1. წაისვი საბაზისო ფერი
დაიწყე ფრჩხილების მომზადება საბაზო საფარით, რომლის ფონზე ძირითადი ფერი უფრო მკვეთრ ელფერს შეიძენს: ჩვენ შევარჩიეთ თეთრი ლაქი.
2. გამოიყენე წებოვანი ლენტი (სკოჩი)
კანზე ლაქის მოხვედრისგან დასაცავად ფრჩხილების ირგვლივ კანი სკოტჩით დაფარე.
3. მოამზადე მაკიაჟის ღრუბელი
აიღე სუფთა მაკიაჟის ღრუბელი ტონალური ფუძისთვის. ფრჩხილებზე წასასმელად აირჩიე სამი სხვადასხვა ფერის ფრჩხილის ლაქი, რომლებიც ერთმანეთს კარგად ეხამება. ღრუბლის კიდეზე თანაბრად, ერთმანეთის მიყოლებით წაუსვი სამივე ლაქის თხელი ფენები. ეცადე ისე გააკეთო, რომ ფერები ახლო-ახლო იყოს და ოდნავ გადადიოდეს ერთმანეთზე. ეცადე არ გადაამეტო — ღრუბელზე წასმული ლაქის საერთო ფართობი სიგრძესა და სიგანეში თქვენი ფრჩხილის ზომებს უნდა ემთხვეოდეს.
4. იყავი კრეატიული, შექმენი!
მიადეთ სხვადასხვა ფერის ლაქით შეღებილი ღრუბელი ფრჩხილს და თითების მსუბუქი ტყაპუნით წაუსვით კარგად სიგრძე-სიგანეზე ხელის აუღებლად და ღრუბლის გადაადგილებით ფრჩხილის ძირის პარალელურად. შენი მიზანია ფერებს შორის გრადიენტული გარდამავლობის შექმნა. პროცედურა რამდენჯერმე გაიმეორე და თითოეული ფენის სრულ გაშრობას დაელოდე. ბოლო ფენის გაშრობის შემდეგ მოიშორე ზედმეტი ლაქი ფრჩხილის ნუნებიდან.
5. წაისვი დამცავი საფარი
მოიცილე დამცავი სკოტჩი და დასასრულს ფრჩხილებზე გადაისვი ლაქის დამცავი გამჭირვალე საფარი. სურვილისამებრ შეგიძლია ეს პროცედურა რამდენჯერმე გაიმეორო, რათა ფრჩხილის ზედაპირი გაასწორო და ტექსტურა გაათანაბრო. მანიკური გამოვა მდგრადი და დიდხანს დარჩება ფრჩხილებზე. დაელოდე სრულ გაშრობას. მაშ ასე! მარტივი ნაბიჯები და მოდური მანიკური მზად არის!