Макияж для торжественного события

მზად ხარ გამოსასვლელად!

საზეიმო წვეულებისთვის მაკიაჟის გაკეთება უფრო მარტივია, ვიდრე წარმოგიდგენია. ცოტაოდენი ძალისხმევა და შენ იბრწყინებ სრულყოფილებით.

სადღესასწაულო მაკიაჟი მნიშვნელოვნად განსხვავდება ყოველდღიური მაკიაჟისგან. მისი მთავარი ამოცანაა ხაზი გაუსვას შენს ბუნებრივ სილამაზეს. ამიტომ, თუკი კალენდარში მონიშნული გაქვს გალა-ვახშამი, ან რომელიმე საზეიმო მიღება, არ ღირს ზედმეტი კოსმეტიკის გამოყენება. 

 

1. სახეМакияж для торжественного выхода

საღამოს მაკიაჟის გაკეთებამდე ძალიან მნიშვნელოვანია სახის მომზადება - ეს გამოავლენს შენს ბუნებრივ სილამაზეს. სახის მოსამზადებლად გამოიყენე გამწმენდი და მკვებავი საშუალებები, რომელიც დაატენიანებს და დაიცავს კანს. ცივი ზამთრის შემდეგ კანს ესაჭიროება განსაკუთრებული მოვლა, ამიტომ გაწმენდისთანავე გამოიყენე შრატი - და მხოლოდ მის შემდეგ წაისვი დღის კრემი. 

მოსამზადებელი პროცესის დასრულების შემდეგ, შეიძლება ტონალური ფუძის წასმა. ყველაზე მნიშვნელოვანია შენი კანის ბუნებრივი ფერის შესაფერისი ტონალობის შერჩევა. 

შეცდომების თავიდან ასაცილებლად, მნიშვნელოვანია გახსოვდეს, რომ სადღესასწაულო მაკიაჟის შემთხვევაში ტონალური ფუძის ზონა უნდა დაიწყოს დეკოლტეს ქვედა კონტურიდან. 

პროფესიონალის რჩევა: თანამედროვე პროფესიული ფუძე შეიძლება ასრულებდეს უხილავი მაკიაჟის ფუნქციას. რთული წარმოსადგენია? ჩაატარე მარტივი ექსპერიმენტი: წაისვი სახის ერთ ნახევარზე ტონალური ფუძე, მეორე ნახევარი კი დატოვე ხელუხლებლად და მიუახლოვდი სარკეს. ხედავ განსხვავებას? 



Макияж для торжественного выхода

2. თვალები და წარბები

მოწესრიგებული და მოვლილი წარბები - არა მხოლოდ საღამოს მაკიაჟის ელემენტია, არამედ ურთიერთობის საშუალებაც, რადგან სწორედ წარბებით შეუძლიათ ადამიანებს ნებისმიერი ემოციის გამოხატვა სიტყვების გარეშე. ამიტომაა ასე მნიშვნელოვანი მათი გამოკვეთა, მით უფრო საზეიმო შემთხვევებში.  

დღეს აქტუალურია ხშირი წარბები, თუმცა აუცილებლად მოვლილი - არავითარი ზედმეტი თმის ღერები. თუკი გამოიყენებ წარბების ჩრდილს, არ დაგავიწყდეს, რომ აუცილებელია მისი ტონალობა ზუსტად ემთხვეოდეს წარბების ფერს.

საღამოს მაკიაჟი გულისხმობს შავ კონტურულ ფანქარს - ის გამოკვეთს თვალებს, რაც განსაკუთრებით აქტუალურია საზეიმო ატმოსფეროში. წაისვი ტუში მსუბუქი მოძრაობებით, ძირებიდან ბოლოებისკენ. თავდაპირველად დაამუშავე წამწამების შუა ნაწილი, შემდეგ თვალის გარე კუთხისკენ და ბოლოს შიდა კუთხისკენ. მას შემდეგ, რაც პირველი ფენა შეშრება, შეგიძლია წაისვა მეორე ფენაც, თუკი გსურს უფრო შთამბეჭდავი ეფექტის მიღება.  

პროფესიონალის რჩევა: წამწამები, ისევე როგორც სახის კანი, მოვლას საჭიროებს. წამწამების ზრდის საშუალებების წასმა საჭიროა ძირებზე დილით და საღამოს. 





3. ტუჩებიМакияж для торжественного выхода

თუკი დღის, ან საქმიანი მაკიაჟის შემთხვევაში არსებობს ოქროს წესი, რომლის თანახმადაც შეიძლება გამოვკვეთოთ ან თვალები, ან ტუჩები, საზეიმო შემთხვევებისთვის განკუთვნილი მაკიაჟი გულისხმობს ჰარმონიას ამ ორი ელემენტის შერწყმაში. 

ტუჩების იდეალური მაკიაჟის გასაკეთებლად, დაგჭირდება ტუჩის საცხი და მისი ფერის ანალოგიური კონტურული ფანქარი. ფანქარი საჭიროა რამდენიმე მიზნისათვის: ის არ აძლევს ტუჩის საცხს საშუალებას დაკარგოს პირველადი იერი და შეცვალოს ტუჩების კონტური, ასევე დაგეხმარება, თუკი შენი ტუჩების ბუნებრივი კონტური არასაკმარისად მკაფიოა, ან ტუჩების ბუნებრივი პიგმენტი არასაკმარისად მკვეთრია. 

დაიწყე კონტურის მოხაზვა ტუჩების კუთხეებიდან ცენტრის მიმართულებით. შემდეგ ოდნავ შეარბილე (თითით ან ფუნჯით) კონტური კუთხეებში. ამის შემდეგ ფუნჯით წაისვი ტუჩის საცხი. ძალიან ბევრი არაა საჭირო - თანამედროვე საშუალებები შეიცავენ ხშირ პიგმენტს, რაც იმას ნიშნავს, რომ ერთი ფენა საკმარისი იქნება იმისათვის, რომ ტუჩის საცხი ხანგრძლივად შენარჩუნდეს ტუჩებზე. 

პროფესიონალის რჩევა: დამატებითი მდგრადობისთვის, მაკიაჟის გაკეთებამდე ტუჩებზე წაისვი ნებისმიერი თხევადი კორექტორი.  


ტექსტი: