ზამთარი მოახლოვდა! ჩვენ მზად ვართ მის შესახვედრად

ზამთარში ყველაფერი სხვაგვარადაა: კანის და თმის მოვლა, ასევე მიდგომა მაკიაჟთან - იმით განსხვავდება, რასაც შენ მიეჩვიე თბილი თვეების მანძილზე. ჩვენ მოგითხრობთ თუ როგორ მოვემზადოთ სიცივეებისთვის

სხეულის მოვლა
მოვერიდოთ: მშრალ კანს ხელებზე და ფეხებზე

როგორ მოვემზადოთ: რაც უფრო ადრე მიეჩვევი ყოველდღე დაიტენიანო კანი ხელებსა და ფეხებზე, მით უკეთესი. მაგალითად შესაძლებელია წაისვა ლოსიონი ყოველ საღამოს მანამდე სანამ დაიძინებ – თუ შენ ამას ყოველდღე ერთი და იმავე დროს გააკეთებ ადვილად მიეჩვევი.

როდესაც ძალიან აცივდება, შეცვალე ლოსიონი მკვებავი ტანის კრემით. მეტი ეფექტისთვის როგორც კი დაიტან კრემს, შეგიძლია ჩაიცვა ბამბის წინდები და ხელთათმანები. ზამთარში ჩვენ გირჩევთ დაიტანოთ კრემი ყოველ ჯერზე იმის შემდეგ, როგორც კი დაიბან ხელებს და კვირაში ერთხელ ისარგებლო ფეხის სკრაბით

სახე
მოვერიდოთ: კანის სიმშრალეს და დამსკდარ ტუჩებს

როგორ მოვემზადოთ:  მზის სხივები, ოფლი, მარილიანი ან ქლორიანი წყალი – ეს ყველაფერი გავლენას ახდენს კანის მდგომარეობაზე არც თუ ისე კარგად და ზაფხულის შემდეგ მას განსაკუთრებული მოვლა დასჭირდება. ამისათვის უკვე დაიწყე ისარგებლო სკრაბით კვირაში ერთხელ , ხოლო შემდეგ დაიტანე დამატენიანებელი საშუალება, რომელიც ღრმად აღწევს კანში. ჩვენ გირჩევთ სახის კაფსულებს NovAge – ის შეიცავს ექვსი სახის ნატურალურ ზეთს, რომელიც უზრუნველყოფს შენი კანის ბზინვარებას. ასევე აუცილებლად დაგჭირდება მკვებავი დღის კრემი.

განსაკუთრებული მოვლა სჭირდება შენს ტუჩებს. როგორც კი იგრძნობ სიმშრალეს მაშინვე ისარგებლე დამატენიანებელი ტუჩის ბალზამით. ვინაიდან კანს ტუჩებზე არ აქვს ბუნებრივი დაცვის გამოშრობის უნარი. არ დაგავიწყდეს მისი მოვლა.

მაკიაჟი
მოვერიდოთ: მაკიაჟის ჩამოღვენთვას 

როგორ მოვემზადოთ : იმის მიხედვით, როგორ იცვლება ამინდი და ცივდება გარეთ, ჩვენ ვიწყებთ უფრო მეტი ტანსაცმლის ჩაცმას. თბილი პალტო, შარფი და ხელთათმანები მოწოდებულია დაგვიცვას ყინვებისგან, ამასთან ერთად ზუსტად ამის გამო რთული ხდება შევინარჩუნოთ მაკიაჟი თავდაპირველი სახით. რა შეიძლება გავაკეთოთ?

პირველ რიგში შენ დაგჭირდება კომპაქტური მინერალური პუდრი. იგი დაგვეხმარება მაკიაჟის მდგრადობისშენარჩუნებაში. ასევე შევცვალოთ ჩვეულებრივი ტუში წყალგამძლე მდგრადი ტუშით – რათა ცივმა ქარმა არ მიგვიყვანოს არასასურველ შედეგამდე. 

თმა
მოვერიდოთ: სტატიკურ დაელექტროებას და დაშლილ ვარცხნილობას

როგორ მოვემზადოთ: ზამთარი – ნამდვილი საშინელებაა თმებისთვის. შენ იხურავ ქუდს და შენი ვარცხნილობა გადაიქცევა არეულ დარეულ ბუჩქად ან არ იხურავ ქუდს და შენი თმები ემსგავსება სკოლის ფიზიკის კაბინეტის ექსპონატს. არც ერთი და არც მეორე არაა მომხიბვლელი. 

თუ ატარებ თავსაბურავს, შენ უნდა იზრუნო თმის მოცულობაზე. შხაპის შემდეგ თმის გაშრობამდე დაიტანე მოცულობის მიმნიჭებელი მუსი, ასევე თმის ძირებზე შეიძლება დაიტანო მოცულობის მიმნიჭებელი სპრეი.

თუ თავსაბურავი შენი სტილი არ არის, მოგიწევს აჯობო სტატიკურ ელექტროობას. იმისთის, რომ ეს გააკეთო, ისარგებლე შხაპის შემდეგ კონდიციონერით და არ გაიშრო თმა ბოლომდე, დაიტოვე ისინი ოდნავ ნამიანი. 




ტექსტი: ფოტო: Getty Images, Kristine Wreyford