ყველაფერი პუდრის შესახებ

დღეს ჩვენ გავცემთ პასუხს ყველაზე მთავარ კითხვებს პუდრის შესახებ. რომელი ავირჩიოთ - ფხვიერი თუ დაპრესილი? როგორ წავისვათ იგი? როგორ მივუსადაგოთ ის კანის ტიპს? მოემზადე შეიტყო რაც შეიძლება მეტი.

პუდრა? რისთვისაა ის საჭირო?
პუდრს ახასიათებს უამრავი სასარგებლო თვისება. იგი ათანაბრებს კანის ტიპს და ანიჭებს მას ბზინვარებას, ვიზუალურად ამცირებს ფორებს და ასევე მაკიაჟის ზედმეტ ბზინვარებას. პუდრი ეხმარება მაკიაჟის ფუძეს გაძლოს დიდხანს და არ აძლევს ჩამოღვენთვის საშუალებას ცხელ და ნესტიან ამინდში.

რა არის დაპრესილი პუდრი?
დაპრესილი ან კომპაქტური პუდრი ქმნის კანზე მქრქალ ეფექტს, ამაგრებს ფუძეს და უფრო მდგრადია ვიდრე ფხვიერი პუდრი, რომლის წასმაც ამავე დროს რთულია. კომპაქტური პუდრი ადვილად ეტევა თქვენს ჩანთაში, რაც იდეალურია მოგზაურობისთვის. მისი წასმა მოსახერხებელია სპეციალური ფუნჯის საშუალებით.
ჩვენი რჩევა: კომპაქტუტი მინერალური პუდრი Giordani Gold ღია


რა არის ფხვიერი პუდრი?
ფხვიერი პუდრი, დაპრესილ პუდრთან შედარებით  ქმნის გამჭვირვალე ეფექტს. მისი წასმა შესაძლებელია რბილი და მასიური ფუნჯის საშუალებით. თავდაპირველად სახეზე წაისვი პუდრის ერთი თხელი ფენა, შემდეგ ფუნჯის საშუალებით მოიშორე ზედმეტი ფენა, რის შემდეგაც გამოიკვეთება სახის ოვალი და კანი მიიღებს ბუნებრივ შეფერილობას.  კომპაქტური პუდრი იდეალურია ყოველდღიური გამოყენებისთვის, ვინაიდან მისი წასმა ცოტა რთულია, მისი ტარება არ არის რეკომენდებული.

ჩვენი რჩევა: ფხვიერი პუდრი The ONE

"შეამოწმე მოუხდება თუ არა პუდრი შენი კანის ფერს და წაისვი ღაწვებზე, ისევე როგორც ფუძე"


მქრქალი თუ გამჭვირვალე ეფექტი
მქრქალი პუდრი ქმნის განსაკუთრებულ «ფაიფურისფერის» ეფექტს, მაშინ როდესაც გამჭვირვალე გვეხმარება ბუნებრივი ეფექტის შენარჩუნებაში. პუდრის შერჩევისას არ დაგავიწყდეს გაითვალისწინო შენი კანის ტიპი (ქვემოთ აგიხსნით რატომ).

ვირჩევთ პუდრის შეფერილობას
აირჩიე ჩრდილი რაც შეიძლება შენი კანის ბუნებრივ ფერთან ახლოს. შეამოწმე  ფერი ცოტაოდენი პუდრის გამოყენებით ღაწვებზე, როგორც ამას აკეთებ ფუძის შემოწმებისას. მიეცი საკუთარ თავს დრო ჩაატარო ცდა, ვინაიდან ზუსტი ჩრდილის შერჩევა ძალიან მნიშვნელოვანია.

როგორ წავისვათ პუდრი შენი კანის ტიპთან შეთავსებით
თუ მშრალი კანი გაქვს  წაისვი პუდრი ფუძის ზემოდან. განსაკუთრებული ყურადღება მიაქციე თვალის გარშემო კანის ზონას და ასევე კანის იმ ნაწილებს, რომლებიც გამოირჩევიან განსაკუთრებული სიმშრალით. ყოველთვის მოიშორე ზედმეტი პუდრი კანიდან. მშრალი კანისთვის იდეალურია გამჭვირვალე პუდრი, მაგალითად, ფხვიერი პუდრი The ONE.

თუ ცხიმიანი კანი გაქვს, თავდაპირველად მოიშორე კანიდან გამოყოფილი  ზედმეტი ცხიმი და მხოლოდ ამის შემდეგ წაისვი პუდრი.  ცოტა უფრო მეტი პუდრი წაისვი T-ზონაზე და ადგილებზე სადაც შეიმჩნევა მეტი ცხიმიანობა. მქრქალი პუდრი, მაგალითად კომპაქტური პუდრი The ONE Matte Velvet  შენთვის შეუდარებელი იქნება.


ტექსტი: ფოტო: Shutterstock