სასარგებლო ინგრედიენტები შენი კანისთვის

უნაკლო, ჯანსაღი კანი იწყება სწორი კვებით ... და ეს არ ეხება მხოლოდ იმას, რასაც თავად ჭამ. მოგიყვებით, თუ როგორ მოქმედებს კოსმეტიკის შემადგენლობაში არსებული საკვები ინგრედიენტები რეკლამირებულ ვიტამინებსა და მინერალებზე არანაკლები ეფექტურობით.

განხილვის თემები

როდესაც საუბარი ეხება კარგ განწყობას, სწორი კვების როლი აშკარად ჩანს. თუ ორგანიზმს საკვები ნივთიერებები აკლია, ეს მაშინვე ჩანს. იგივე პრინციპები ეხება კანსაც: რაც უფრო მეტ სასარგებლო ინგრედიენტს აძლევ მას, მით უკეთესია შედეგი! მაგრამ, აკმაყოფილებთ თუ არა მის "კვებით საჭიროებებს"? კანის ჯანმრთელობა მოითხოვს მთელ რიგ ნივთიერებებს, რომელთა მიღება შეიძლება კვების პროდუქტებიდან - სწორედ მათზე ვისაუბრებთ ახლა.

ახლა, როდესაც ჩვენ ყველა უფრო მეტ დროს ვატარებთ სახლში, ინტერნეტში შეინიშნება საძიებო შეკითხვები კანის სახლის პირობებში მოვლისა და რეცეპტების თემაზე. ჩვენ შევადგინეთ საკვები ინგრედიენტების ჩამონათვალი, რომელთა მოქმედებაც სახეზეც ეფექტური იქნება.

 

შვრი: ვიტამინები B3 და B5

ჩემპიონთა საუზმე და სილამაზის ექსპერტების საყვარელი მარცვლეული - შვრია ცნობილია სასარგებლო თვისებებით. ის მდიდარია ლიპიდებით, ცილებით, ბეტაგლუკანებით, E, B3 და B5 ვიტამინებით - ეს ყველაფერი ხელს უწყობს კანის დაცვას, დამშვიდებასა და დატენიანებას.

იდეალურია მშრალი, დაჭიმული, გაღიზიანებული, აქერცლილი კანისთვის.

ასკილი: ომეგა -3 და ომეგა -6 ცხიმოვანი მჟავები

უფრო მეტი, ვიდრე გემრიელი სასმელი და ჩაის ალტერნატივა. ასკილის ზეთი არის კანის მოვლისთვის ძალიან პოპულარული და მოთხოვნადი ინგრედიენტი. ესენციალური ცხიმოვანი მჟავების - ომეგა-3 და ომეგა-6 - მაღალი შემცველობის წყალობით ეს საკვები ინგრედიენტი ნებისმიერ ღამის კრემში გამოგადგებათ.

იდეალურია კანის ბუნებრივი დამცავი ბარიერის აღსადგენად.

 

ბალი: ალფა-ჰიდრომჟავები

არა მარტო ერთ-ერთი უსაყვარლესი საზაფხულო დესერტი, არამედ, ასევე, ჰიპერპიგმენტაციასთან ბრძოლის ძლიერი საშუალება. ბალი - ალფა ჰიდროქსი მჟავების (AHA) ბუნებრივი წყარო, რომელიც ხელს უწყობს უჯრედების განახლებას და კანს ჯანმრთელ ელფერს აძლევს. გარდა ამისა, ბალი შეიცავს C ვიტამინს, მძლავრ ანტიოქსიდანტს, რომელსაც, ასევე, გამაღიავებელი ეფექტი აქვს.

იდეალურია ჰიპერპიგმენტაციასთან ბრძოლის, ტონისა და ტექსტურის გათანაბრებისთვის.

 

კენკრა: C ვიტამინი და ანტიოქსიდანტები

წვნიანი და ტკბილი კენკრა - სუპერსაკვები, რომელიც ფაქტიურად გადავსებულია სასარგებლო ნივთიერებებით. ბუნებრივი შაქრები მუშაობენ მაგნიტივით, ეხმარეიან რა კანს ტენის შენარჩუნებაში. მოცვი, მარწყვი და, განსაკუთრებით, მაყვალი - ძალიან მდიდარია C ვიტამინით და დიდი რაოდენობით ფენოლებსა და ფლავონოიდებს შეიცავს, რომლებიც ცნობილია ანტიოქსიდანტური თვისებებით.

იდეალურია ბზინვარებისა და დატენიანებისთვის (ინარჩუნებს ტენიანობას).

 

ტკბილი წაბლი: ვიტამინები, მინერალები და ანტიოქსიდანტები

ფართოდ არის გავრცელებული ევროპაში, სადაც დღესასწაულებისა და ფესტივალების დროს მას ღია ცეცხლზე წვავენ. წაბლი მსოფლიოს ყველა სამზარეულოში არ არის წარმოდგენილი, მაგრამ მისი ნუტრიციული თვისებების გამო ჩვენ არ შეგვეძლო, არ შეგვეტანა სიაში. ნაყოფი უხვად შეიცავს ვიტამინებს, მინერალებსა და ანტიოქსიდანტებს. შეიცავს ფლავონოიდებსა და მთრიმლავ ნივთიერებებს, ხოლო კანის მოვლის საშუალებების შემადგენლობაში ახდენს მატონიზირებელ და შემკვრელ მოქმედებას, რაც სუფთა და გამოცოცხლებული კანის შეგრძნებას იწვევს.

იდეალურია კანის გასუფთავებისა და ტონიზირებისთვის.

 

მხოლოდ და მხოლოდ რეცეპტით

მოდა სახლის პირობებში დამზადებული საშუალებებით მოვლაზე იზრდება, მაგრამ ექსპერტები სიფრთხილისკენ მოგვიწოდებენ. ზოგი კვების პროდუქტი შეიძლება ზედმეტად აგრესიული იყოს კანისათვის და შეიძლება დააზიანოს კიდეც მისი ბუნებრივი დამცავი ბარიერი. მათ საფუძველზე მოვლის საკუთარი სისტემის შემუშავებამდე კარგად დაფიქრდი: იგივე ნივთიერებები გამოიყენება კოსმეტიკურ საშუალებებში, თან კანისთვის მაქსიმალურად კომფორტული ფორმით. მეცნიერები წლობით სწავლობენ მცენარეებს, კენკრას, მარცვლეულ კულტურებს, მათგან საუკეთესოს მიღებისა და მოვლის საშუალებების ფორმულებში ინტეგრირების მიზნით. ყველა მათგანმა გაიარა ტესტირების მკაცრი სტანდარტები თაროებზე მოხვედრამდე. მადლობა მეცნიერებს - მათი წყალობით შეგვიძლია უსაფრთხოდ ვიზრუნოთ კანზე.

 

ჩვენი არჩევანია: სერია Optimals Even Out - კანის თანაბარი ტონისა და ბზინვარებისთვის

მზემ, სტრესმა, ასაკობრივმა ცვლილებებმა შეიძლება კანის ტონის ცვლილება გამოიწვიოს. სერია Optimals Even Out, ბუნებრივი წარმოშობის საკვები ნივთიერებების კომპლექსით, ებრძვის ჰიპერპიგმენტაციას, ხელს უშლის პიგმენტური ლაქების წარმოქმნას, იცავს კანს და ბზინვარებით ავსებს მას.

შემადგენლობა: