უარი თქვი კრიტიკაზე
ზოგჯერ შენი უსასტიკესი მტერი შენ თვითონვე ხარ. მკაცრად აკრიტიკებ საკუთარ თავს შეცდომებისთვის, თანაც იმაზე უფრო ადრე იწყებ, ვიდრე მათ გარშემომყოფები შეამჩნევენ. სასწრაფოდ უნდა შეცვალო შინაგანი დიალოგის ტონი! მიეცი თავს შეცდომის დაშვების უფლება. ამის გარეშე შეუძლებელია განვითარება.
მეტი იმოძრავე
ფიზიკური ვარჯიშები პირდაპირი გზაა ჯანმრთელობისაკენ და ემოციური სტაბილურობისკენ. მარტივია ცოტაოდენი სიყვარული აჩუქო შენს თავს: იმოძრავე, დატკბი ამით და მიიღე შედეგი! დაკავდი სპორტით არა იდეალური სხეულის ფორმირების გამო, არამედ უბრალოდ იმიტომ, რომ მოგწონს.
შეიცანი
როდესაც იდეებისგან თავბრუ გეხვევა, მიეცი შენს თავს მცირე შესვენების უფლება ეკრანებისგან და ინფორმაციის უსასრულო ნაკადებისგან. დაისვენე. შეამჩნიე, თუ რა ხდება გარშემო. როდესაც გზაში იმყოფები, ნუ მოახდენ აბსტრაჰირებას, ნუ განყენდები — ყურადღება მიაქციე ხის ფოთლებს და მოთამაშე ბავშვებს, ფანჯრის მიღმა რომ ჩანს. იყავი აქ და ახლა. შემდგომში სწორედ ამ მომენტებს გაიხსენებ და არა კარგად დარედაქტირებულ ფოტოსურათებს ინსტაგრამში.
აირჩიე
შოკოლადი ვახშამზე — შესაძლებელია, ზოგჯერ ეს არის სიყვარულის გამომჟაღვნება საკუთარი თავის მიმართ. მაგრამ ნამდვილად არა ხანგრძლივ დისტანციაზე. არჩევანი იმწუთიერი «მინდას» სასარგებლოდ ხშირად გვტოვებს ცარიელ საფულესთან და ცუდ გუნება-განწყობილებასთან მარტო. უარი თქვი ღვინით სავსე ბოლო ბოკალზე და ფული დახარჯე იმ საგნებზე, რომლებიც ნამდვილად გჭირდება.
დაიცავი ბალანსი
«დღის განაწესი» — მოსაწყენად ჟღერს, მაგრამ სწორედ ის გაძლევს საშუალებას არ დაგავიწყდეს საკუთარი მიზნები, არ მიატოვო სწორი კვება ან სპორტი. აჩუქე შენს თავს ცხოვრება, რომელზეც ოცნებობ — სწორედ ეს არის საკუთარი თავისადმი სიყვარული. შეიძინე ახალი ჩვევები: ჯანსაღი საუზმე ყოველ დილით, სასარგებლო დანამატები, ყოველდღიური მოძრაობა და ჰობი, რომელსაც შენთვის ბედნიერება მოაქვს.