გაანებივრე შენი თავი: ოთხი მეთოდი კანის მოსავლელად

კანის მოვლა რომ გვაძლევდეს შედეგს, შეიყვარე შენი თავი და არ დაივიწყო მისი განებივრება. გთავაზობთ მოვლის ოთხ მეთოდს.

1. აქერცვლა
ღრმად გაიწმინდე კანი მინიმუმ კვირაში ერთხელ  — ეს საუკეთესო საშუალებაა გაანებივრო იგი. კანის აქერცვლით შენ იშორებ გარქოვანებულ ნაწილებს, რაც გეხმარება გააუმჯობესო ტექსტურა, გაათანაბრო ტონალობა და აღმოფხვრა ანთება. 

ჩვენ გირჩევთ: სახის სკრაბს NovAge  

2. მასაჟი
თუ არასოდეს არ გაგიკეთებია სახის მასაჟი გირჩევთ ახლა დაიწყოთ. (დიახ, ახლავე!) ეს პროცედურა დაგეხმარებათ გაიუმჯობესოდ სისხლის მიმოქცევა, გაამდიდროთ კანი ჟანგბადით და მოიცილოთ ტოქსინები. ამასთან, ის აუცილებლად ადუნებს კანს. დაიმახსოვრე, რომ არ შეიძლება მასაჟის გაკეთება მშრალ კანზე. გამოიყენე ზეთი რომ თავიდან აიცილო უსიამოვნო შეგრძნება, და წაისვი ის მსუბუქი მოძრაობით სახის კანზე ზემოდან ქვემოთ მიმართულებით. ეს უზრუნველყოფს ესთეტიკურ ლიფტინგს. 

ჩვენ გირჩევთ: სახის გამწმენდ აპარატს SkinPro

3. ნიღბები
სახის ნიღბები — ნამდილად ყველაზე გავრცელებული საშუალებაა სახის კანის მოვლისათვის. ის იდეალურია, რათა გაინებივრო თავი სალონური მოვლით სახლიდან გაუსვლელად. კანის მოთხოვნილების შესაბამისად, შენ შეგიძლია აირჩიო ნებისმიერი ნიღაბი: თიხის — ცხიმიანი კანისათვის, ალოე ვერა — მშრალი კანისათვის და ა.შ. მოსინჯე ნიღაბია მულტიეფექტით, რათა გადაწყვიტო რამოდენიმე პრობლემა ერთდროულად.

ჩვენ გირჩევთ: ნიღბებს Love Nature 

4. ზეთები
შენი კანი იმსახურებს ყველაზე საუკეთესოს და თუ არის ერთი მდიდრული საშუალება რაზეც ღირს დახარჯო მეტი, ვიდრე ჩვეულებრივ, ეს არის სახის ზეთი. ის სწრაფად იწოვება კანში. ანტიოქსიდანტები და ვიტამინები ატენიანებს ყველა ტიპის კანს და აძლევს მას ბრწყინვალებას. სახის მასაჟის დროს გამოიყენე ზეთი  ან დაიდე ის დამატენიანებელ საშუალებამდე .

ჩვენ გირჩევთ: სახის აღმდგენი კაფსულებს ზეთების კონცენტრატით NovAge Nutri6





ტექსტი: ფოტო: Getty Images