ვირჩევთ კანის ფერის მსგავს კოსმეტიკას

იდეალური მაკიაჟის შექმნა ითხოვს არა მარტო ტექნიკის ფლობას, არამედ ზუსტად გაგებას თუ რომელი საშუალებები იქნება შერწყმული შენი კანის ფერთან.

შენი კანის ტიპი: ღია ფერი
ღია ან რიჟა ფერის თმა, მკრთალი კანი, მზეზე ადვილად  გარუჯული ჭორფლიანი კანი. თვალის ფერი ცისფერი ან მწვანე.
შეიძლება: კონსილერი ცისფერი ტონით, რათა მოვიშოროთ მუქი წრეები თვალების ქვემოთ. ნაზი ვარდისფერი ან ვარდისფერი ფერუმარილი, რომელიც ქმნის აწითლებული ლოყის ეფექტს, ტუში და კონტურული ბეჟი ფერის ფანქარი. პომადა კი ატმისფერი ტონალობით. 
არ შეიძლება: ინტენსიური ბრონზატორები, რომლების გამოც  შენი კანი მიიღებს ფორთოხლისფერ ელფერს, ასევე მკრთალი ჩრდილები ან ცივი ტონები რომლებიც  შენს სახეს ელფერს დაუკარგავს, ხოლო კანი გამოჩნდება უჩვეულოდ შავი.

შენ მოგიხდება: ფერუმარილი მბზინავი პუდრით 2-1 The ONE IlluSkin


შენი კანის ტიპი: ზომიერად ღია ფერი
ღია ან ყავისფერი თმა, კანი ადვილად იღებს ოქროსფერ ელფერს მზის სხივების ზემოქმედებს ქვეშ (ასევე ადვილად იღებს მზის დამწვრობას) მუქი წარბები და წამწამები.
შეიძლება: ფორთოხლისფერი გამის ფერუმარილი, სახის კონტურების გამოსაკვეთად. ქუთუთოებზე –  ოქროსფერი ჩრდილები წარბებს ქვემოთ და თვალის შიდა კუთხეში, ასევე რაიმე შოკოლადისფერ გამაში, რათა დავამატოთ გამომხატველობა (ღრმა შავი ფერის ტუში მოცულობისთვის – აუცილებელი ელემენტია) ტუჩებზე - მკვეთრი მალინისფერი ან წითელი საცხები. 

შენ მოგიხდება: თვალის ოთხფერი ჩრდილები Giordani Gold

შენი კანის ტიპი: აზიური ტიპის კანი
შავი ან მუქი-ყავისფერი თმა, კანი ყვეთელი ტონით, მუქი ნუშისებური თვალები.
შეიძლება: "ნიუდის" გამის ფერუმარილი, ყვრიმალების ოდნავ გამოსაკვეთად. ქუთუთოებზე – შამპანის ჩრდილები წარბებს ქვემოთ ან ყავისფერი შეფერილობის ჩრდილები, შავი ტუში და ტუჩებზე კაშკაშა მკვეთრი ფერის საცხი.
არ შეიძლება: მუქი ფერის თვალის მაკიაჟი.

შენ მოგიხდება: წამწამების ტუში The ONE Eyes Wide Open

შენი კანის ტიპი: ზეთისხილის ფერის კანი
შავი ან მუქი ყავისფერი თმა, კანი მწვანე ჩრდილით,რომელიც გამოიყურება ბუნებრივი გარუჯული და თითქმის არასდროს არ ზიანდება მზის სხივებისგან, ყავისფერი თვალები.
შეიძლება: ვარდისფერი ან ქლიავისფერი ფერუმარილი,რათა დავაბალანსოთ მწვანე კანის ტონი. ბადრიჯნისფერი, კობალტისფერი, ცისფერი, სპილენძისფერი ან ოქროსფერი ჩრდილი, რომელიც ხას გაუსვავს თვალებს. ჟოლოსფერი, ვარდისფერ-ყავისფერი, მაყვლისფერი ან ღვინისფერი გამა ტუჩებისთვის.
არ შეიძლება: ბრონზატორები სტაფილოსფერ გამაში, რომლების გამოც შენი სახე შეილება გვაგონებდეს კლოუნის ნიღაბს.

შენ მოგიხდება: მრავალფუნქციური ტუჩის საცხი 5-1 The ONE Colour Stylist

შენი კანის ტიპი: თანაბრად მუქი
შევი თმა, მუქი კანი თბილი ჩრდილი, მუქი თვალები.
შეიძლება: ვარდისფერი, ნაზი-ყავისფერი, მარჯნისფერი ჩრდილები სემატებენ შენს ღაწვებს და ტუჩებს ბინვარებას, ხოლო განსაკუთრებულ შემთხვევაში აიღე მუქი ქლიავისფერი ტუჩის საცხი ან ღვინისფერი. იმისთვის, რომ ხაზი გაუსვა თვალებს, მოგიხდება მომწვანო ცისფერი ჩრდილები, ვარდისფერი ოქრო და შაფრანისფერი.

არ შეიძლება:ნეონისფერ ფერთა გამა

შენ მოგიხდება: თვალის კრემისებური ჩრდილი The ONE Colour Impact

შენი კანის ტიპი: შავი ხე
მბინვარე შავი თმა, მუქი ღრმა კანის ტონი, რომელზეც არასდროს არ ჩანს მზისგან მიღებული დამწვრობა, ძალიან მუქი თვალები.
შეილება: მოცვის ფორთხლის და ფუქსიის ჩრდილები აიძულებენ შენს კანს იყვნენ მბზინვარე, ხოლო ტუჩებისთვის შეიძლება ისარგებლო ყავისფერი გამის საცხი ან სცადო წითელი ალისფერი ან ვარდისფერი ჩრდილები. ოქრო და ბრონზა იდეალურად მოგიხდება იმისთვის რათა ხაზი გაუსვა თვალებს ასევე არაჩვეულებრივად მომგებიანად იქნება შენს ქუთუთოზე აკვამარინი.
არ შეიძლება: თეთრი ჩრდილებიო,შენი კანი დაემსგავსება ფერფლს.

შენ მოგიხდება: ტუჩის საცხი Giordani Gold







ტექსტი: ფოტო: Getty Images