ვარცხნილობები მამაკაცებისთვის: არჩევანი შენზეა...

როგორც ყოვლისმცოდნე Google ამტკიცებს, 2015 წელს ინტერესმა მამაკაცური ვარცხნილობებიდან გადააჭარბა ქალთა ვარცხნილობებს, ყოველ შემთხვევაში, ინტერნეტში. ჩვენ არ შეგვიძლია გვერდი ავუაროთ ამას და ვაკეთებთ მიმოხილვას ამ აქტუალურ თემაზე.

კვიფფი
მიუხედავად ეგზოტიკური დასახელებისა, ეს ყველაზე გავრცელებული მამაკაცის ვარცხნილობაა, რომელიც არ კარგავს პოპულარობას ათწლეულების მანძილზე. მისი არსი მარტივია, როგორც მაკრატლის კონსტრუქცია: გვერდებზე მოკლედ, ზემოდან გრძლად. ეს ვარცხნილობა ვიზუალურად აგრძელებს სახეს და ხაზს უსვავს კუთხეებს, ამიტომ იდეალურადაა მრგვალი პირისახის ადამიანებისთვის.  ასეთი ვარცხნილობის გაკეთებაში საშუალო სიგრძის თმებზე დაგეხმარება თმის ლაქი ძლიერი ფიქსაციით «HairX».

 

 

შუაზე გაყოფილი თმა
ეს ვარცხნილობა –  წინა ვარცხნილობისგან რადიკალურად განსხვავდება. თმები გამოყოფილია ღრმა განაყოფით, რაც აძლევს სახეს კლასიკურ შარმს და თანაც მოხერხებულია. შესაძლოა, ყველაზე პოპულარული ვარცხნილობაა 2015 წლისთვის. Google-ის  სტატისტიკის მიხედვით ყველა მოდის მიმდევრებისთვის აუცილებელია მისი ტარება. ამასთან ერთად იგი იდეალურად ფარავს შეთხელებულ თმას და ლამაზად უსვავს ხაზს ჭაღარას.

 

 

კულულები 
ულულები – მარტივი სამკაულია, ამაში დაგვეთანხმება ყველა ნატურალური ხვეული თმის მქონე ადამიანი. ხოლო თუ ისინი ხშირიც გაქვს მაშინ არ მოიწყენ: მსხვილ კბილიანი სავარცხელი, კონდიციონერი თმისთვის და თერმო დამცავი სპრეი (თუ სარგებლობ ფენით) შენი საუკეთესო მეგობრები გახდებიან.

 

 

 

სეკრული თმა
2015 წელს მამაკაცის ამ ტიპის თმა გახდა არტ-ბოჰემის კუთვნილება. იდეალურად ჩანს ხშირი თმებისა და წვერის მფლობელებზე. კარგია, როგორც ბუნებრივ მდგომარეობაში ასევე გვერდებში შემოკლებული თმისთვის. ერთადერთი მინუსი: თუ გაზრდა გადაწყვიტე მოგიწევს მოითმინო რამოდენიმე თვე. სანამ არ იქნება საკმარისი აკურატული ვარცხნილობისთვის. ამაში შლიაპა დაგეხმარება.

  

 

 

გადაპარსული თმა
თუ შენ თავის ლამაზი ფორმა გაქვს, არც დაფიქრდე: ასეთი ტიპის ვარცხნილობა (გადაპარსული თმა) შეგმატებს მამაკაცურ იერს. ვარცხნილობა განსაკუთრებით მოუხდება ფართო ყვრიმალების მქონე მამაკაცებს.

 

 

 

გრძელი თმა
ეს ვარცხნილობა გარანტირებულად ახდენს შთაბეჭდილებას. მას აქვს მხოლოდ ერთი შეზღუდვა: მის ფონზე იკარგება სახის თხელი და დელიკატური ნაკვთების გამომეტყველება. ასე რომ თუ ვერ იამაყებ გამოკვეთილი ღაწვებით, გამომხატველი ტუჩებით შესაძლოა კიდევ ერთხელ დაფიქრდე. ვარცხნილობის მდგრადობის შენარჩუნებაში დაგეხმარება შამპუნები და კონდიციონერი, თმის სიგრძესთან ერთად მათი შეძენის რაოდენობაც იზრდება. 













ტექსტი: ფოტო: Getty images