თიხის ნიღაბი
ოდითგანვე, თიხა გამოიყენებოდა კანის ღრმა გასაწმენდის პროცედურისთვის: მისი სასარგებლო თვისებები ცნობილი იყო ძველ ეგვიპტეში. მისი ეფექტურობა დასტურდებოდა ათასწლეულების განმავლობაში! თიხის ნიღბები აბალანსებს კანს და ქაჩავს ჭუჭყს ფორებიდან, რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი განსაკუთრებით სასარგებლოა ცხიმიანი, კომბინირებული და პრობლემური კანისთვის. გამწმენდი თიხის ნიღაბი მწვანე თიხითა და თეთრი ჭინჭარით არის იდეალური საშუალება ცხიმიანი ბზინვარების საწინააღმდეგოდ.
ლაიფჰაკი: თიხის ნიღაბი იქნება ბევრად უფრო ეფექტური, თუ კანს წინასწარ გაათბობ, რაც გახსნის ფორებს. დაიდე სახეზე თბილი პირსახოცი ან მიიღე ორთქლის აბაზანა ნიღბის გამოყენებამდე. პროდუქტს შესაძლოა ჰქონდეს უკუჩვენებები იმ ადამიანებისთვის, ვისაც აქვთ მგრძნობიარე კანი, გაფართოებული სისხლძარღვები ან აქვთ კანის დაავადება - როზაცეა.
გელის ნიღაბი
იდეალურია, როდესაც შენი კანი გამოიყურება დაღლილად. კომპიუტერთან გატარებული რამდენიმე საათი, რთული კვირა ან გათენებული ღამე წვეულებაზე - ჩვენ ვიცით, როგორ დავეხმაროთ შენს კანს გამოცოცხლებაში! გელის ნიღბებს აქვთ მსუბუქი ტექსტურა, მყისიერად ატენიანებებენ კანს და აქვთ მატონიზირებელი თვისებები. გამოცადე ნიღაბი მბრწყინავი სახის კანისთვის ფორთოხლით და ლეღვით: შემადგენლობაში არსებული მცენარეული ექსტრაქტები შესძენს კანს ბრწყინვალებას. და რა სურნელი აქვს!
ლაიფჰაკი: მოათავსე გელი გამოყენებამდე 10-15 წუთის განმავლობაში მაცივარში. გამაცოცხლებელი ეფექტი იზრუნებს შეშუპებულ სახეზე.
კრემის ნიღაბი
შებოჭილობის შეგრძნებამ შეიძლება მთელი დღის განწყობა დაანგრიოს: მშრალი კანის მფლობელები ამას ახლა გაიგებენ. ცალსახად სასიამოვნოა, როდესაც კანზე დაგვაქვს ნაზი, მკვებავი ნიღბის სქელი ფენა და ვგრძნობთ, თუ როგორ ამშვიდებს ის კანს! კრემის ნიღბები ინტენსიურად ატენიანებს კანს, კვებავს მას, აშორებს ქერცლს და ზრუნავს კანზე, მასში არსებული ბუნებრივი ინგრედიენტების დახმარებით. მაგალითად, სახის აღმდგენი ნიღაბი ჟოლოთი და პიტნით.
ლაიფჰაკი: არ ჩამოიბანო სახე კრემის ნიღბის გამოყენების შემდეგ. უბრალოდ ჩამოიშორე ნარჩენები ხელსახოცით ან ნოტიო პირსახოცით - ამ გზით კანი მიიღებს უფრო მეტ მზრუნველობასა და კვებას.
ნაჭრის ნიღაბი
ნაჭრის ნიღბები კანის მოვლის ცხელი ტენდენციაა, რომელიც არ აპირებს პოზიციების დათმობას. ასეთი ნიღბის ხრიკი არის მაღალი კონცენტრაციის აქტიური ინგრედიენტები, რომლებიც ღრმად აღწევენ კანში შრატის თხევადი სტრუქტურისა და ქსოვილის(ნაჭრის) ბაზისის გამო. ნაჭრის ნიღბებს აქვთ ყველაზე ფართო სპექტრი ეფექტების, მარტივი დამატენიანებლიდან დაწყებული, დაბერების საწინააღმდეგოდ დამთავრებული. რაც მთავარია, მათი გამოყენების შემდეგ არაა საჭირო სახის ჩამობანა - ეს ნიშნავს, რომ მათი გამოყენება შესაძლებელია ნებისმიერ ადგილზე! თვითმფრინავის სავარძელში, სპა-გამოსაშვებ წვეულებაზე მეგობარ გოგოებთან ერთად და საკუთარ აბაზანაში. არ იცი, რომელი ნიღაბი გამოიყენო პირველ ეტაპზე? სცადე საბაზისო ვერსია: ანტიოქსიდანტური ნაჭრის ნიღაბი ბროწეულით და ყურძნით. ის სასარგებლოა არა მხოლოდ შენი კანისთვის, არამედ ჩვენი პლანეტისთვისაც: ნიღაბი დამზადებულია ეკო მეგობრული ტენსელის ქსოვილისგან, რომელიც შექმნილია ხის ბოჭკოსგან.
ლაიფჰაკი: შრატი, რომელიც პაკეტში რჩება, შეგიძლია დაიტანო კისერზე, დეკოლტეზე, მკლავებზე, იდაყვებზე და კიდევ მუხლებზე - ეს ის ადგილებია სახის გარდა, რომლებსაც ეტყობათ პირველი ასაკობრივი ნიშნები და საჭიროებენ დამატებით მოვლას.
ღამის ნიღაბი
ღამე სწორედ ის დროა, როდესაც კანი ყველაზე მგრძნობიარეა აქტიური ინგრედიენტებისადმი. შენ გძინავს, სილამაზე კი იზრდება - ცალსახაა, რომ ასეთი შესაძლებლობა, რომელსაც ბუნებისგან იღებ არ უნდა გაუშვა ხელიდან! არასოდეს დატოვო სახეზე საბაზისო ნიღაბი ღამით - შენ გჭირდება პროდუქტი, რომელიც შექმნილია სპეციალურად ამგვარი გამოყენებისთვის. მაგალითად, ღამის ინტენსიური აღმდგენი ნიღაბი NovAge, რომელიც შეიცავს ჰიალურონის მჟავასა და მკვებავ ზეთებს.
ლაიფჰაკი: გამოიყენე ასეთი ნიღაბი არა ცალკე, არამედ სახის კომპლექსური მოვლის პროცესში. ნიღაბი წაისვი ღამის კრემის ნაცვლად, კვირაში 1-2 ჯერ, როდესაც მოგინდება რომ გქონდეს ზღაპრული სილამაზის ძილი: ნიღაბს ექნება ბევრად უკეთესი ეფექტი, თუ დაიტან მას მომზადებულ კანზე.