ შხაპის გელს. მაგრამ უხდება თუ არა ეს საშუალება ჩვენს კანს? გთავაზობთ გავარკვიოთ კონკრეტულ მაგალითებზე.

მშრალი კანი
იმდენად მშრალი კანი გაქვს, რომ ზოგჯერ ზუმფარის ქაღალდს გაგონებს? ჩვეულებრივი შხაპის გელის ნაცვლად სცადე კრემი: ის უფრო რბილად მოქმედებს და არ შეიცავს საპონს. ეძებე ეტიკეტზე დამატენიანებელი და აღმდგენი კომპონენტები: ზეითუნის ზეთი, ალოე ვერა, თაფლი, ვიტამინები A, B1 ან E. 

მკვდარი უჯრედების მოსაცილებლად, მიკროცირკულაციის გასაძლიერებლად და კანისთვის ბზინვარების  მისანიჭებლად სამ დღეში ერთხელ გაიკეთე მასაჟი აბაზანის ჯაგრისით, შხაპის ღრუბელით ან სპეციალური მასაჟი ხელთათმანითნუ გამოიჩენ ზედმეტ გულმოდგინებას — გადაჭარბებული აქერცვლა კიდევ უფრო მეტად გამოაშრობს კანს.

მკრთალი, უფერული კანი
ამინდის ახირებანი, არასწორი კვება, ვიტამინების ნაკლებობა ეს მხოლოდ ნაწილია იმ ფაქტორებისა, რომლებსაც შეუძლიათ გამოიწვიონ კანის უფერულება და უსიცოცხლო იერი. ინტენსიური აღდგენის რეცეპტი მარტივია. ჯერ ერთი, დალიე საკმარისი რაოდენობით წყალი. მეორე, ნუ დაივიწყებ რეგულარულ აქერცვლას: ის დაგეხმარება კანის ზედაპირიდან მკვდარი უჯრედების მოცილებაში და ჯანსაღი იერის შეძენაში. 

დილა დაიწყე მსუბუქი მასაჟით მშრალი ჯაგრისის მეშვეობით, ხოლო შხაპის მიღებისას გამოიყენე დასაბანი საშუალება რბილი ამქერცლავი ნაწილაკებით და გამაგრილებელი, მაგალითად, მარწყვის და ლაიმის ან კივის  ექსტრაქტებით. შემდეგ აუცილებლად წაისვი დამატენიანებელი ლოსიონი. ლაიფხაკი: ეფექტის გასაძლიერებლად შეურიე ლოსიონი და ტანის ზეთიმორჩა, მზად არის: ჯანსაღი ბზინვარება და ენერგიის მუხტი კანისთვის გარანტირებულია!   

მგრძნობიარე კანი
მგრძნობიარე კანის მოვლა დანაღმულ ველზე გასეირნებას ჰგავს: ზოგჯერ გეჩვენება, რომ აბსოლუტურად ყველა პროდუქტი იწვევს ანთებას, სიმშრალეს, ალერგიას ან ეგზემას. პანიკის გარეშე! დაიცავი მარტივი წესები და თავიდან აიცილებ კანის გაღიზიანებას.   

დასაწყისისთვის დაივიწყე ინტენსიური სურნელის მქონე გელები და ლოსიონები. ნატურალური, pH-დაბალანსებული ფორმულები — აი, რა გჭირდება. სიფრთხილე გამოიჩინე აქერცვლისას და გამოიყენე პროდუქტები შემდეგი საკვანძო სიტყვების მიხედვით: კრემისებრი, დელიკატური, დამარბილებელი. ჩინებულად მოგიხდება, მაგალითად, შხაპის კრემი ავოკადოთი: მის შემადგენლობაში არსებული ცხიმოვანი მჟავები, ანტიოქსიდანტები და ვიტამინები მოუვლის კანს. თუ მაინცდამაინც გელი გსურს, მის შემადგენლობაში ეძებე დამატენიანებელი ზეთები — მაგალითად, ნუშის კრემი. კანის დასამშვიდებლად და კომფორტის შეგრძნების შესანარჩუნებლად შხაპის შემდეგ ყოველთვის წაისვი ლოსიონი.         

ცხიმიანი კანი  — 
დასაწყისისთვის მოდი ნათელვყოთ: სებუმის გამომუშავება ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული (სტრესი, ჰორმონების დონის გაზრდა, გენეტიკა) და მისი დარეგულირება შეუძლებელია გაწმენდის საშუალებით. ჩვენი მიზანია შევარჩიოთ შხაპის გელი, რომელიც ატენიანებს და ამავდროულად არ ზრდის კანის ცხიმოვნებას.

ცხიმიანი კანის მქონე ქალების სტანდარტული შეცდომაა სპირტზე დაფუძნებული აგრესიული საშუალებების გამოყენება, რომელიც მხოლოდ აღრმავებს პრობლემას. სცადე უფრო დელიკატური შხაპის გელები ამქერცლავი ნაწილაკებით: ისინი დაგეხმარება გაასუფთავო ფორები მკვდარი უჯრედებისა და სებუმისგან და ამით თავიდან აიცილო კანის გაღიზიანება.   

რომელი ინგრედიენტები უყვარს ცხიმიან კანს? პიტნა — მას გამოაფხიზლებს და მიანიჭებს მხნეობას, ჟოლოს ექსტრაქტი შეიცავს სასარგებლო ანტიოქსიდანტებს და C ვიტამინს, ლავანდა თავისი მომადუნებელი სურნელის წყალობით ხელს უწყობს გუნება-განწყობილების გაუმჯობესებას და დამშვიდებას. აი, ჭეშმარიტი ბედნიერება კანისთვის!  

ტექსტი: ფოტო: Oriflame