ნაბიჯი 1: კანის მომზადება
კანს შენს ქუთუთოებზე იშვიათად აქვს იდეალური ტონი. აუცილებელია, რომ ის სწორად მოამზადო, რათა დაიტანო შემდგომ მაკიაჟი ფაქიზად და გაახანგრძლივო მისი მდგრადობას (ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ცხიმიანი კანისთვის). დაიტანე კორექტორი, რათა დაფარო კაპილარები და მასზე თხელ ფენად პუდრი - ან ფაფუკი ფუნჯით გადაანაწილე ღია ჩრდილები მთელს ქუთუთოზე. გაბედე და აირჩიე ხორცისფერი ნუდი The One, ის უნივერსალურია. მშრალი პროდუქტის ფენა შთანთქავს ზედმეტ კანის ცხიმს და ხელს შეუწყობს უფრო მუქი ჩრდილის შექმნას.
ნაბიჯი 2: მუქი ფერის დატანა
არსებობს ორი ტიპის - გარე კუთხეში ან ცენტრში ჩამოკიდებული ქუთუთო
ჩაიხედე სარკეში და დააკვირდი, სად ხვდება შენი ქუთუთო წამწამების ხაზს. ჩვენ დავიტანთ ყავისფერ ჩრდილებს ქუთოთოს ჩამოწოლის ადგილას, რათა ის დავფაროთ ვიზუალურად გამუქების დახმარებით. ფერი არ უნდა იყოს ზედმეტად მუქი, ჩვენ იმიტაციას ვუკეთებთ ბუნებრივ ჩრდილს. მე მომწონს გლუვი ლატეThe One: ის მომაგონებს კონტურის პუდრს.
ჩემს შემთხვევაში ქუთოთო ჩამოკიდებულია თვალის გარე კუთხეში. იგივენაირად ფაფუკი ფუნჯით ავიღებ ცოტაოდენ ჩრდილებს და დავიტან ამ ადგილას. ოდნავ გავაგრძელებ პროდუქტის დატანას საფეთქლის მიმართულებით, რათა მეტად გაიწელოს თვალის ვიზუალი.
თუ შენი ქუთუთოები ჩამოკიდებულია თვალის ცენტრალურ ნაწილში, საჭიროა მუქი ფერი დაიტანო ნაკეცის ადგილას. მარტივია მისი პოზიციის დადგენა, იმისდა მიუხედავად რომ შესაძლოა ჩამოკიდებული ქუთუთოს გამო ის იყოს ნაკლებად შემჩნევადი. გადმოატრიალე ფუნჯი და ფრთხილად თითის წვერი წარბის ოდნავ ქვემოთ. გრძნობ ორბიტალური ძვლის გასწვრივ ჩაღრმავებას? სწორედ ამ ადგილამდე მთელ ქუთუთოზე უნდა დაიტანო მუქი ფერის ჩრდილი.
როდესაც დაასრულებ, შეამოწმე მაკიაჟი გახელილ თვალებზე: დარწმუნდი, რომ მუქი ჩრდილი დარჩა შემჩნევადი და არ დაიმალა ჩამოკიდებული ქუთუთოს ქვემოთ
ნაბიჯი 3: ისარი ქუთუთოს ზედა ნაწილზე
გავაფერადოთ ქუთუთოს ზედა ნაწილი ფანქრით - ეს ვიზუალურად შემატებს სიხშირეს წამწამებს, ჩააღრმავებს იერს და გახდის თვალს მეტად მოცულობითს. ეს ნაბიჯი აუცილებელია მაკიაჟისთვის, სადაც დავხატავთ ისრებს: წამწამებს შორის არ უნდა იყოს ცარიელი მანძილი, წინააღმდეგ შემთხვევაში ისარი გამოჩნდება უწესრიგო.
აირჩიე რბილი და პიგმენტური ფანქარი, რათა არ გააღიზიანო ქუთუთო და მარტივად მიიღო სწორი ხაზი. მე ვიყენებ თვალის კონტურულ ფანქარს The One.ამ ნაბიჯის შემდეგ შეგიძლია დაიტანო წამწამების ტუში და გაჩერდე - მიიღებ საბაზისო ყოველდღიურ მაკიაჟს ჩამოკიდებული ქუთუთოსთვის. თუმცა ჩვენ უფრო შორს წავალთ და დავხატავთ ასევე ისარს.
ნაბიჯი 4: ისარი
ჩამოკიდებული ქუთუთოს მაკიაჟის მიზანია გახადოს გამოხედვა ნაკლებად მძიმე და ვიზუალურად გამოკვეთოს თვალები.
ისარი უნდა იყოს მაქსიმალურად წვრილი, მოკლე წვერით: მსგავსი ხაზი არ გახდის ქუთუთოს მძიმეს და არ გატყდება
წარმატების გასაღები - სუპერ მდგრადი პროდუქტი, რომელიც არ გაითხაპნება ჩამოკიდებული ქუთუთოს ქვემოთ. მე მომწონს თვალის მდგრადი კონტურული ფანქარი The ONE, მისი დატანა შესაძლებელია თხელ ფენად და მდგრადია მაკიაჟის მოშორებამდე.
თავდაპირველად ვხატავთ ხაზს წამწამების კიდესთან. ხაზი უნდა იყოს წვრილი შიდა კუთხეში, ხოლო მეტად ფართო გარე კუთხეში. სისქეს კონტროლი შესაძლოა დაწოლის ინტენსიობით: რაც უფრო ძლიერ დააწვები ფანქარს, მით ფართო ხაზს მიიღებ. მეორე საშუალება - დაიტანე თხელი ხაზი მთელ ქუთუთოზე და შემდეგ დაამატე ფანქარი გარე კუთხეში.
ახლა გავაკეთოთ კუდი. ყურადღება გაამახვილე: მიმართულების არჩევისას, ის უნდა გახდეს გაგრძელება ქვედა ქუთუთოს ხაზის. ეს აწევს შენს ხაზს და გახდის უფრო ღიას. დახაზე ისრის ქვედა კუთხის წვერი, ყურადღება გაამახვილე ქვედა წამწამზე. შემდეგ დააკავშირე ხაზი ზედა ქუთუთოსთან და მიიღე სამკუთხედის ფორმა.
ნაბიჯი 5: გაამუქე ქვედა ქუთუთო და წამწამები
აიღე ცოტაოდენი ყავისფერი ჩრდილი და დაამატე ქვედა ქუთუთოზე სწორი ფუნჯით, რათა თვალს შემატო მოცულობა. გააკეთე ჩრდილი მხოლოდ კუთხის ნაწილში და არ გაამუქო ქუთუთო შიდა ნაწილამდე.
გააფერადე წამწამები რაც შეიძლება ინტენსიურად, აპრიხე ზემოთ, რათა მათ დახურონ ჩამოკიდებული ქუთუთო.
სქელი მოცულობითი წამწამები იდეალურად ასწორებს ჩამოკიდებულ ქუთუთოს
მზად არის! დააჭირე ფოტოს, რათა ნახო ყველა ის პროდუქტი რაც საჭიროა ამ იმიჯის შესაქმნელად.
ვიზაჟისტის რჩევა
ისრების მაკიაჟი უკვე დიდი ხანია აღარ ეკუთვნის მხოლოდ საღამოს. ახლა უკვე, მათ ხატავენ დღის ან ღამის ნებისმიერ დროს, ნებისმიერი სიგრძისა და სისქის. როდესაც შენ დაეუფლები ჩამოკიდებული ქუთუთოს კლასიკური ისრის დახატვას, ცადე ტრენდებიც.
მსუბუქი ისარი
ბევრი გოგონა ირჩევს ამ ისრის ტიპს, რათა შექმნას მაკიაჟის ტრენდული ეფექტი მაკიაჟის გარეშე ან ვიზუალურად შეცვალოს თვალის ჭრილი. ხაზი უნდა იყოს თითქმის შეუმჩნეველი და კარგად დაჩრდილული, კუდი კი პატარა. ასეთი ისარი შესაფერისია ამოზნექილი თვალის ქუთუთოსთვის: ამ შემთხვევაში არ უნდა დავიტანოთ სქელი ისრები და წვერი უნდა დასრულდეს ზუსტად ქუთუთოს გარე კუთხეში.
ომბრე ისარი
ისრის ეს ვარიანტი იდეალურია ზაფხულისთვის. თუმცა საკმარისია მკვეთრი ფერების პალიტრის შეცვლა შედარებით მუქით, რომ თქვენ ასევე შექმნიან ძალიან ელეგანტურ საშემოდგომო და ზამთრის იერებსაც. შიდა კუთხეში გამოიყენე შედარებით ღია ფერი, ხოლო გარე კუთხეში მუქი.
ორმაგი ისრები
ისრების ეს ტიპი გახდის გამოხედვას მეტად განიერს, წამწამები გამოჩნდება ვიზუალურად უფრო ფართო და იერი მეტად თამამი. დაიტენე ფანქარი, როგორც ზედა, ასევე ქვედა ქუთუთოს მთელ სიგრძეზე, შიდა ნაწილიდან გარე მიმართულებით. კუდები უნდა იყოს ცოტაოდენ წვეტიანი, ხოლო წვერები პარალელური და მათ არ უნდა გადაკვეთონ ერთმანეთი. შეავსე ცარიელი ადგილი მათ შორის ღია ფანქრით ან კორექტორით უკეთესი ეფექტისთვის.
შექმენი იდეალური ისრების იმიჯი და განათავსე ინსტაგრამზე ჰეშთეგით #მეგირჩევ. უყურე მეტ სასარგებლო გაკვეთილს ორიფლეიმის სილამაზის სკოლაში!