უმცროს დას
ბავშვობაში თქვენ ეჭვიანობდით მშობლებზე, მაგრამ შემდეგ შერიგდით და საუკეთესო მეგობრები გახდით. მან ყველაფერი იცის თქვენზე, თქვენ კი ყოველთვის მზად ხართ გვერდში დაუდგეთ. მისი პოზიტიური განწყობა და ბრწყინვალე ექსპერიმენტები გარეგნობასთან დაკავშირებით თქვენს გაოცებას იწვევს, ხოლო კოსმეტიკის ჩანთა, განძით სავსე სკივრს გაგონებთ. აჩუქეთ მას კანის მოვლის საშუალებათა კოლექცია «ყვავილების სინაზე». ყვავილების სურნელი, ლამაზი დიზაინი და სასაჩუქრე შეფუთვა გააძლირებს მის აღფრთოვანებას.
კოლეგას, რომელიც ყველაფერს ასწრებს
იგი ახერხებს დროულად გადაწყვიტოს ამოცანები, ეფექტურად ჩაატაროს თათბირები და დროულად წამოვიდეს სამსახურიდან. როგორ ახერხებს ამას? გაუგზავნეთ მოსაწვევი შეხვედრაზე და გაიგეთ! ამასთან, ასე უფრო მარტივია პატარა საჩუქრის გადაცემა, რომელიც ხაზს უსვამს მის შესანიშნავ გემოვნებას. აირჩიეთ: სამკაულების კომპლექტი «ოდრი», «ფლორა» ან მოდური შარფი.
საუკეთესო მეგობარს
თქვენ უკვე საუკუნეა იცნობთ ერთმანეთს, მაგრამ ეს გოგონა თქვენს გაოცებას ახერხებს. მოგზაურობა შორეულ ქვეყნებში, შეუპოვარი კარიერული ნაბიჯები, ლამაზი რომანები — თოთოეული გამოწვევა გინესის რეკორდების წიგნის ღირსია. თქვენ ცოტათი გშურთ მისი ხასიათისა და თავგადასავლების. იმისათვის, რომ ხაზი გაუსვათ მის გამოკვეთილ ნატურას და ძლიერ ხასიათს, აჩუქეთ ტუჩის საცხი The ONE Colour Obsessions. 10 შთამბეჭდავი ფერი, გაჯერებული პიგმენტები და გლუვი დასასრული — ალბათ ღირს ასეთი საჩუქრი საკუთარ თავისაც მიუძღვნათ.
მსოფლიოში საუკეთესო დედას
დედამ ყველაფერი გასწავლათ. თქვენს გვერდით იდგა რთულ დროს და სიმტკიცის, სიცოცხლისადმი სიყვარულის და სიძლიერის მაგალითი გახდა. დედის პარფიუმი ნოსტალგიას იწვევს, თქვენ მაშინვე ბავშვობა გახსენდებათ, ნამცხვრის სურნელი სამზარეულოდან, საყვარელი სათამაშო და პირველი კოსმეტიკა, რომლის ხმარება სწორედ დედამ გასწავლა. ხოლო მერე თქვენ საკუთარი პარფიუმი იპოვეთ. გაუკეთეთ დედას საჩუქარი, აჩუქეთ საყვარელი არომატი. ან შესაფერისი შეარჩიეთ ჩვენი ბესტსელერების სიიდან: Divine (ორქიდეა და სანდალოზი), Volare (ია და იორდასალამი), My Destiny (ლოტოსი და ფაჩული), Giordani Gold Original (ფორთოხლის ყვავილები და მანდარინი).
საკუთარ თავს
გაზაფხული — ახალი შესაძლებლობები და ახალი იმიჯი. ხაზი გაუსვით ცვლილებებს ორიფლეიმის საგაზაფხულო კოლექციის ახალი აქსესუარებით. დაგვიჯერეთ, აქ არის ასარჩევი რამ. საყურეები, სამაჯურები, ჩანთები და კლატჩები, შარფები და მოდური ყელსახვევები, საფულეები და სათვალეები — თქვენ აუცილებლად იპოვით აქსესუარს ნებისმიერი სტილის და განწყობისათვის.