წმენდა
იდეალური კანი ჩვეულებრივი შხაპით იწყება. გიყვარს ცხელი წყლის ჭავლის ქვეშ დიდხანს დგომა და ჭრიალის გამოცემამდე დაბანა? მაშინ შენი ძალისხმევა ფუჭია: ვერავითარი კრემი ვერ გაუმკლავდება აგრესიული წმენდის შედეგებს.
არაუმეტეს 10 წუთისა — სწორედ ეს არის ლიმიტი დილის და საღამოს მედიტაციისთვის წყლის ქვეშ. ტემპერატურა უნდა იყოს კომფორტული, არ იყოს ცხელი — უმჯობესია ცხელი და ცივი წყლის ნაკადის მონაცვლეობა სისხლის მიმოქცევის გასაუმჯობესებლად და კანის გასამკვრივებლად.
აირჩიე რბილი ფორმულის მქონე პროდუქტები, რომლებიც ფაქიზად წმენდენ და ზრუნავენ კანზე. ჩვენ გირჩევთ ახალ სერიას VitaCare, რომელიც გამდიდრებულია E ვიტამინით: მძლავრი ანტიოქსიდანტი ატენიანებს, კვებავს და იცავს კანს გარემოს მავნე ზემოქმედებისგან. თბილი, მატონიზირებელი ან გამახალისებელი არომატი: აირჩიე გუნება-განწყობილების მიხედვით და დატკბი შედეგით.
დატენიანება
გამოწვევა მთელი კვირისთვის: სცადე არ გამოხვიდე სააბაზანოდან მანამდე, სანამ სხეულის კანს არ დაიტენიანებ. დიახ, ეს უნდა გააკეთო შხაპის ყოველი მიღების შემდეგ და მაშინ უზარმაზარ სხვაობას შეამჩნევ. ყოველდღიური მოვლისთვის გთავაზობთ ლოსიონს: შეიწოვება იმდენად სწრაფად, რომ მაშინვე შეგიძლია ტანსაცმლის ჩაცმა. შექმენი განწყობა სურნელის მეშვეობით: ჟოლო, მაგნოლია, ლავანდა, ნუში — აიღე ერთბაშად რამდენიმე და ცვალე განწყობის შესაბამისად. ან აირჩიე ნეიტრალური არომატის მქონე საშუალება, რათა შეუთავსო ნებისმიერ პარფიუმს.
სპა სახლის პირობებში
მესამე გასაღები იდეალური კანის მისაღწევად — ეს არის განახლება. წესად აქციე მინი-სპა პროცედურების მოწყობა, თუნდაც კვირაში ერთხელ — უმჯობესია ორჯერ. შენი რეცეპტი: აქერცვლა და ღრმა წმენდა.
პირველი ნაბიჯისთვის აიღე შენი საყვარელი სკრაბი ან შეარჩიე სწორი იარაღი: მგრძნობიარე კანს მოუხდება მასაჟის ხელთათმანი, ხოლო უფრო ინტენსიური ზემოქმედებისთვის შესანიშნავია — ლუფას შხაპის ღრუბელი. კიდევ ერთი ხერხი — მასაჟი ჯაგრისით, რომელიც კანს მკვდარ უჯრედებს აშორებს და ანიჭებს ჯანსაღ იერს. გაიკეთე მშრალი კანის მასაჟი ქვევიდან ზევით მიმართული მოძრაობებით, განსაკუთრებული ყურადღება დაუთმე პრობლემურ ზონებს. შემდეგ წაისვი ტანის დამატენიანებელი ზეთი ან მკვებავი კრემი, რათა დაამშვიდო და აღადგინო კანი.