არა: აცეტონიან ფორმულას
ლაქის წასაშლელმა აცეტონიანმა სითხემ შეიძლება დაგიზიანოთ და გამოგიშროთ ფრჩხილის ფირფიტა. რად გინდა ასეთი შედეგები? გაბედულად მოიშორე!
დიახ: ლაქის მოსაშორებელ და ფრჩხილის მოსავლელ საშუალებას
ეს რბილი საშუალება მუქი ფერის ლაქსაც კი კარგად აშორებს ნუნებისა და ფრჩხილების დაზიანების გარეშე. გირჩევთ ლაქის მოსაშორებელ საშუალებას The ONE დამარბილებელი კომპონენტებით და Е ვიტამინით. ეს საშუალება დაგეხმარებათ ფრჩხილების ფირფიტების მოვლაში და ჯანმრთელი იერის შეუნარჩუნებაში ლაქის ხშირი ცვლის დროსაც კი.
არა: ნუნების მოჭრას
ან მათ გაწევას ზედმეტად შორს. ნუნა — თხელი კანი, რომელიც მდებარეობს ფრჩხილის ფირფიტის ძირთან და დამცავი ბარიერის ფუნქციას ასრულებს ბაქტერიების გზაზე. ამიტომ, ნუნების გაწევისას, ისინი ბუნებრივი გზით უბრუნდებიან საკუთარ ადგილს გარკვეული დროის შემდეგ.
დამატენიანებელი კრემი
დამატენიანებელი კრემი არა მარტო ხელის კანზე, არამედ, ასევე, ნუნებზეც წაისვი, რაც მათ გამოშრობისა თუ დაზიანებისგან დაიცავს. ჩვენ მოგვწონს ნუნების დამარბილებელი ბალზამი The ONE. ბალზამი შეიცავს შის ზეთს, ჰიალურონის მჟავას და გლიცერინს და ნუნებს მოვლილ იერს აძლევს.
არა: ფრჩხილების ფუძის დავიწყებას
რა თქმა უნდა, ფერადი ლაქის წასმა უფრო სწრაფია, ვიდრე ჯერ ფუძის გამოყენება, მისი გაშრობის ლოდინი და მხოლოდ ამის შემდეგ ფერადი ლაქის წასმა (და კვლავ ლოდინი). სიჩქარე არც თუ ისე ბევრ ქულას შეგმატებს: ფრჩხილების ბუნებრივი ფერი შეიძლება შეიცვალოს უარესისკენ, ლაქი კი ორჯერ ნაკლებ ხანს გაგიძლებთ.
დიახ: დამცავი ფენის წასმას
მდგრადი მანიკურის საიდუმლო — ფრჩხილების მომზადება საბაზო საფარით, შემდეგ ფერადი ლაქის წასმა და, ბოლოს, დამცავი საფარის წასმა. ორი საშუალების ყიდვა არ დაგჭირდება, ჩვენ ხომ ლაქის ქვეშ წასასმელი ფრჩხილის კრისტალური ფუძე და დამცავი საფარი გვაქვს The ONE. მომგებიანია!
არა: ზედმეტად ბეევრ ლაქს
ალბათ ყველაზე ხშირი შეცდომა იმას მოსდის, ვინც მანიკურს სახლში იკეთებს. ლაქის სქელი ფენა დიდხანს შრება და ხშირად ფრჩხილზე ბზარების ან ჰაერის ბუშტუკების გაჩენის მიზეზი ხდება. ასე არასდროს მოიქცე.
დიახ: ლაქის წასმას სამ ჯერზე
Рგიმჟღავნებთ ლაიფჰაკს: ყოველ ჯერზე ნაკლები ლაქი ამოიღეთ. პირველი ფენა სამ ჯერად წაისვი - შუაში და გვერდებზე, შემდეგ დაელოდე კარგად გაშრობას და მეორე ფენა წაისვი.
არა: წასმას და დავიწყებას
ფრჩხილის ფირფიტა უმეტესწილად კერატინის გარქოვანებული ცილისგან, ლიპიდური შრეებისა და წყლის მოლეკულებისგან შედგება. ლაქის ხანგრძლივმა ზემოქმედებამ შეიძლება დააზიანოს ფრჩხილის ფირფიტა, ამიტომ, მანიკურის მაქსიმალური ვადაა ორი კვირა, პედიკურის კი — ერთი თვე.
დიახ: ფრჩხილების დასვენებას
ზოგჯერ შეისვენე და არ წაისვა ლაქი. უბრალო და მოვლილი ფრჩხილები ისეთივე ლამაზია, ამასთან, შესვენება ფრჩხილის ფირფიტის უჯრედებს აღდგენის შესაძლებლობას მისცემს. ჩაატარე ექსპერიმენტები მოსავლელი საშუალებებით და სპა-სალონი სახლში მოიწყვე: წაისვი მკვებავი ზეთი ფრჩხილებისთვის THE ONE და ფრჩხილის შრატი 5-1-ში The ONE დარწმუნებულები ვართ, რომ შედეგი მოგეწონება.