1. არასწორი შეფერილობა
ჰაილაითერი არ არის შექმნილი ყველა ტიპის კანისათვის. დარწმუნდი, რომ იყენებ ისეთ ჩრდილს, რომელიც ერწყმის შენი კანის ტონალობას და აერიდე ისეთს, რომელიც შენი კანისთვის უცხოა. თუ შენი კანის ფერი თამაშობს საშუალოდან მუქ ფერებს შორის. აირჩიე ჩრდილი მოოქროსფრო- ატმისფერისგან ბრონზესფერამდე. შენი კანი ღია ფერისაა? მიაქციე ყურადღება მეტად გამჭვირვალე ჩრდილებს. მაგალითად სპილოს ძვლისფერი.
2. არასწორი წასმა
იყენებ კრემისფერ ჰაილაითერს? მაშინ დამატებითი ინსტრუმენტები მაკიაჟისთვის არ დაგჭირდება. მასთან კანის ფერი შეიძლება არათანაბრად გამოიყურებოდეს. უკეთესია გაათბო ფაილაიტერი ხელში და ზუსტად დაიტანო კანის იმ ნაწილებზე, რომელსაც გინდა ბზინვარება მიანიჭო. თუ იყენებ თხევად ჰაილაიტერს პუდრის ქვეშ, არ მოიქცე ასე. ფუძე არათანაბრად გამოჩნდება კანზე. გირჩევთ აირჩიოთ ჰაილაიტერი პუდრის ფუძით ან თხევადი ტონალური ფუძით. კიდევ ერთი შეცდომა მისი დატანისას არის - მოუთმენლობა, როდესაც თხევად ჰაილაიტერს ისვამ თხევადი ტონალური ფუძის ზემოდან, მნიშვნელოვანია დაიცადო, რომ კანმა ორივე შეიწოვოს და მხოლოდ ამის შემდეგ იხმარო გამჭვირვალე პუდრა, რათა დაასრულო მაკიაჟი.
3. წაისვი სწორად
ჰაილაიტერმა შეიძლება გახადოს შენი სახე ვიზუალურად ფართო, თუ არ ისვამ მას იქ სადაც საჭიროა. ვერ მიაღწევ საჭირო ეფექტს თუ ჰაილაიტერს დაიტან მთელს სახეზე და გექნება დაღლილი გამომეტყველება. მის დასატანად სწორი ადგილებია : ღაწვები, ცხვირი ან ზედა ტუჩის კუთხე.
4. ზედმეტად ბევრი
სახეზე მბზინავი საშუალებების ზედმეტი რაოდენობა შენს იმიჯს შემატებს დაბურულ ელფერს, ნაზი ბზინვარების ან მსუბუქი ბრწყინვალების ნაცვლად. გახსოვდეს, რომ ჰაილაიტერმა უნდა აირეკლოს სინათლე და მიანიჭოს კანს ჯანმრთელი ელფერი და არ გახადოს ის დაბურული.
რამდენი ავიღოთ? ამ კითხვაზე პასუხი ამინდზეა დამოკიდებული. როდესაც მსუბუქი და გაფანტული სინათლეა, თამამად გაიკეთე მეტად გამომხატველი მაკიაჟი ვიდრე ჩვეულებრივად იკეთებ. მაგრამ მზიან ამინდში ეცადე გამოიყენო რაც შეიძლება მცირე რაოდენობის ჰაილაიტერი.
ჰაილაითერი: ოთხი შეცდომა, რომელიც არასდროს არ უნდა დავუშვათ
სტრობინგისა და კონტურინგის პოპულარობის გამო ჰაილაითერი გაყიდვების რეკორდს ხსნის. მაგრამ მას სწორად ყველა ვერ იყენებს. ჩვენ შევადგინეთ შენთვის სია, რომელიც ოთხი შეცდომისგან შედგება დამწყები მაკიაჟის გურუსთვის და მოვყევით როგორ ავიცილოთ შეცდომები თავიდან.