პრობლემური კანი: რა უნდა გავაკეთოთ?

ცხიმიანი ბზინვარება, გამონაყარი, გაფართოებული ფორები, აკნე - ჩვენ მოგიყვებით რა იწვევს კანის პრობლემებს არა მარტო მოზარდებში და თუ როგორ უნდა ვებრძოლოთ მას.

ზრდასრულ ასაკში შესვლისას ვაცნობიერებთ, რომ სახეზე უსიამოვნო გამონაყარი ისევე უნდა დარჩეს წარსულში, როგორც ის უცნაური ვარცხნილობები, შეუსაბამო მაკიაჟი და კოსტიუმები, რომელთაც სასკოლო ალბომებში ვხვდებით და მათზე ბევრს ვიცინით. სინამდვილეში, კანი შესაძლოა იყოს პრობლემური ნებისმიერ ასაკში - თუმცა აკნეს გაჩენის მიზეზები შეიძლება იყოს განსხვავებული.

რა იწვევს აკნეს?

მოზარდებში, შავი წერტილებისა და გამონაყარის ქონა დაკავშირებულია კანის ცხიმის გამოყოფის ზრდასთან, რომელიც თავის მხრივ არის შედეგი ჰორმონების ცვლის შედეგი. სათანადო მოვლის დროს, სახის კანი ხდება სუფთა, თუ რეპროდუქტიული სისტემა ბალანსდება. ჯანსაღ ქალსაც კი, რომელსაც აქვს იდეალური კანი, ჰორმონების ცვლილების დროს შესაძლოა გაუჩნდეს გამონაყარი: მაგალითად, მენსტრუალური ციკლის, ორსულობის, მენოპაუზის ან ჩასახვის საწინააღმდეგო აბების მიღების დროს. სტრესმა, ცხოვრების სტილმა და აგრესიულმა გარემო ფაქტორებმა ასევე იქონიონ ზეგავლენა. აკნეს უფრო რთული ფორმების მიზეზი კვლავ ჰორმონებია, თუმცა ამ შემთხვევაში საქმე გვაქვს ბევრად სერიოზულ დარღვევებთან. მაგალითად, მიზეზი შეიძლება იყოს ფარისებრი ჯირკვლის დისფუნქცია, რომელიც პასუხისმგებელია ჰორმონების გამომუშავების რეგულირებაზე. ან კაცის ჰორმონების (ანდროგენები) გაზრდილი რაოდენობა: ცხიმოვანი ჯირკვლები განსაკუთრებულად მგრძნობიარეა მათ მიმართ და რეაგირებს კანის ცხიმის გაზრდილი რაოდენობის გამოყოფით, რომელიც ბლოკავს ფორებს და იწვევს ანთებას.  

რა შეგვიძლია ჩვენ გავაკეთოთ?

1. ყველა ტიპის აკნესთან ბრძოლა იწყება ექიმის კაბინეტის ვიზიტისას. დაუკავშირდი დერმატოლოგს და პირველ რიგში შეამოწმე ფარისებრი ჯირკვალი, კუჭ-ნაწლავის ტრაქტი და სისხლი ფარული ანთებით პროცესის. ასევე, აუცილებელი ვიტამინებისა და მინერალების დეფიციტი.                                                                          

2. მექანიკური წმენდა - მხოლოდ კოსმეტოლოგთან! სპეციალისტი სწორად მოამზადებს შენს კანს და შეძლებს ფრთხილად ყურადღებით ჭუჭყის მოშორებას. სახლის პირობებში შედეგი არის ერთი - სისხლძარღვთა დაზიანება და როზაცეა, რომელთა მოშორება შესაძლებელია მხოლოდ ძვირადღირებული ლაზერით.

3. დაიტენიანე კანი, იმისდა მიუხედავად, რომ ცხიმიანი ბზინვარების გამო ვერ ხედავ ამის აუცილებლობას. ცხიმიანი კანი შესაძლოა იყოს დეჰიდრირებული - იმ შემთხვევაში კი, როდესაც ის გაჯერდება საჭირო რაოდენობის ტენით, კანის ცხიმის გამოყოფა შემცირდება.

4. მოერიდე აგრესიულ გამწმენდ საშუალებებს: ისინი აზიანებენ ლიპიდურ მანტიას და იწვევენ კანის ცხიმის გამოყოფას.

რედაქტორის არჩევანი

შეხვდი NovAge-ის ახალ სიგლუვის მიმნიჭებელ გელს. კლინიკურად დადასტურებულია, რომ ის ამცირებს ცხიმიან ბზინვარებას და ფორებს. გამოიყენე სახის დაბანის შემდეგ და შრატის დატანამდე სრულყოფილის მოვლის პროცესში. აუცილებელი შემთხვევის დროს, შესაძლებელია მისი დატანა მაკიაჟზე დღის განმავლობაში, თუ გრძნობ რომ კანს უბრუნდება ბზინვარება.

შემწოვი ტექნოლოგია Micro-Sponge —მცენარეული კომპონენტი მომენტალურად აშორებს ცხიმიან ბზინვარებას, იწოვს კანს ცხიმს და აგლუვებს კანს დიდი ხნის განმავლობაში.

ტექნოლოგია სებუმ-კონტროლი შეიცავს ანტარკტიცინს გლიკოპროტეინს, რომელიც ამცირებს კანში ცხიმის გამოყოფას, ამცირებს ფორებს, ამშვიდებს კანს და აქრობს ცხიმიან ბზინვარებას.

დამატენიანებელი კომპლექსი Vita Hydration — ინგრედიენტები დატენიანებისა და უჯრედებში ტენიანობის ბალანსის შენარჩუნებისთვის.

სალიციის მჟავა — ნაზად ქერცლავს კანს, აუმჯობესებს მის ტექსტურას, წმენდს ფორებს და ამცირებს ცხიმის გამოყოფას.

ნიაცინამიდი —აძლიერებს კანის დამცავ ბარიერს, აუმჯობესებს კანის ტექსტურას, ამცირებს ფორებს და ეწინააღმდეგება ხელახალი გამონაყარის წარმოქმნას.

მოძებნე NovAge სხვა პროდუქტები პრობლემური კანისთვის Oriflame-ის შემდეგ კატალოგებში!

ტექსტი: