მყუდროება და სიწყნარე — ახალ წელს ვერძებს სიყვარულში სტაბილურობა ელოდება. ურთიერთობა გაღრმავდება, გახდება უფრო ახლო და გულითადი, ხოლო მათ, ვინც ჯერ არ შეხვდა საყვარელ ადამიანს, ელოდება რომანი საკუთარ თავთან: ელოდე შესაძლებლობებს ზრდისა და სასიამოვნო სიურპრიზებისთვის. მხარი დაუჭირე შინაგან ჰარმონიას პარფიუმერული წყალით Amber Elixir ვანილის, შავი მოცხარის, ჰელიოტროპის და სანდალოზის ნოტებით — გრძნობადობა და უშფოთველობა ერთ ფლაკონში.
კურო (21 აპრილი – 20 მაისი)
ახალ წელს ისწავლით თქვენი პარტნიორის უკეთესად გაგებას და კომპრომისზე წასვლას, მაგრამ ამასთანავე, საკუთარი თავის მიმართ ერთგულების შენარჩუნებას. მარტოხელა კუროებო, მოემზადეთ: თქვენ შეიძლება შეხვდეთ ოცნების მამაკაცს ყველაზე მოულოდნელ ადგილას. არ შეგეშინდეთ მაკიაჟის გარეშე გახვიდეთ პურის საყიდლად, მაგრამ ნუ დაგავიწყდებათ მაცდუნებელი არომატი — პარფიუმერული წყალი Luminescence «ელექტრული მუხტის» აკორდის საფუძველზე დაგეხმარებათ გამოირჩეოდეთ ნებისმიერ სიტუაციაში.
ტყუპები (21 მაისი – 21 ივნისი)
ფილმის განხილვა, რემონტის გაკეთება, მანქანით სამოგზაუროდ წასვლა — იდეალური პარტნიორი შენთვის, პირველ რიგში, არის საუკეთესო მეგობარი, რომელთანაც შეგიძლია დარჩე ისეთი, როგორიც ხარ და რომელსაც თავგადასავლებს გაუზიარებ. ატარე ხალისიანი არომატი Friends World For Her კვირტისთავას ნოტებით, «მის ბატერფლაი» ატმის და ვანილის სურნელით, რათა მან უამრავ ხალხში ამოგიცნოს.
კირჩხიბი (22 ივნისი – 22 ივლისი)
ახალ წელს, როგორც იქნა, გამოჩნდება დრო ჰობისთვის და პროექტებისთვის, რომლებზეც დიდი ხანია ოცნებობ. ვარსკვლავები შემოქმედებითი ენერგიის მოზღვავებას და სიყვარულში შტილს გპირდებათ — ურთიერთობა იქნება ჰარმონიული, სერიოზული შერყევების და კონფლიქტების გარეშე. დადგი თაროზე არომატი Live In Colour უჩვეულო ფლაკონში. ვარდისფერი რევანდი, წითელი მოცხარი და ფორთოხლის ცედრა — ის, რაც ჭირდება შემოქმედებით ნატურას!
ლომი (23 ივლისი – 22 აგვისტო)
რომანტიული ვახშამი თუ პრეზენტაციისთვის მზადება? ახალ წელს ცხრად იქნები გაჭრილი სამსახურსა და პირად ცხოვრებას შორის. ყური დაუგდე გულს — ის გიკარნახებს, როგორ დაალაგო პრიორიტეტები — და იზრუნე საკუთარ თავზე, რომ ყველაფრისთვის გეყოს ძალები. ტუალეტის წყალი Lucia Bright Aura კესანეს, თეთრი მოცხარის და კედარის ნოტებით ენერგიას მოგანიჭებს საჭირო მომენტში.
ქალწული (23 აგვისტო – 23 სექტემბერი)
ახალ წელს ქალწულებს მეორე ნახევრის შეხვედრის შანსი აქვთ. მთავარია — იყო ღია, არ გააკეთო ნაჩქარევი დასკვნები და არ იჯდე ოთხ კედელს შორის გამოკეტილი. სახურავზე დიჯეის სეტია? უკვე ვემზადები! კულინარული მასტერ-კლასია? რატომაც არა?! უფრო ხშირად გამოდი საზოგადოებაში და ისარგებლე პარფიუმერული სპრეით VIP Club Ibiza: ეს არის ვანილისა და ყვავილის არომატის კორიანტელი ნებისმიერი წვეულების ვარსკვლავისათვის.
სასწორი (24 სექტემბერი – 23 ოქტომბერი)
თუ შენი ცხოვრების შესახებ ერთხელ ფილმს გადაიღებენ, მოქმედების მიმდინარეობა ნამდვილად 2019 წელში იქნება, იმდენად მდიდარია იგი მოვლენებით. სიუჟეტის ცენტრში არის სიყვარული, რომანტიკა, ვნება. თითქოს სამყარო შენს გარშემო ტრიალებს, ხოლო ყველა საუკეთესო მამაკაცები შენს ფეხქვეშ არიან. ხაზი გაუსვი ვნებიანობას არომატით Sublime Nature Tonka Bean ტონკას მარცვლების მინაზებული, სანელებლიანი აკორდის საფუძველზე.
მორიელი (24 ოქტომბერი – 22 ნოემბერი)
შენ დიდი გზა გაიარე ბედნიერების ძიებაში, მაგრამ მთელი ეს დრო ის შენთან ახლოს იყო. დაბნეული, მორცხვი კოლეგა, რომელსაც შენ სერიოზულად არ აღიქვამდი, ბავშვობის მეგობარი ან მერხის მეზობელი ინგლისური ენის შემსწავლელი კურსებიდან. დაეხმარე მათ დაგინახონ მოულოდნელი მხრიდან: შეიმოსე გამბედავი, სახიფათო არომატით. მაგალითად, აღმოსავლური ხის არომატით On The Edge შავი იის, ფორთოხლის და ტყავის ნოტებით.
მშვილდოსანი (23 ნოემბერი – 21 დეკემბერი)
შენ დიდხანს იყავი ორიენტირებული კარიერის და ბიზნესის მოწყობაზე, რითაც პირადი ცხოვრება მეორე პლანზე გადაწიე. ახალ წელს გული თავისას მოითხოვს: სასიამოვნო გაცნობები გელოდება. იყავი ყურადღებიანი და მაშინვე უარის თქმას ნუ იჩქარებ — ინტრიგა მხოლოდ შეათბობს ცნობისმოყვარეობას. ატარე თბილი და კეთილშობილი არომატი უდით — მაგალითად, Women's Collection Mysterial Oud.
თხის რქა (22 დეკემბერი – 20 იანვარი)
თუ ადრე ოცნებობდი თაიგულებზე, ფანჯრების ქვეშ სერენადებზე და შენი სახელის ტატუირებაზე, ახლა პრიორიტეტები შეიცვლება: 2019 წელს დაიწყებ მყუდროების, სიმშვიდის და სულიერი სიახლოვის დაფასებას. შენ ისეთი ხარ, როგორიც ხარ და გსურს, რომ პარტნიორმა დააფასოს შენი ქალურობა და მსუბუქი ხასიათი — ხაზი გაუსვი მათ Eclat Mon Parfum არომატის მეშვეობით სამეფო თეთრი ზამბახისგან დამზადებული DeLaire Boudour ექსკლუზიური აკორდის საფუძველზე.
მერწყული (21 იანვარი – 18 თებერვალი)
შეიცვალო სამსახური, თმის ფერი, ქალაქი, ჰობი? ახალ წელს აქტიურად დაიწყებ საკუთარი თავის ძიებას და იმის მოსინჯვას, რაზეც ადრე ფიქრიც კი არ შეგეძლო. მოვლენების ამ ორომტრიალში უცბად ვერ შეამჩნევ შენს ცხოვრებაში სწორედ შენი მამაკაცის გამოჩენას, მაგრამ ის გვერდით იქნება ნებისმიერი განსაცდელის მიუხედავად. აირჩიე არომატი-დღესასწაული, რომელიც დაგიბრუნებს სასწაულის შეგრძნებას: Wonder Flower ნესვის, ჟასმინის და ყოჩივარდას ნოტებით ჩინებულად მოუხდება ასეთ სიტუაციას.
თევზები (19 თებერვალი – 20 მარტი)
თამამი გადაწყვეტილებების დრო დგება. თუ მორიდებულ დუმილს მიეჩვიე, გამოდი კომფორტის ზონიდან — მხოლოდ მის ფარგლებს გარეთ გელოდება სასწაულები. სიტყვით გამოდი მნიშვნელოვან შეხვედრაზე, მთლიანად შეიცვალე იმიჯი, განახორციელე მოგზაურობა ოკეანის იქით — სწორედ შენი ცხოვრებისეული სითამამე მიიზიდავს ოცნების მამაკაცს. ატარე არომატი Amazing Paradise ეკვადორის ყვავილის «სამოთხის წვეთის» უნიკალური ნოტით — შორეული მოგზაურობის სული ყოველთვის შენთან იქნება.