სხეულის მოვლა: პრობლემის მოგვარება

როდესაც ვლაპარაკობთ გამომშრალ არაერთგვაროვან კანის ფერსა ან პიგმენტურ ლაქებზე, ჩვენ ვგულისხმობთ სახის კანს. მაგრამ, იგივე პრობლემები ახასიათებს სხეულის სხვა უბნებს. ჩვენ გასწავლით მისი გადაჭრის გზებს.

Swedish spa beauty wonder oil

მშრალი და აქერცლილი კანი

ტანის კანს ისეთივე სათუთი მოვლა სჭირდება, როგორც სახის კანს - რეგულარულად გამოიყენეთ სკრაბი, დაიტენიანეთ და დაიცავით მზის გამოსხივებისგან. თუ მშრალი კანი გაქვთ, მოერიდეთ ცხელი წყლის შხაპის მიღებას, რადგან ის უფრო გამოგიშრობთ კანს. შხაპის ან აბაზანის მიღების შემდეგ, შეეცადეთ პირსახოცით ტანი ნაზად შეიშროთ და უხეშად არ გაიხეხოთ. ლოსიონის არჩევისას, უპირატესობა მიანიჭეთ დამატენიანებელ და ზეთოვან ტანის მოვლის საშუალებებს. ტანის ლოსიონის უკეთ შეწოვის მიზნით იგი უმჯობესია წაისვათ დატენიანებულ კანზე.

ჩვენ გირჩევთ: თმის და ტანის  მკვებავ ზეთს 3-1-ში  «შვედური სპა სალონი»




ცელულიტიPerfect body anti cellulite attack

სამწუხაროდ, ცელულიტისგან სრულად განკურნების საშუალება არ არსებობს, მაგრამ შეგიძლიათ შეამციროთ არასასიამოვნო მოვლენები და ეს გააკეთოთ თქვენი ძალებით. ამისათვის გამოიყენეთ კოფეინის შემცველი  კრემები. მათ ცხიმოვანი უჯრედებიდან წყალი  გამოაქვთ და კანი  ხდება უფრო ერთფეროვანი. აგრეთვე, სასურველია, გაიკეთოთ მასაჟი ნატურალური ბეწვის ჯაგრისით, რომელიც სისხლის მიმოქცევას  ააქტიურებს და კანს ჯანმრთელ იერს  ანიჭებს. 

ჩვენ გთავაზობთ: ანტიცელულიტურ გელ-მასაჟორს «ბოდი პერფექტორი»



Nature secret body cream


სტრიები
ის ახასიათებს ქალთა 90%  მაგრამ,  ცელულიტისგან განსხვავებით - მისგან სრული განკურნება შესაძლებელია! სტრიების გაჩენას ხელს უწყობს წონის სწრაფი ცვალებადობა. არ არის აუცილებელი მაშინვე მიაკითხოთ ლაზერულ თერაპიას - თავისუფლად შეგიძლიათ მიმართოთ  რეტინოლის შემცველ  კრემებს. მაგრამ, შენ თუ გსურს ბუნებრივი ალტერნატივა - შეგიძლია გამოიყენო საშუალებები, რომელიც ალოე ვერას შეიცავს.

ჩვენ გთავაზობთ: დამატენიანებელ ტანის კრემს «საზამთრო და ალოე»


Swedish Spa Exfoliating Body Scrub


არათანაბარი ფერი

ხანდახან იქმნება შთაბეჭდილება, რომ ყველაზე სასარგებლო ინგრედიენტების შემცველ კრემებს მხოლოდ სახისთვის ვიყენებთ და გვავიწყდება რომ,  ტანის კანსაც მოვლა სჭირდება. იმისთვის რომ თქვენი კანი უნაკლოდ გამოიყურებოდეს, საჭიროა გამოიყენოთ კრემები, რომლებიც მდიდარია C ვიტამინით, ანტიოქსიდანტებით და საფუარის ექსტრაქტით.  აირჩიე ყველაზე ნაზი დამატენიანებელი სკრაბი და ისარგებლე კვირაში რამდენჯემე და, რაც მთავარია, არ დაგავიწყდეთ, მზისგან დამცავი საშუალებების გამოყენება.

ჩვენ გირჩევთ: იმბირის ტანის სკრაბს «შვედური სპა სალონი»

ტექსტი: ფოტო: Oriflame