არასწორი მოხვევა: 5 შეცდომა წვერის გაპარსვისას

როდესაც საქმე წვერის გაპარსვას ეხება, შეცდომის დაშვება იოლია. ეს შეცდომა შეიძლება გადაიზარდოს კანის გაღიზიანებაში, თმის ჩაბრუნებაში ან კანის გაჭრაში. არ გინდა, რომ ასე მოხდეს? ჩვენც ასე ვფიქრობთ! მაშინ, არასდროს გაიმეორო ეს ხუთი შეცდომა.

1.  მოამზადე კანი გაპარსვისთვის
სიჩქარე, ან მშრალ კანზე გაპარსვა არ ღირს. ნუ იჩქარებ. გაპარსვა შხაპის მიღების შემდეგ დაიწყე, როდესაც ფორები გახსნილია, კანი კი —  რბილი. აუცილებლად გამოიყენე ბევრი საპარსი ქაფი ან გელი, რომელიც საპარსის პირის და წვერის უკეთეს შეჭიდებას და, შესაბამისად, რბილ და უსაფრთხო პარსვას უზრუნველყოფს. 

2. გაპარსვა თმის ზრდის საპირისპირო მიმართულებით
შენიშნე, რომ ჩაბრუნებული თმის რაოდენობამ მოიმატა გაპარსვის შემდეგ? სავარაუდოდ, არასწორად იქცევი. დიახ, გაპარსვა უმჯობესია თმის ზრდის მიმართულებით, როგორ არალოგიკურადაც უნდა ჟღერდეს. რატომ? ასეთი მეთოდი ამცირებს კანის გაჭრის და გაღიზიანების და, შესაბამისად, ჩაბრუნებული თმების გაჩენის რისკს.  

3. ორ საფეხურიანი მომზადება
დავეთანხმოთ, რომ სწრაფად გაპარსვა — ყელიდან საფეთქლებამდე — კომფორტულია. გაიღვიძე, გაიპარსე და წადი სამყაროს დასაპყრობად. რაც შეეხება ამ უკანასკნელს — კარგია, მაგრამ, გამოიმუშავე ნელა მოქმედების ჩვევა. წინააღმდეგ შემთხვევაში საპარსი სწრაფად გაიბიდნება და სიბასრეს დაკარგავს. შენ კი, ხშირი მოქმედებებისგან კანის გაღიზიანებას მიიღებ. არ მოიქცე ასე. გაიპარსე ისე, როგორც ბუდა გაიპარსავდა (რომ სდომოდა): საპარსის მშვიდი, მოკლე-მოკლე მოქმედებებით და წყალში ხშირი გავლებით.  

O

4. მოუვლელი კანი გაპარსვის შემდეგ
გაპარსვა კანის მკვდარი უჯრედების მოშორებაში გვეხმარება, მაგრამ, ამავე დროს, კანი ბაქტერიებისა და სიმშრალისადმი უფრო მეტად მგრძნობიარე ხდება. გაპარსვის შემდეგ ყოველთვის თბილი წყლით დაიბანე და დამატენიანებელი საშუალება (მაგალითად, ბალზამი ან დღის კრემი) გამოიყენე. მიიღე ეს, როგორც აუცილებლობა.  

5. ერთი და იგივე საპარსის დიდხანს გამოყენება
საპარსის ძველ პირებზე შეიძლება ბაქტერიები და ობიც კი (!) დაგროვდეს მრავალჯერადი გამოყენების შემდეგ. ერთჯერად საპარსს იყენებ? არ დაზოგო ფული ახალზე და კვირაში ერთხელ შეცვალე.

ტექსტი: ფოტო: Getty Images