თუ დილაობით სარკეში ყურებისას ხშირად ამჩნევ სიწითლეს, კანის გაღიზიანებას და არათანაბარ სახის ფერს, მაშინ შენთვის ნაცნობია უიმედობის და გამოუვალობის შეგრძნება. ძილის უკმარისობა, დაძაბულობა, არასწორი კვება — აბა, კანო, მაშ რა არ მოგწონს ამჯერად? და რა უნდა მოიმოქმედო, თუ პომიდორივით წითლდები?
ეცადეთ თავი შორს დაიჭიროთ შხაპისგან ან საუნისგან, შემოიფარგლოთ ალკოჰოლის მხოლოდ ერთი პორციით, მოერიდოთ აქტიურ მზეს და დაბინძურებულ ჰაერს. ყოველი ჩამოთვლილთაგანი აფართოებს სისხლძარღვებს და შეუძლია ვიზუალურად გააძლიეროს სიწითლე, ისევე, როგორც ძალუძს სტრესს — ამიტომ, ნაკლებად ინერვიულე და ნაკლებად იფიქრე იმაზე, თუ როგორ გამოიყურება შენი კანი. თქმა უფრო მარტივია, ვიდრე გაკეთება — იფიქრებ შენ, და ეს სრული სიმართლეა. მაგრამ მოსინჯვა ღირს!
დიახ, გარეგნობა არ არის მთავარი, მაგრამ ზოგჯერ ჩვენს თავდაჯერებულობას და საკუთარი თავის რწმენას მხარდაჭერა სჭირდება. გამოიყენე სიწითლის საწინააღმდეგო კრემი NovAge, თუ კანი ომს გამოგიცხადებს: იგი შეგმატებს მსუბუქ, უმნიშვნელო შეფერილობას, მომენტალურად შეამცირებს სიწითლეს დამამშვიდებელ ინგრედიენტების საშუალებთ.
ჩვენმა, მგრძნობიარე კანის მქონე რედაქტორმა შვედეთიდან შეამოწმა ეს საშუალება. ფოტოზე მარჯვნივ შენ შეგიძლია იხილო ეფექტი: კრემი ვიზუალურად ანეიტრალებს გაწითლებულ უბნებს პიგმენტების საშუალებით და ამავე დროს ნამდვილად აუმჯობესებს კანის სიჯანსაღეს შემადგენლობის დამამშვიდებელი ტექნოლოგიის წყალობით.