1. მოიმზადე აბაზანა
აბაზანა ფეხებისთვის არა მხოლოდ განტვირთვაში გეხმარებათ, ეს საუკეთესო ხერხია იმისათვის, რომ ტერფის კანი ყოველთვის იყოს რბილი და გლუვი. ჩაასხით აბაზანაში თბილი წყალი, ჩაყავით ფეხები და ნება მიეცით თქვენს თავს მოდუნდეთ 10 წუთით. იმისათვის, რომ ამ პროცედურას სალონური ეფექტი მიეცეს, შეიძინე მასაჟის ფუნქციების მქონე ელექტრო აბაზანა ფეხებისთვის.
2. მოიცილე გაუხეშებული ნაწილები
გამოიყენე ქლიბი ფეხებისთვის ან პემზა (მინქაფა) კოჟრებისა და კოჟიჟების მოსაცილებლად. განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ ქუსლების არეს და დიდი თითის ქვეშ ტერფის ნაწილს, სადაც ყველაზე ხშირად ჩნდება კოჟიჟები. როგორც კი კანი გლუვი გახდება, დაიტანეთ სკრაბი გაუხეშებული კანის მოსაცილებლად.
3. დაიტანე დამაყენიანებელი კრემი
ფეხებისთვის აბაზანის მიღების და კოჟებისა და კოჟიჟების მოცილების შემდეგ კანი უნდა დაატენიანოთ – ასე თქვენ თავიდან აიცილებთ ბზარების გაჩენას. შეარჩიეთ დამატენიანებელი კრემი, რომელიც ყველაზე უფრო მოუხდება თქვენს კანს. თუ თქვენ მშრალი ან გაღიზიანებული კანი გაქვთ, აირჩიეთ გაჯერებული ტექსტურის მქონე საშუალება და გამოიყენეთ ბამბის წინდები ღამე. თუ გაქვთ პრომლემები არასასიამოვნო სუნთან დაკავშირებით, აირჩიეთ კრემი-ანტიპერსპირანტი.
4. გაიკეთე პედიკური
იმისათვის, რომ თავიდან აიცილოთ ჩაზრდილი ფრჩხილების წარმოქმნა, სწორად მოიჭერი ისინი: ძალიან მოკლედ არა, რომ დატოვებული იყოს 1-2 მმ., და არ ჩამოიჭრათ კუთხეები. ქლიბით მოიქლიბეთ ფრჩხილები, რომ კუთხეები უფრო მომრგვალებული გახდეს. ფერადი ლაქის გამოყენების წინ ყოველთვის დაიტანეთ საფუძველი. ასე ლაქი არ შეღებავს ფრჩხილის ფირფიტას, ფერი უფრო დიდ ხანს შენარჩუნდება და ადვილად მოცილდება ლაქის მოსაშორებელი საშუალებით.
5. არ დაგავიწყდეს დეზოდორანტი
ვიყოთ გულახდილნი: არასასიამოვნო სუნის პრობლემა ყველას ეხება (განსაკუთრებით ზაფხულში), მაგრამ სპეციალური საშუალებების წყალობით თქვენ აიცილებთ უხერხულობას. აირჩიეთ სპრეი აღმდგენი ან გამაგრილებელი ეფექტით ან დეზოდორანტები კლინიკურად დამტკიცებული ეფექტით.