საახალწლო მაკიაჟში ბზინვარე საშუალებების გამოყენების 5 ხერხი

ბზინები მრავალნაირია. ისინი ლამაზი და კაშკაშაა და იდეალურად მოუხდება საახალწლო იმიჯს. თქვენ თვითონ ნახეთ.

1. მბზინავი თვალის კონტურული ფანქარი: გამომხატველი თვალები
დავიწყოთ მარტივი რაღაცეებით. თვალების მბზინავი კონტურული ფანქარი რაღაც ეშმაკუნებს ანიჭებს მაკიაჟს — თითქოს ყველაფერი ისევეა, მაგრამ არა. ჩვენ განსაკუთრებით მოგვწონს მეტალის ელფერის მქონე ფერები, რომლებიც, სხვათა შორის, ძლიან მოდურია ამ სეზონში. 

2. მბრწყინავი თვალის ჩრდილები: მეტი სიღრმე
ასეთი არჩევანი — კლასიკაა. აირჩიეთ გაჯერებული მუქი და კაშკაშა კარამელის ფერები, რომ მაკიაჟი ახლებურად გამოიყურებოდეს.

3. წამწამების ტუში ბრწყინავი ეფექტებით
თვენი თვალები ყველაზე დიდ ბრილიანტზე უფრო ბზინვარე გახდეს, გამოიყენეთ ტუში მბზინვარე ეფექტებით. გარანტიას ვიძლევით, რომ ყველა აღფრთოვანებული იქნება

4. მბზინავი ტუჩის საცხი: აპოფეოზი
მბზინვარე ტუჩები — ნამდვილი გამოწვევაა. ასეთ მაკიაჟს აქვს უამრავი ვარიანტი. ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, რამდენად მდიდრულად გინდათ გამოიყურებოდეთ. აირჩიეთ ტუჩის საცხი,  ან ტუჩის მბზინავი საცხი ან დაიტანეთ რამდენიმე შეფერილობი მბზინავი საცხი  საყვარელ პომადაზე.

4. წარბებზე
დიახ, არ შეცდით: დაიმატეთ ბზინები წარბებზე. ასეთი მაკიაჟი გამოგარჩევთ ხალხში და ბიუთი-გურუს დონეზე აგიყვანთ. დაამატეთ ისინი წარბების გელ-კონდიციონერში, პირდაპირ წარბების თმებზე და მბზინავი კონტურული ფანქრით ხაზი გაუსვით წარბების ქვეშ ისე, რომ ფორმა მიეცეს.

ტექსტი: ფოტო: Getty Images