იდეალური საჩუქარი მისთვის

მამაკაცებს ყოველთვის არ აქვთ დრო (და სურვილი), რომ იზრუნონ თავიანთ თავზე. აჩუქეთ მას ეს ზრუნვა! ჩვენ კი შემოგთავაზებთ რამდენიმე ვარიანტს, თუ რაში გამოხატოთ თქვენი ზრუნვა.

კანის მოვლა 
რა შეიძლება იყოს თანამედროვე მამაკაცისთვის იმაზე მნიშვნელოვანი, ვიდრე წარმატება? პასუხი შეიძლება ბევრს გაუკვირდეს: ჯანსაღი მიდგომა საკუთარი გარეგნობის მიმართ. სამსახურში მიღებისას გასაუბრებაზე დამქირავებელიც, თქვენი მეგობარი გოგონაც პირველ პაემანზე, აგრეთვე კოლეგები, მეგობრები, საყვარელი ადამიანები და უბრალოდ ნაცნობებიც ყურადღებას მიაქცევენ თქვენს გარეგნობას — გადატკეცილ მოწესრიგებულ კანს, თვალების ქვეშ სილურჯის არარსებობას, სახის ხასხასა ფერს და ახალ ვარცხნილობას, ტანზე კარგად მორგებულ ტანსაცმელს და შესაფერის ფეხსაცმელს. როდესაც მამაკაცი ყურადღებას უთმობს თავის გარეგნობას, ეს არც სამარცხვინოა და არც უცნაური. ეს სავსებით ნორმალურია.   

კანის მოვლა არ მოითხოვს ბევრ დროს. სულ ოთხი ნაბიჯი და ორი წუთი დღეში — რა შეიძლება იყოს ამაზე მარტივი? მითუმეტეს, როდესაც არსებობს პროდუქტები NovAge Men.  ეს მამაკაცის კანის პირველი კომპლექსური მოვლაა, რომელიც შესამჩნევ შედეგებს, ანტიასაკობრივ ეფექტს და კლინიკურად დამტკიცებულ ქმედებას უზრუნველყოფს. ეს დიდებული საჩუქარია მამაკაცისთვის, რომელიც თქვენ არა მხოლოდ გიყვართ, არამედ წარმატებას უსურვებთ. მოვლილი გარეგნობა და ცხოვრებისეული წარმატება — ხომ ურთიერთ დაკავშირებული ცნებებია.

სხეულის მოვლა
სიძნელეებთან ყოველდღე შეჯახება — ჩვეული ამბავია თქვენი გმირისთვის. პლანეტის, კაცობრიობის და ზოგჯერ თქვენს გადასარჩენად მიართვით მას ტანის მოვლის ნაკრები «ნორდ ექსტრიმი» კომპლექსით  Arctic Pro Defence. ის დამზადებულია რადიოლოკას ფესვის ექსტრაქტზე და აღმოსაბლეთ ციმბირიდან იღებს ფესვებს, მდიდარია დამცავი და ანტიოქსიდანტური თვისებებით. თქვენ დაუზოგავთ დროს თქვენს გმირს, რადგან ნაკრებში შედის ყველაფერი, რაც საჭიროა - აბაზანის, ტანის და თმის დასაბამი საშუალება 3-1-ში, საპარსი ქაფი  და საპონი. თუ მას არ უყვარს მძიმე პარფიუმერული კომპოზიციები, ხის და ციტრუსის არომატი ზუსტად მიუდგება მის გემოვნებას.   

აქსესუარები 
იდიომის «ეშმაკი დეტალებშია» გადაფრაზირებით შეიძლება ითქვას, რომ წარმატება მიიღწევა მცირე, მაგრამ მუდმივი მოქმედებებით. ხოლო მოვლილი გარეგნობა შეიძლება დასრულდეს მოდური აქსესუარებით.  საათი, შარფი ან ქამარი, საფულე, ჩანთა — აჩუქე ხარისხიანი საჩუქრები.

არომატი
ყველაზე ინტიმური საჩუქარი. შესაფერისი არომატის მოძებნა ადვილი არ არის. ორიენტირად გამოიყენეთ ის არომატები, რომლებითაც ის უკვე სარგებლობს და მოძებნეთ რაიმე არომატების ამ ოჯახიდან. მაგალითად, თუ ეს აღმოსავლური ან ხილის კომპოზიციაა, ყურადღება გაამახვილეთ ტუალეტის წყალზე Be The Legend. თუ — გრილი და ხის კომპოზიციაა, აირჩიეთ პარფიუმერული წყალი  Possess The Secret Manრომელიც, სხვათაშორის, პირველი პარფიუმერული წყალია მამაკაცებისთვის ორიფლეიმშიპირველი არომატი დაფუძნებულია ნატურალური ტყავის, წვნიანი ვაშლისა კონტრასტულ ნოტებზე, ხოლო მეორე არომატში შერწყმულია ყინულის აკორდები, სალვიას და კედარის ნოტები და ის გამოირჩევა დიდი მდგრადობით. გინდათ უფრო მეტი ვარიანტები? ინებეთ: ოცზე მეტი კომპოზიცია, რომელიც დააკმაყოფილებს ნებისნიერ გემოვნებასა და საფულეს.

ტექსტი: ფოტო: Oriflame