სხეულის ანტიასაკობრივი ზრუნვა

ასაკის მატებასთან ერთად ჩვენი სხეული იცვლება და ეს ცვლილებები სრულიად ბუნებრივია. მაგრამ შენ ყოველთვის შეგიძლია ამ პროცესის შენელება და ჩვენ მოგითხრობთ როგორ.

კისერი
სახის ყოველდღიური მასაჟი ან იოგა გვეხმარება თავიდან ავიცილოთ კანის დაბერების პროცესი, კერძოდ მოშვებული კანი კისრის არეში - ინტერნეტში ბევრი ვიდეო რგოლია, სადაც შეგიძლიათ იხილოთ ასეთი ვარჯიშები. ხოლო საუკეთესო შედეგის მისაღებად აუცილებელია ანტიასაკობრივი საშუალებების აქტიური გამოყენება (მაგალითად Ultimate Lift NovAge) სერიის საშუალებები.

ბიუსტი
საუკეთესო გზა, რათა დავიცვათ კანი ამ ზონაში - ტანსაცმელი, მაღალი საყელოთი. თუ ეს ვარიანტი შენთვის მიუღებელია, ისარგებლე  SPF დამცავი საშუალებებით.  წაისვი შენი კრემი არ მარტო სახეზე, არამედ კისრის და დეკოლტეს ზონაზეც.

ძილში, როგორც წესი კანი აღგენს თავის ბალანს, ამისათვის აუცილებელია ღამის კრემის აქტიური გამოყენება.  თუ თქვენ გაქვთ ბევრი ჭორფლი (ხალი) და პიგმენტური ლაქები, ისარგებლე გამაღიავებელი საშუალებებით.

ხელები
დღის განმავლობაში  თქვენი ხელები დაუცველი გარემო პირობების აგრესიული ზემოქმედებისგან   კერძოდ, მათზე მუდმივად მოქმედებს მზის სხივები, რაც იწვევს კანის ადრეული დაბერების ნიშნებს. ხელის კრემი SPF დაგეხმარებაა პრობლემის გადაჭრაში და უზრუნველყოფს გაუფერულების და ნაოჭების გაჩენას. ეძებე საშუალებები, რომლებიც შეიცავს  A, C  ან E ვიტამინებს, რათა შევინარჩუნოთ კანის ელასტიურობა და სიმკვრივე.  

ბარძაყები
ასაკთან ერთად ჩვენი კანი კარგავს ელასტიურობას და იწყებს დაკიდებას – პირველ რიგში ცვლილებებს განიცდის ბარძაყები, მუცელი და ხელები.  ეს ნორმალური პროცესია. რეგულარული ვარჯიში დაიცავს და შეინარჩუნებს თქვენი კუნთების ტონუსს, ხოლო დაბალანსებული დიეტა, რომელიც შეიცავს ხილს და ბოსტნეულს, და წყლის დიდი რაოდენობით მიღება, ანელებს დაბერების პროცესს. ასევე, მიაქციე ყურადღება კოსმეტიკური პროდუქციას, რომლების  შეიცავს კოფეინს. 









ტექსტი: ფოტო: Getty Images