1. სწორი არჩევანი
თმისათვის მოცულობის მინიჭების ყველაზე მარტივი და შემოწმებული მეთოდია — სწორი შამპუნის და კონდიციონერის შერჩევა. გირჩევთ გამოიყენო მიზანმიმართული მოქმედების პროდუქტები ანუ თმის მოვლის საშუალებები, რომლებიც თმას ანიჭებენ მოცულობას, სიხშირეს და ტექსტურას.
2. მოწმეთა დაცვის პროგრამა
იმისათვის, რომ თხელი თმა ფენით დავარცხნის შემდეგ კიდევ უფრო არ გათხელდეს, გირჩევთ გასუფთავებისთანავე დაიწყოთ/დაილაგოთ თმა. რატომ? ასეთი თმა ბუნებრივად სწრაფად შრება და ფუვდება. ამიტომ ყოველთვის გამოიყენე ფენით დავარცხნისთვის განკუთვნილი ვარცხნილობის დასაყენებელი თმის მუსი ან გელი.
3. ჭირვეულის მორჯულება
თმის მშრალი და გაყოფილი ბოლოები საუკეთესო სანახაობა არ არის. შეიარე თმის სტილისტთან, განაახლე ფორმა და შეიძინე თმის ზეთი ან შრატი, რათა მომავალი ვაებისგან დაიცვა თმა. დავარცხნის წინ რამოდენიმე წვეთის დაპკურება სავსებით საკმარისია.
ხრიკი: სცადე აიჩეჩო თმა ღერების სიგრძის შუიდან და ძირებთან. არა, ჩვენ არ ვსაუბრობთ 80-იანი წლების სტილზე: მხოლოდ ცოტაოდენი მოცულობა. გამოიყენე ვარცხნილობის დასაყენებელი ჯაგრისი, მაგრამ ზედმეტი გულმოდგინება არ გამოიჩინო. მეტი ეფექტისთვის ვარცნილობის მოცულობა დააფიქსირე ლაქით.
4. დაგჭირდება დამატება?
კომპლექსური მოვლა — იგი იმიტომაც არის კომპლექსური, რომ პროდუქტებთან ერთად შენს რაციონში ჩართო ვიტამინების, მინერალების და ამინომჟავების მიღება. შორს სიარული არ მოგიხდება. აი ისიც, წინამდებარე მასალის გმირი: შეუკვეთე ნუტრიკომპლექსი თმის და ფრჩილებისთვის. იგი უზრუნველყოფს შენს მომარაგებას აუცილებელი საკვები ნივთიერებებით, რომლებიც გაამაგრებენ თმას და შეამცირებენ მის ცვენას. სასურველი შედეგების მისაღწევად გირჩევთ 12-კვირიანი კურსი გაიარო. ყველაფერი მოგწონს? ყოველთვის შეგიძლია კურსის გამეორება, მთავარია კურსებს შორის 3-კვირიანი შესვენება გააკეთო.
5. მშრალი შამპუნი / დაიცავი სისუფთავე
ვაღიაროთ, რომ ვაღმერთებთ მშრალ შამპუნს. ეს კაცობრიობის შესანიშნავი გამოგონებაა: სადაც არ უნდა იმყოფებოდე, რასაც არ უნდა აკეთებდე, ყოველთვის შეგიძლია გაიხალისო და გაისუფთავო თმა წყლის გარეშე. რამდენიმე წესი: შეიფრქვიე შამპუნი თმის ძირებზე, გაიკეთე მცირე მასაჟი თითების მეშვეობით, რათა გაააქტიურო პროცესი და შემატო ტექსტურა.