გადაწყვეტა: თმები, ისევე როგორც კანი ზიანდება როდესაც გარემო ტემპერატურა დაბლა იწევს. მშრალი თმები გამოიყურება არააკურატულად და იმტვრევა. სიმშრალესთან გამკლავებაში დაგეხმარებათ დამატენიანებელი ნიღაბი, რომელიც კვებავს უჯრედებს, სპეციალური ზეთები თმისთვის – მაგალითად, არგანის ზეთი – უზრუნველყოფს აუცილებელ ტენიანობას და შეინარჩუნებს ნესტს ცივ ამინდში. თუ თმის სიმშრალის მიზეზი-ცენტრალურ გათბობაშია შენ ჰაერის დამატენიანებელი დაგეხმარება. ეს ყველაფერი შენი კანისთვისაც სასარგებლო იქნება.
თმის პრობლემა: ტალღოვანი და უსიცოცხლო
გადაწყვეტა: ტენიანი ამინდი – ნამდვილი საშინელებაა მათთვის ვისაც ხვეული თმა აქვს. თუ ამ ტიპს განეკუთვნები თავი აარიდე ყველაფერს რაც თმას გამოაშრობს: შამპუნის ხშირ გამოყენებას, ცხელ წყალს და თმის გამასწორებლებს. ამის ნაცვლად მეტი ყურადრება დაუთმე დატენიანებას. მშრალი ზეთები სწრაფად იწოვება და ატენიანებს ტმებს,რომლებიც ყველაზე უსიცოცხლოდ გამოიყურება. შრატები და სპეციალური დამარბილებელი პროდუქტები აძლევს თმებს ბზინვარებას და ცოტათი ასწორებს მათ.ბოროტად არ გამოიყენო გელები,მუსი და სპრეი ტენიანი ჰავის შემთხვევაში.ისინი მხოლოდ დაამძიმებენ შენს თმებს.
თმის პრობლემა: მშრალი და გაუფერულებული
გადაწყვეტა: გასწორება და ფენით გაშრობა აზიანებს თმიან საფარს, რასაც მივყავართ მტვრევად და ბზინვარება დაკარგულ თმებამდე, ასევე თმებს ხდის უფრო მგრძნობიარეს ულტრაიისფერი სხივების მიმართ ამიტომ თუ გარეთ ცხელა მოიშორე უთოები ,ფენი და სხვა გასაცხელებელი ხელსაწყოები. იმისთვის რომ აღვუდგინოთ ცხიმოვანი ბალანსი თქვენს თმას გამოიყენე მკვებავი მასკები და დამატენიანებელი ზეთები. თერმოდამცავი სპრეი დაგეხმარება დაიცვა თმა დამაზიანებელი მზის სხივებისგან. თუ გიყვარს აუზი, არ დაგავიწყდეს ჩამოიბანო წყალში შემცველი ქლორი დაბანვისთანავე და თავი აარიდე მზეზე დარჩენას თავსაფრის გარეშე.
თმის პრობლემა: დაუმორჩილებელი თმა
გადაწყვეტა: შენ გამოდიხარ სახლიდან მანამდე ვიდრე გაიგებ თუ რა მოხდა, შენი ვარცხნილობა განადგურებულია და შენ იშორებ თმაზე საკუთარ ტუჩის საცხს. გეცნობა? საუკეთესო საჭიროება თავი დაიცვა სტიქიისგან – გაიკეთო სადა ვარცხნილობა ცოტა აიჩეხე თმები, რომ მისცე მოცულობა. შემდეგ კი უკან გადაიტანე და დააფიქსირე სპრეის და თმის სამაგრების მეშვეობით. თუ შენ ხვეული თმები გაქვს: თავდაპირველად გამოიყენე ვარცხნილობის დასაყენებელი მუსი დამზადებული კერატინის ფუძეზე.
დაქლიქე აქ და იხილე ჩვენი ვარცხნილობების მასტერ-კლასი.