ხუთი შეცდომა მანიკიურის გაკეთებისას, რომელიც არ უნდა დავუშვათ

იმისათვის, რომ პროფესიული მანიკიური გავიკეთოთ შენ არ გჭირდება ნეილ-არტის დიპლომირებული სპეციალისტი იყო. მაგრამ ძირითადი წესების ცოდნა მაინც საჭიროა. ჩვენ აღმოვაჩინეთ ხუთი ყველაზე გავრცელებული შეცდომა მანიკიურის გაკეთებისას, რომელიც არ უნდა დავუშვათ.

1. ფრჩხილის დამცავი საფარის გარეშე
მანიკიურის კრისტალური ფუძე და დამცავი საფარი იგივეა, რაც პრაიმერი ტონალური ფუძისთვის. ის ათანაბრებს ფრჩხილის ზედაპირს და ლაქის პირველ ფენას ეხმარება კარგად დაჯდეს. მაგრამ ეს არაა ყველაფერი. საქმე იმაშია, რომ ფრჩხილის პლასტინა შეიცავს ზეთს და ამაგრებს ლაქს. ამიტომ გირჩევთ ყოველთვის დაიტანოთ ფრჩხილის დამცავი საფარი რათა გაანეიტრალოთ ამ ზეთის ზემოქმედება. შენი საყვარელი ლაქი უფრო დიდხანს შეინარჩუნებს მდგრადობას. 

2. ფრჩხილის არასწორი გაქლიბვა
თუ ქლიბს წინ და უკან სწრაფი მოქმედებებით ამოძრავებ, ამან შეიძლება ფრჩხილის პლასტინის დაზიანება გამოიწვიოს. ამოძრავე ქლიბი ფრჩხილის ერთი ბოლოდან შუამდე მიმართულების შეუცვლელად. შემდგომ გაიმეორე იგივე მეორე ბოლოდან მანამდე, სანამ არ მისცემ ფრჩხილს საჭირო ფორმას.

3. ნუნების მოჭრა
ნუნების მოჭრა ნორმალურია, მაგრა ეს წესებს არ ექვემდებარება. რა არის ნუნა? — ეს თხელი კანია, რომელიც მდებარეობს ფრჩხილის ზედაპირის ფუძესთან და არის ბაქტერიებისგან დამცავი ბარიერი. ამიტომ, როდესაც მას იშორებ, ის რამოდენიმე ხნის შემდეგ უკან ბრუნდება. მის მოსავლელად გირჩევთ მკვებავ კრემს. ყოველთვის გქონდეს ნუნების დამარბილებელი ბალზამი მაგიდაზე ან საწოლის უჯრასთან და გამოიყენე აუცილებლობის შემთხვევაში.

4. ზედმეტად ბევრი ლაქის ფენა
მდგრადი ლაქის საიდუმლო — თხელი ლაქის ფენაა. თუ ბევრ ლაქს ისვამ, მანიკიური მალე შორდება და ადვილად ზიანდება. ორი ფენა — ოპტიმალური ვარიანტია.

5. არ გამოკვეთ ფრჩხილის ბილოებს
ლაქი ხშირად შორდება ფრჩხილის ბოლოდან? ნაცნობი ისტორიაა. თუ უბრალოდ დაიტან დამცავ საფარს, ეს არ გამოასწორებს მდგომარეობას. სცადე გააკეთო შემდეგნაირად: ლაქის წასმის შემდეგ, ფრჩილზე გადაატარე ფუნჯი, ფრჩხილის ბოლოდან თავისუფალ კიდემდე. გაიმეორე იგივე რამოდენიმე დღის შემდეგ დამცავი საშუალებით. ეს უზრუნველყოფს ლაქის დამატებით მდგრადობას და დაიცავს მავნე ზემოქმედებისგან.


ტექსტი: ფოტო: Kristine Wreyford, Victoria Stillwell Hair & Makeup: Åsa Östergren