როგორ შევიძინოთ კოსმეტიკა ინტერნეტით?

ონლაინ-შოპინგი სულ უფრო და უფრო პოპულარული ხდება, მაგრამ რა გავაკეთოთ თუ შენ არასოდეს არ შეგიძენია კოსმეტიკა ინტერნეტით?

განსაზღვრე კანის ფერი
არგია თუ მაკიაჟის ბაზის (ტონალური ფუძის, კონსილერის და ა.შ.) შეძენისას თუ უკვე იცი შენი კანის ფერი. ის რჩება უცვლელი, თუ ძირითადი კანის ტონი იცვლება რუჯთან ან აკნეს გაჩენასთან ერთად. ტონალურის ფუძე შეიძლება იყოს თბილი, ცივი ან ნეიტრალური და ის შეიძლება განსაზღვრო კანის ტონალობასთან ერთად.

როგორ გავიგოთ თუ როგორი კანის ფერი გაქვს? ყველაზე პოპულარული ხერხია —  შევხედოთ თუ როგორი ფერისაა თქვენი ვენები თუ მათ ცისფერი ან იასამნისფერი ელფერი აქვთ შენი კანის ქვედა ტონი  ცივი იქნება. აირჩიე საშუალებები, რომელთა აღწერისას და დასახელებისას გვხვდება სიტყვები «ვარდისფერი», «წითელი» ან «ბრონისფერი». თუ შენს ვენებს აქვთ მომწვანო ელფერი, იპოვე სიტყვები «ოქროსფერი», «ატმისფერი» ან «თაფლისფერი», რომლებიც განსაზღვრავენ კანის თბილ ტონალობას. ნეიტრალური ქვედა ტონი არის თბილი და ცივი ტონალობის მიქსი. ხალხმა ასეთი ქვედა ტონი შეიძლება გამოიყენოს მაკიაჟის ნებისმიერი ტონალობისას.

შენი კანის ქვედა ტონმა შეიძლება განსაზღვროს ფერი, რომლებიც შენ ყველაზე მეტად მოგიხდება. ცივი ელფერი შესანიშნავად ჩანს ვერცხლის სამკაულებზე, იმ დროს როდესაც ოქრო უხდებათ თბილი ტონალური ფუძის კანის მქონე ადამიანებს! 

იცოდე შენი კანის ტიპი
შემდეგი, რაც უნდა გავითვალისწინოთ ონლაინ შესყიდვებიდან — ეს შენი კანის ტიპია. ის განსაზღვრავს არა მარტო შენთვის საჭირო პროდუქტების ტიპს, რომლებიც მოგიხდებოდა, არამედ მათ თვისებებსაც. მაგალითად, BB-კრემი კარგია კანის იმ ტიპისთვის რომელიც აკნესადმი არის მიდრეკილი, ტონალური ფუძე კი უზრუნველყოფს საუკეთესო საფარს. დამატენიანებელი პროდუქტები უხდება მშრალ კანს, იმ დროს, როცა ცხიმიანი კანი საჭიროებს სიმქრქალის მიმნიჭებელ საშუალებებს. დარწმუნდი, რომ შეისწავლე შენი კანი, რათა გაიგო თუ როგორი შედეგი გინდა მიიღო. 

შეისწავლე ბიუთი-ტერმინები
პროდუქტების ონლაინ-აღწერა შეიძლება იყოს მეტად სასარგებლო ვიდრე შენ ფიქრობ. ისინი მოგცემენ შენ ბევრ ინფორმაციას შემადგენლობის, თვისებების და საფარის სიმკვრივის შესახებ. ასე, რომ იპოვე დრო, რათა წაიკითხო ისინი და შეისწავლო ახალი  ტერმინოლოგია. თუ ეს აუცილებელია გაერკვიე, როგორ განსხვავდება საშუალებები კატეგორიების მიხედვით და ერთმანეთს შორის. მაგალითად, რაშია სხვაობა თხევად ტუჩის საცხსა და მბზინვარე საცხს შორის? ან ბრონზატორსა და ფერუმარილს შორის? რაც უფრო მეტი იცი მით უკეთესი იკნება შენი ინლაინ შესყიდვები!  

იცოდე სად ეძებო
შენ არ შეგიძლია საკუთარ თავს მისცე იმის ფუფუნება, რომ დატესტო პროდუქტები ონლაინ შესყიდვებიდან. მაგრამ არ განაწყენდე! იყავი დარწმუნებული, რომ ციფრული ტექნოლოგიების საუკუნეში შენ იპოვი მას ვისაც შეეძლება ამის გაკეთება! თუ გინდა დაინახო პროდუქტები მოქმედებისას ჩვენ რეკომენდაციას გაგიწევთ ისარგებლოთ ინსტაგრამით ან Youtube-ის არხებით. აქ შენ იპოვი გამოხმაურებას სხვა სილამაზის ექსპერტებისგან,  რეკომენდაციებს და რჩევებს. შენ არამარტო დაინახავ პროდუქტებს კანზე, რომელიც ემსგავსება შენი ტიპის კანს, მაგრამ ასევე შეძლებს რამდენიმე ელემენტის განსაზღვრას მაკიაჟში. სცადე იპოვო საინტერესო პროდუქტები ეგრეთ წოდებული "ხეშტეგის" ან საძიებო სისტემებში.

გაიცანი: დანართი "მაკიაჟის შოურუმი"
გსურს ყიდვამდე იცოდე თუ როგორ გამოჩნდება კოსმეტიკური საშუალებები შენს კანზე? ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება: უბრალოდ გადმოწერე ჩვენი დანართი მაკიაჟის შოურუმი. ამ დანართის საშუალებით შენ შეძლებ ვირტუალურად დაიტანო სახეზე ესა თუ ის საშუალება, ისარგებლებ რა ჩამონტაჟებული მობილური ტელეფონის კამერით და შექმნი ექვსიდან ერთს, სეზონის აქტუალურ იმიჯს, ჩაატარებ რა ექსპერიმენტს ფერებთან. ასევე შეგეძლება გადაიღო ფოტოები შექმნილი იმიჯით და სთხოვო მეგობრებს ან ნათესავებს გამოთქვან თავისი აზრი. ეს ადვილი და სასაიმოვნოა!

მიმართე კონსულტანტს
თუ ესეც არ დაგეხმარა —  ჰკითხე რჩევა ექსპერტებს! ორიფლაიმის სილამაზის პროფესიონალი კონსულტანტები ფლობენ შიდა ინფორმაციას პროდუქციის შესახებ და შეუძლიათ შემოგთავაზონ სხვადასხვა რჩევები, დაფუნებული კანის ტიპსა და შენი კანის მოთხოვნებზე. თუ შენ არ გყავს ნაცნობი კონსულტანტი გადადი ამ ბმულზე,და შეავსე საკონტაქტო ინფორმაციაა, ხოლო სილამაზის კონსულტანტი შენი ქალაქიდან დაგიკავშირდება უახლოეს დროში.

 

 






ტექსტი: ფოტო: Getty Images