1. მოამზადე თმა
აირჩიე სასურველი თმის საღებავი სპეციალური სქემის საშუალებით. მიაქციე ყურადღება: ზოგიერთი ფერები არ არის რეკომენდებული, თუ გაქვს ბევრი ჭაღარა 6.6, 10.31, 12.01 და 12.02.
რჩევა: თუ გეგმავთ დროის გატარებას მზეზე, არ დაგავიწყდეთ ქუდი, თავსაფარი ან გამოიყენეთ საშუალებები SPF-ფაქტორით თმების ვარცხნილობისთვის. ისინი დაგეხმარებათ ფერის შენარჩუნებაში.
2. არ დაიბანოთ თმა 72 საათის განმავლობაში შეღებვის შემდეგ
კოლორისტები გეტყვიან, რომ უნდა მოიცადოთ 72 საათი შეღებვის შემდეგ მანამ, სანამ თმებს დაიბანთ. რატომ? იმისათვის, რომ თმის კუტიკულა მთლიანად დაიფაროს და ამით შეინარჩუნოს ახალი ფერი. ამიტომ მოიცადეთ სამი დღე სტილისტთან ვიზიტის შემდეგ და თქვენი ფერი უფრო დიდ ხანს მოგანიჭებთ სიამოვნებას!
3. დაიბანეთ თმა მშრალი შამპუნით (იშვიათად)
თმის საღებავის შემადგენლობაში შესული ქიმიური ნივთიერებები თმას უფრო მოწყვლადს ხდის გარე დაზიანებებისთვის. ამიტომ დროდადრო გამოიყენეთ მშრალი შამპუნი. იმ დღეებში, როდესაც თმას იბანთ თხევადი შამპუნით, ჭარბად ნუ გამოიყენებთ ცხელ წყალს, განსაკუთრებით ჩამობანისას — ის წამოწევს გარე კუტიკულას და ფერი უფრო სწრაფად ჩამოირეცხება.
4. მოერიდეთ ცხელი ინსტრუმენტების გამოყენებას თმის ვარცხნილობისთვის
შეღებილი თმა მგძნობიარეა თბური ზემოქმედებისადმი, ამიტომ შეეცადეთ იშვიათად გამოიყენოთ ფენი. შეიშრეთ თმები პირსახოცით, შემდეგ მოიხსენით ის და საშუალება მიეცით თმას გაშრეს ბუნებრივად. თუ გინდა თმების გასწორება ან დახვევა, აუცილებლად გამოიყენე დამცავი სპრეი პროცედურის დაწყებამდე. თუ არის საშუალება, რომ თმის სახვევი ან ფენი ნალკებად გაახუროთ, გააკეთეთ ეს და დაიცავით თქვენი თმა.
5. გამოიყენეთ თმის დამატენიანებელი საშუალებები
შეღებილ თმებს ახასიათებს სიმშრალის ტენდენცია, ამიტომ გამოიყენეთ საშუალებები, რომელიც შემუშავებულია სპეციალურად მშრალი თმისათვის. ეს დაგეხმარებათ დამცავი ფენის შესაქმნელად, რომელიც დაიცავს თქვენს თმებს სიმშრალისგან. თუ თქვენს თმას მეტი კვება სჭირდება, თავდაპირველად სცადე შამპუნი და კონდიციონერი შეღებილი თმისთვის, დაამატე აუცილებლად ნიღაბი და აღმდგენი შრატი.