5 ხერხი ტუჩების ვიზუალურად გადიდებისთვის

ფუმფულა მადისაღმძვრელი ტუჩები სეზონის აქტუალური ტენდენციაა, მაგრამ თუ ბუნებამ არ დაგაჯილდოვა ამით არ იჩქარო და გული არ დაგწყდეს. ორიფლეიმის არტ დირექტორი იონას ვრამელი მოგითხრობთ, როგორ გამოვასწოროდ სიტუაცია მაკიაჟის მეშვეობით.

რჩევა №1. აირჩიე სწორი ფერები
«ფერსა და შუქს აქვს უდიდესი მნიშვნელობა იმისთვის თუ როგორ გამოიყურებიან შენი ტუჩები. თუ შენი მიზანია შექმნა სავსე ტუჩის შთაბეჭდილება, შენ თავი უნდა აარიდო მუქ ჩრდილებს, რათა უპირატესობა მიანიჭო ნათელს. ეს წესი ფერთეორიიდანაა. სინათლე ირეკლება რა ზედაპირიდან «ატყუებს» ჩვენს თვალს, აძალებს აღიქვა საგნები იმაზე მსხვილად ვიდრე ისინი არიან რეალურად, ხოლო მუქი ფერები შთანთქავენ მეტ სინათლეს ვიდრე ირეკლავენ, რის გამოც მუქი საგნები გამოიყურება ნათელზე პატარებად. მე არ მოგიწოდებ გადააგდო შენი საყვარელი ქლიავისფერი ტუჩის საცხი. უბრალოდ სცადე რაიმე უფრო ნათელი შენი საყვარელი წითელი ფერის გამიდან».

რჩევვა №2: ჯადოსნური ფანქარი
«ყველაზე მარტივი საშუალება გახადო ტუჩები ვიზუალურად უფრო სავსე –  ისარგებლე ტექნიკით, რომელსაც მე "ჯადოსნურ ფანქარს" ვეძახი. აიღე კონტურული ფანქარი და გაავლე ძლიან სწორი ხაზი ზედა ტუჩის საზღვრის გასწვრივ. შემდეგ გადაისვი პატარა ფუნჯი. ეს ხერხი ვიზუალურად ხაზს უსვავს ტუჩის ხაზს აძლევს მის გარშემოწერილობას. იმოქმედე ფრთხილად: შენ ხომ არ გინდა ისე გამოიყურებოდე თითქოს ესესაა დალიე რძე».  

რჩევა №3 თამაში სინათლესთან
«კიდევ ერთი ხერხი ითამაშო სინათლესთან. თუ დაიტან ცოტა კონსილერს ტუჩის შუაში – ზედა და ქვედა ტუჩზე სინათლე აირეკლება ამ ნაწილიდან და ტუჩები უფრო სავსე გამოჩნდება». 

"სინათლე ირეკლება რა ზედაპირიდან «ატყუებს» ჩვენს თვალს, აძალებს აღიქვა საგნები იმაზე მსხვილად ვიდრე ისინი არიან რეალურად"

რჩევა №4 ტექნიკა "ომბრე"
«თუ შენ არ გიყვარს ბლესკი და ჰაილაიტერი - დაგეხმარება ტუჩის მაკიაჟი ტექნიკა "ომბრე". იმისთვის, რომ ეს გავაკეთო შენ დაგჭირდება ორი ფერის ტუჩის საცხი, უფრო მუქი გარე ნაწილისთვის და უფრო ნათელი ტუჩის შუა ნაწილზე დასატანად. წაისვი ტუჩის გარშემო მუქი ფერის საცხი ან ფანქარი. შენ შეგიძლია ხაზი გაატარო ბუნებრივი კონტურის საზღვრის გარეთაც. შემდგომ დაიტანე ნათელი ჩრდილის მქონე საცხი ტუჩის შუა ნაწილზე და კარგად წაისვი ან აურიე ორივე ჩრდილის პომადა. ეს ტექნიკა დაგეხმარება მიაღწიო სამგანზომილებიან ტუჩების გადიდების ეფექტს».

იხილე ჩვენი ვიდეო გაკვეთილი «ტუჩის მაკიაჟის ომბრეს სტილში».


რჩევა №5 მეტი ბზინვარება 
«ტუჩის ბლესკი -  მარტივი, მაგრამ ეფექტური საშუალება: უბრალოდ დაიტანე იგი შენი საყვარელი საცხის ზემოდან და არა მარტო ბზინვარებას შეჰმატებ, არამედ არეკლილი სინათლის საშუალებით ტუჩების ფორმა გადიდდება».

                                                               იხილე ვიდეო გაკვეთილი 



ტექსტი: ფოტო: Kristin Wreyford