ოთხი პოპულარული შეკითხვა კანის მოვლის შესახებ (და მათი პასუხები)

საჭიროა თუ არა დამატენიანებელი კრემის გამოყენება ცხიმიანი კანის შემთხვევაში? რა ვიღონოთ ზედმეტი ბზინვარების თავიდან ასაცილებლად? როგორ ვებრძოლოთ ლოყებზე კანის აქერცვლას, თუკი არაფერი არ გვშველის? თუ კანის მოვლა სასოწარკვეთილებაში გაგდებს («ვაკეთებ, ვაკეთებ, მაგრამ ამაოდ»), წაიკითხე ჩვენი მასალა. დაგამშვიდებთ და დაგეხმარებით გადაწყვეტილების პოვნაში.

კანთან განსაკუთრებული პრობლემები არ გამაჩნია, მაგრამ ცხვირის, ნიკაპის და შუბლის მიმდებარე ზონები ყოველთვის მიბრწყინავს. რატომ არის ასე? საჭიროა თუ არა განსაკუთრებული საშუალების გამოყენება ამ პრობლემის გადასაჭრელად?

ეს სავსებით ნორმალური სიტუაციაა კომბინირებული კანის შემთხვევაში: სახეზე განლაგებულია ადგილები მშრალი და ცხიმიანი უბნებით. ასეთი კანი შეიძლება სიმშრალეს განიცდიდეს, რომელიც გამოწვეულია ამინდის პირობებით ან ცხელი კლიმატის დროს მომატებული ცხიმიანობით. მასზე შეიძლება გავლენა  მოახდინონ ჰორმონალურმა ცვლილებებმაც. შენ არ გჭირდება სპეციფიკური კოსმეტიკის ან სააფთიაქო ბრენდების გამოყენება, სჯობს მოძებნო დამატენიანებელი და დამაბალანსებელი თვისებების მქონე პროდუქტები ნორმალური და კომბინირებული კანისთვის

კომბინირებული კანის მოვლისას ეცადე დაიცვა ბალანსი და გამოიყენე დამატენიანებელი საშუალებები, რამდენადაც არ უნდა გინდოდეს T-ზონაში არსებულ ზედმეტ ბზინვარებასთან შებრძოლება. 


ცხიმიანი კანი მაქვს. გაიწმინდავ თუ არ გაიწმინდავ, ყველაფერი კიდევ უფრო უარესი ხდება. დამეხმარეთ!

ცხიმიანი კანის გავრცელებული პრობლემა: რაც უფრო მეტად ვიწმენდთ კანს, მით უფრო ძლიერ «გვეწინააღმდეგება» იგი და გამოიმუშავებს უფრო მეტ სებუმს. დამეთანხმე, რომ ასეთი რაოდენობით შენ ეს არ გჭირდება. დაიცავი ბალანსი! და გადადი ცხიმიანი კანისთვის რეკომენდებულ საშუალებებზე. ისინი დაგეხმარებიან კანის რბილ გაწმენდაში გაღიზიანების გარეშე და დატენიანების დონის დაბალანსებაში.  

ქარი, სიცივე, თოვლი და წვიმა შემოდგომაზე და ზამთარში ჩემი კანი საშინლად გრძნობს თავს: იქერცლება, მტკივა, სიმშრალეს განიცდის. წელიწადის დანარჩენ დროსაც არ არის უკეთესი მდგომარეობა (ზაფხულშიც კი). ნუთუ ჩემი ერთადერთი გამოსავალია რაც შეიძლება მეტი კრემის წასმა?

დამატენიანებელი საშუალების არასწორი შერჩევის შემთხვევაში კრემის ოცი ფენაც რომ წაისვა, სიტუაცია მაინც არ შეიცვლება. უფრო მეტიც, ყველაფერი კიდევ უფრო მეტად გაუარესდება: მოხდება ფორების დაცობა, წარმოიქმნება აკნე ან გაჩნდებიან მუწუკები. გააკეთე პირველი: აირჩიე დამატენიანებელი კრემი, რომელიც ატენიანებს და კვებავს მშრალ კანს. გააკეთე მეორე: არჩეული პროდუქტი მცირე რაოდენობით (ბარდის მარცვლისოდენა) დაიტანე და გადაანაწილე კანზე. გააკეთე მესამე: დამატენიანებელი საშუალების წასმამდე ყოველთვის გამოიყენე შრატი მცირე ზომის მოლეკულების გამო შრატებს კრემებთან შედარებით უფრო მსუბუქი ტექსტურა აქვთ და უზრუნველყოფენ საკვები ნივთიერებების შეღწევას კანის ღრმა ფენებში და აძლიერებენ დამატენიანებელი კრემების ეფექტურობას.   

მე არ ვიყენებ დამატენიანებელ კრემებს, რადგან ისედაც ცხიმიანი კანი მაქვს. მეგობარი მეუბნება, რომ ყველაფერს არასწორად ვაკეთებ. ვინ არის მართალი? 

შენი მეგობარი მართალია (მაპატიე!). ჯანმრთელობის და სილამაზის შესანარჩუნებლად კანს ესაჭიროება ბალანსი: სებუმის ნორმალური გამომუშავება, სინოტივე საკმარისი რაოდენობით. ცხიმიანი კანის შემთხვევაში საჭიროა დამატენიანებელი საშუალებების გამოყენება, რადგან კანის მდგომარეობამ (კანის ტიპისგან განსხვავებით) შეიძლება განიცადოს ცვლილება ნორმალურიდან გაუწყლოებულამდე: ის სინოტივის უკმარისობის კომპენსაციას დაიწყებს და სულ უფრო მეტ სებუმს გამოიმუშავებს. არსებობს პრობლემის გადაჭრის გზა: დამატენიანებელი პროდუქტები ცხიმიანი კანისთვის. ისინი შეიცავენ აქტიურ ინგრედიენტებს, მაგალითად, B5 ვიტამინს, თეთრი აკაციის ექსტრაქტს, ალოე ვერას, ჩაის ხის ექსტრაქტსრომლებიც ხელს უწყობენ კანის დატენიანების ბალანსის აღდგენას, აჩქარებენ მის რეგენერაციას, ხსნიან ანთებას და თავიდან აცილებენ ზედმეტ ბზინვარებას.    

ტექსტი: ფოტო: Getty Images