4 ნაბიჯი სუფთა კანისკენ გამონაყარის გარეშე

პრობლემური კანი ვერ გახდება იდეალური ერთი ღამის განმავლობაში, მაგრამ შესაძლებელია მისი აღდგენა და ახალი გამონაყარის თავიდან აცილება. წაიკითხე ჩვენი მეგზური და იმოქმედე!

ღრმა წმენდა
თუ კანი ცხიმიანია, რეგულარული გაწმენდის შემთხვევაშიც შესაძლოა ფორებში დაგროვდეს სებუმი, რომელიც ახშობს მას და იწვევს ანთებას. კვირაში ერთხელ ჩართე მძიმე არტილერია: თიხის საფუძველზე დამზადებული ნიღაბი სახის კანის ღრმა წმენდისთვის Pure Skin  რომელიც სრულიად გამოაგდებს ჭუჭყს ზედაპირზე, დააბალანსებს კანს და შეამცირებს შავი წერტილების წარმოქმნას.  

სირბილე და სიგლუვე
გინდა დაამარცხო გამონაყარი? ეძებე პროდუქტის შემადგენლობაში  სალიცილის მჟავა, რომელსაც ანტიმიკრობული თვისებები გააჩნია, კანს მკვდარ უჯრედებს აცილებს და ღრმად წმენდს ფორებს. მაგალითად, მოსინჯე სახის დასაბანი გელი-სკრაბი Pure Skin — იგი განკუთვნილია სახის ყოველდღიური დაბანისათვის.   

ტონიზირება
გამამქრქალებელი ხელსახოცების მორიგი შეფუთვის ნაცვლად გამოიყენე სიგლუვის მიმნიჭებელი დღის კრემი-ფლუიდი ცხიმიანი კანისთვის Optimals Hydra: оის ამცირებს ჭარბ ბზინვარებას, ამშვიდებს კანს და ვიზუალურად ამცირებს ფორებს. დაინახავ დღის განმავლობაში პუდრი აღარ დაგჭირდება.

თანაბარი ტონი
კანის სწორი ყოველდღიური მოვლა ხელს უწყობს ახალი გამონაყარის თავიდან აცილებას  მაგრამ რა ვუყოთ ძველი გამონაყარისგან დარჩენილ კვალს? ნუ იჩქარებ სალონში წასვლას, დაიწყე ორფაზიანი პილინგით NovAge  — კანის განახლების ეს 4-კვირიანი პროგრამა აჩქარებს უჯრედების განახლების ბუნებრივ პროცესს, აუმჯობესებს კანის ტექსტურას და ათანაბრებს ტონს. კვირაში სულ რაღაც 10 წუთი და კანი ბუნებრივ ბრწყინვალებას იძენს.


 
ტექსტი: ფოტო: Oriflame