სადღესასწაულო მაკიაჟი 5 წუთში

დაივიწყეთ მაკიაჟის nude-ის სტილში: დროა იყოთ ყურადღების ცენტრში. წვეულებაზე წასვლას აპირებთ? იყავი შთაგონებული ვარსკვლავების კოსმიური ციმციმით. არ არსებობს წესები! მეტყველი თვალები, ფაფუკი წამწამები — ასეთი მაკიაჟის გამეორება ყველას შეუძლია, თანაც სულ რაღაც 5 წუთში.

საახალწლო ნაძვის ხის მსგავსად
შეგიძლიათ არა მხოლოდ შეიგრძნოთ სადღესასწაულო ატმოსფერო, არამედ დაინახოთ კიდეც. როდესაც ირგვლივ ყველაფერი მორთულ-მოკაზმულია გირლანდებით, სანთლებით, ნათურებით, სათამაშოებით, უბრალოდ შეუძლებელია გადააჭარბოთ მაკიაჟითა და ბზინებით. მაქსიმალურად გამოიყენეთ ეს დრო და ამოალაგეთ კოსმეტიკური ჩანთიდან ყველაფერი, რაც შეიძლება ბრწყინავდეს. გეშინიათ სცადოთ ინტენსიური ფერის და "მეტალიკის" ეფექტის მქონე ჩრდილები? ეს სწორედ ის დროა!

სხივი თვალებში
დაიწყე ფუძით: მაკიაჟის ფუძე, ტონალური ფუძე, მდგრადი კორექტორი. გამომხატველი მზერისთვის გამოვიყენოთ თვალის მდგრადი ჩრდილი-ფანქარი. ასეთ პროდუქტს ახალბედაც კი გაუმკლავდება: ადვილად ისმება და იდღაბმება, არ ცვივა და ინარჩუნებს ხასხასა, გამოკვეთილ და მკვრივ ფერს მთელი დღის განმავლობაშიშეზღუდული ზამთრის ჩრდილები უნივერსალურია და მოუხდება აბსოლუტურად ყველას,  მიუხედავად თვალის ფერის და კანის ქვეტონისა. 


დაიტანეთ ოქროსფერი ჩრდილი მოძრავ ქუთუთოზე, დაამატეთ შამპანურისფერი ჩრდილი ქუთუთოს ნაკეცში, რათა ხაზი გაუსვათ ქუთუთოს  სკულპტურას და შეარბილოთ ოქროს კაშკაშა ფერი. გადაატარეთ თვალის მდგრადი ლურჯი ჩრდილი-ფანქარი პირდაპირ ნაკეცის ცენტრში, დაფარეთ გარეთა კუთხე და შეიღებეთ ქვედა ქუთუთო. გადაანაწილეთ სუფთა ფუნჯით ან პირდაპირ თითის მეშვეობით. თქვენი მიზანია, რომ ფერებს შორის გადასვლა იყოს შეუმჩნეველი, ხოლო თავად ჩრდილების ნახატი — სიმეტრიული ორივე თვალზე. როდესაც დაასრულებთ, დაამატეთ მეტი ოქროსფერი თვალების შიდა კუთხეებში. ნამდვილი ვაუ-ეფექტი გარანტირებულია!

ცამდე აზიდული წამწამები
შეცვალეთ თქვენი ჩვეული ტუში გაჯერებული შავი ფერის ტუშით The ONE Wonder Lash XXL Black Star შუქის ამრეკლავი ნაწილაკებით. ეს არის თქვენი ყოველდღიური 5-1-ში ტუშის შესანიშნავი სადღესასწაულო ალტერნატივა, რომელიც ჰარმონიულად ავსებს დახვეწილ მაკიაჟს. გსურთ მეტი დრამა? დაამატეთ თხელი და ნატიფი ისარი, რომ თვალის ფორმა უფრო გამოიკვეთოს.

საახალწლო მანიკური
კაშკაშა მანიკური მაქსიმალურად სადღესასწაულო ელფერს შესძენს თქვენს იმიჯს. მედეგი, სწრაფად გამშრობი ლაქების სერიაში The ONE სწორედ ახლა გამოვიდა საახალწლო შიმერული ფერები, რომლებიც მოუხდება თქვენს ნებისმიერ სამოსს. წვეულებისთვის აირჩიეთ ამეთვისტო ან ღვინისფერი, რესტორანში — კლასიკური წითელი წითელი საახალწლო ბზინვარებით, ხოლო მეგობრებთან შეკრებისთვის ან აგარაკზე გასამგზავრებლად არსებობს მშვიდი ტონები, ვარდისფერი ან ნაცრისფერი.

ტექსტი: ფოტო: Oriflame