წარბების იდეალური ფორმა

იდეალური წარბები – სეზონის მთავარი ტრენდი. სქელი ან წვრილი, გრძელი ან რკალისებრი, მათ შეუძლიათ რადიკალურად შეცვალოს თქვენი გარეგნობა


სახის ოთხკუთხედი ოვალი

თუ თქვენი სახის ოვალი ოტთხკუთხედისკენ იხრება, ხოლო ქვედა ყბას მკვეთრად გამოხატული «კუთხეები» აქვს, მოგიხდება ხშირი რკალისებური ფორმის წარბები . ისინი ვიზუალურად შეამსუბუქებენ სახის მკვეთრ მოხატულობას. წარბების სპეციალური ფუნჯით დაივარცხნე ისინი ბუნებრივი ზრდის მიმართულებით, როგორც ეს გააკეთეს კირა ნაიტლიმ და სელმა ჰაიეკმა, ან წარბებზე წაისვი ცოტა ტონალური გელი, რათა გამოკვეთო ფაქტურა, როგორც დაიანა კრუგერს.


სახის მრგვალი ოვალი

მრგვალი ფორმის სახეს მოუხდება კუთხის ფორმის წარბები. მაღალი რკალი ხაზს უსვამს სახის ნაკვთებს, ვიზუალურად აძლევს ვერტიკალურ ეფექტს და გამოკვეთს თვალებს. მაგალითისთვის ვნახოთ მილა კუნისი, მირანდა ქერი და ლილი ქოლინზი.

მოგრძო სახეები

მოგრძო სახეზე ყველაზე უკეთ ჩანს ბუნებრივი წარბები - მოვლილი, მაგრამ არამკვეთრად გამოკვეთილი. რათ დავაბალანსოთ სახის ფორმა, წარბების კუთხე უნდა ეხებოდეს თვალის შიდა კუთხეს. თუ მუქი ფერის თმა გაქვს, როგორც ლივ ტაილერს ან სუპერმოდელს ჯოანა სმოლზს, შეარჩიე ერთი ტონით ღია წარბის ფანქარი - ეს ვიზუალურად შეამსუბუქებს სახის ტონს.

სახის სამკუთხედი ოვალი

სახის ფორმა, რომელიც გულს ან სამკუთხედს გვაგონებს, საჭიროებს წარბების კარგ მოვლას. ნიკაპის ხაზი მოითხოვს შეამსუბუქოს შუბლის გამოხატულობა, რათა ის ძალიან ფართო არ გამჩნდეს. ამისათვის ყველაზე უკეთ გამოდგება პატარა რკალისებური ფორმის წარბები. უკეთესია გავიკეთოთ წარბების კორექცია ძაფის საშუალებით - რათა შევქმნათ რკალი როგორს რიზ უიზერსპუნს ან სკარლეტ იოხანსონს.


ოვალური სახის ფორმა

ვინაიდან ეს სახის ფორმა არის ყველაზე დაბალანსებული, მას ყველაზე მეტად მოუხდება კლასიკური წარბები, როგორც ლარა დელევინს, ჯესიკა ალბას ან ალექსი ჩანგს.

ტექსტი: ფოტო: Oriflame