წარბების ფორმა სახის ტიპის მიხედვით

იმ შემთხვევაშიც კი, თუ შენ არ მოგწონდა გეომეტრია სკოლაში, წარბების არქიტექტურას შენ ნამდვილად გაუმკლავდები. მე, ორიფლეიმის ბიუთი-ექსპერტი გალინა ილინა დაგეხმარები განსაზღვრო შენი წარბის ფორმა, რომელიც ვიზუალურად შეასწორებს შენი სახის მახასიათებლებს და გახდის მათ მეტად გამომხატველს.

თანამედროვე მაკიაჟში დიდი პასუხისმგებლობა აქვს წარბებს. ისინი არამარტო ქმნიან ხასიათს, ასევე ეხმარებიან სახეს ჰარმონიულობაში, რათა გახადოს ის მეტად სიმეტრიული. როდესაც ირჩევ წარბის ფორმას, შენ არ უნდა დაეყრდნო მხოლოდ ცნობილი პიროვნებების ფოტოებს, ტრენდებს და პიროვნულ გემოვნებას. ბუნება გვკარნახობს თავისი საკუთარი წესებით: თუ შენ მათ მიჰყვები, შეგეძლება ვიზუალურად დაფარო ხარვეზები და გახადო ის მეტად სრულყოფილი.

ნაბიჯი 1: ფორმის განსაზღვრა

არსებობს წარბის კორექტირების საბაზისო სქემა, სადაც წარბს აქვს სამი ადგილი: დასაწყისი, კუთხე და წვერი.

გამოიყენე ეს სქემა და შექმენი წარბების იდეალური ფორმა 3 ნაბიჯში:

  1. დახატე წარმოსახვითი ვერტიკალური ხაზი ცხვირის ნესტოების დაბოლოებიდან ზედა მიმართულებით, ან აიღე ნებისმიერი მაკიაჟის ფუნჯი და დაიდე სახეზე. იქ სადაც, ხაზი გადაკვეთავს წარბს არის დასაწყისი. ყველა ის თმა, რომელიც ამ ხაზის გარეთ მოხვდა არის ზედმეტი და საჭიროა მისი მოშორება.

  2. ახლა დახატე მეორე წარმოსახვითი ხაზი, ამ ეტაპზე ნესტოებიდან თვალის გარე კუთხის მიმართულებით - ასე შენ იპოვო კუთხეს, რომელიც არის ყველაზე მაღალი ადგილი წარბის.

  3. მესამე ეტაპზე წარმოსახვითი ხაზი ნესტოდან თვალის ქვედა კუთხის გასწვრივ დაგეხმარება იპოვო წარბის წვერი.

საბაზისო სქემა დაგეხმარება, რომ შენმა წარბებმა არ დაარღვიონ სახის პროპორცია და იყოს ჰარმონიულობაში მის სხვა ნაწილებთან. ამგვარად, წარბის კუთხის არასწორმა განლაგებამ შესაძლოა სახეს შესძინოს გაოცებული ან გაბნეული გამომეტყველების იერი, ხოლო ზედმეტად მოკლე წარბები ვიზუალურად ამცირებს თვალებს.

ნაბიჯი 2: სახის ტიპის გათვალისწინება

ზედა ფოტოზე შენ დაინახე ტიპიური მაგალითი ოვალური სახის, რომელიც მიჩნეულია ოქროს სტანდარტად ვიზაჟისტებისთვის: სახის ზედა ნაწილი ოდნავ განიერია ვიდრე ქვედა ყბა, შუბლისა და ნიკაპის ხაზები სწორია. თუ შენ გაქვს ოვალის სახე, საბაზისო სქემა წარბების კორექტირების იქნება საკმარისი. და თუ არა, სწორი წარბების მაკიაჟი დაგეხმარება ვიზუალურად გაასწოროს სახის ნაწილები.

 

თუ მანძილი შუბლიდან ნიკაპამდე დაახლოებით ტოლია მანძილის ყურებს შორის, მიიჩნევა ამ ტიპის სახე ოვალურად. ოვალური სახის მფლობელებს ხშირად არ მოსწონთ მათი ლოყები და ოცნებობენ ჰქონდეთ გამოკვეთილი ყვრიმალის ძვალი, რისთვის კონტურისთვის ორ ფენად იდებენ პუდრს. გაცილებით დიდი ეფექტის მიღწევა კი შეიძლება წარბებისთვის მაღალი კუთხის მიცემით. წესია, რომ ოვალურ სახეს არ აქვს მეტად მკაფიო მახასიათებლები, ამიტომ მსგავსი წარბის ფორმა დაეხმარება მას სასარგებლოდ გარდაქმნას იერი.

სამკუთხა ფორმის სახე წვრილდება ნიკაპთან აქვს მკაფიო წვერი, რის გამოც შუბლი შესაძლოა გამოჩნდეს მძიმე. ამ ტიპის სახის კორექტირება შეიძლება ოვალური წარბებით, რომელიც სინაზეს შემატებს მას.

მთავარი განსხვავება მართკუთხა ან კვადრატის ფორმის სახისთვის არის ფართო ყბა. იდეალური ვარიანტია, რომ ამ დროს წარბის კუთხე ზუსტად თვალის შუა ნაწილის თავზე იყოს, რომელიც ვიზუალურად სახეს მეტად ვიწროს გახდის. აღსანიშნავია, ამ ტიპის სახისთვის კატეგორიულად არ არის შესაფერისი წვრილი და მოკლე წარბები.

ნაბიჯი 3: კორექტირება მაკიაჟის დახმარებით

მას შემდეგ რაც ჩვენ ავარჩევთ წარბის სასურველ ფორმაზე, დროა დავიწყოთ მაკიაჟის გაკეთება. ამჟამად ბუნებრივობის ტრენდია, ამიტომ მე გირჩევ წარბების ჩრდილებს The One. ისინი დაგეხმარება, რომ შემატო იერს გამომხატველობა და ასევე შეავსო სიცარიელეები, ასევე შეასწორო წარბის ფორმა და მათ შორის შეამციროს ასიმეტრია.

შესაძლოა საშუალებების არჩევა წარბებისთვის იყოს რთული, თუმცა არა ამ პალიტრით - აქ ყველაფერია სრულყოფილი მაკიაჟისთვის:

  • ჩრდილები შესაფერისია ყველასთვის უნივერსალური ფერების გამო - როგორც ქერა, ასევე შავგვრემანებმა მარტივად შეგიძლიათ დაიტანოთ პროდუქტი რბილი ტექსტურის დახმარებით, რომელიც შექმნის ბუნებრივ გლუვ ხავერდოვან დასასრულს.

  • უფერული ცვილი აფიქსირებს წარბების ფორმასა და ფერს, მატებს მას მდგრადობას. მისი დატანა საჭიროა ჩრდილების შემდეგ.

  • კომპლექსში არსებული ორი ფუნჯი დაგეხმარება მარტივად შექმნა წარბის სასურველი ფორმა. ისინი სისქეში განსხვავდებიან ერთმანეთისგან: შავი გამოიყენე ჩრდილებისთვის, ხოლო თეთრი ცვილისთვის.

წარბების ჩრდილების პალიტრის გამოყენების ინსტრუქცია:

  1. დავარცხნე წარბის თმები ზედა მიმართულებით, ეს გაამარტივებს წარბის დახატვის პროცესს.

  2. დახატე წარბის ზედა და ქვედა საზღვრები და გაითვალისწინე სახის ფორმის მიხედვით ზემოთაღნიშნული რეკომენდაციები.

  3. შეავსე წარბებს შორის სივრცე მსუბუქი ხაზებით. საბაზისოდ გამოიყენე ღია ფერი, ხოლო კუთხისა და წვერის ნაწილში დაამატე მუქი ფერი: ამ გზით შენი წარბები გახდება მეტად გამომხატველი.

  4. გამოიყენე ცვილი: აიღე ცოტაოდენი პროდუქტი ფუნჯით და დაიტანე წარბებზე მსუბუქი მოძრაობებით. ცვილი დააფიქსირებს თმებს და ვიზუალურად გახდის წარბებს მეტად სქელს.

შექმენი იდეალური წარბები და განათავსე ინსტაგრამზე ჰეშთეგით #მეგირჩევ. უყურე მეტ საინტერესო გაკვეთილს ორიფლეიმის სილამაზის სკოლაში!

!

ტექსტი: ფოტო: Oriflame