წამწამები ცამდე: ხუთი ლაიფჰაკი

წამწამების შეღებვა შენთვის ჭეშმარიტი სასჯელია? გათხაპნილი ზედა ქუთუთო, კოშტები, ობობას ფეხები და ძვირფასი დროის დაკარგვა — ჩვენ მოგითხრობთ, როგორ ავიცილოთ ის თავიდან და წამწამები ვაქციოთ საყვარელ აქცენტად მაკიაჟში.

1. აირჩიე სწორი ტუში
«მაგარი ფუნჯია», «მეგობარ გოგონას ასეთივე აქვს», «რეკლამაში აჩვენეს»  და ტუშის ყიდვის კიდევ ხუთი ხერხი, რომელიც არ გამოგადგება. ყურადღებით დაათვალიერე შენი წამწამები და აირჩიე შენთვის საჭირო ეფექტის მქონე საშუალება. თხელი წამწამებისთვის  მოცულობა, მოკლე და ფაფუკისთვის  დაგრძელება, ხოლო სწორი წამწამებისთვის  აპრეხვა. ეს გაცილებით უფრო მარტივია, ვიდრე გეჩვენება: ჩვენ წამწამების ტუშისთვის მეგზურიც კი შევიმუშავეთ, რათა თითოეულმა ქალბატონმა შეძლოს სწორედ იმ ერთადერთის პოვნა.  

2. აიპრიხე
მამაკაცები მას «თვალების დამწნეხს» ეძახიან, ბიუთი-ბლოგერები მათ აღმერთებენ, შენ კი, გულწრფელად რომ ვთქვათ, უბრალოდ გეშინია მისი. იმ შემთხვევაშიც, თუ შენი წამწამები ბუნებრივად აპრეხილი ფორმისაა, ჩვენ მაინც გირჩევთ წამწამების ასაპრეხის მოსინჯვას. წარმატების საიდუმლო სწორ ტექნიკაში მდგომარეობს. ნუ ეცდები აპრეხვის ერთი მოძრაობით შესრულებას — ამის ნაცვლად რამდენიმე მოძრაობა გააკეთე ძირებიდან წვერების მიმართულებით და ძალიან მსუბუქად დააწექი.   



3. გამოიყენე პრაიმერი
დაგვიჯერე: ვერც კი გაიგებ, რა შესაძლებლობები აქვს შენს ტუშს, სანამ არ მოსინჯავ მის პრაიმერზე წასმას. დამატებითი ნაბიჯი სულ რამდენიმე წამს დაიკავებს, მაგრამ როგორი შედეგია: საბაზისო ფენა დაამატებს მოცულობას, გახდება დამცავი ფენა წამწამებისთვის და მკვებავი კომპონენტების წყალობით იზრუნებს მათზე მთელი დღის განმავლობაში. 

4. წაისვი სწორად
ნუ დაელოდები საბაზისო ფენის გაშრობას და მყისიერად წაისვი ტუში: ასე პრაიმერის თეთრი პიგმენტი შესამჩნევი არ იქნება. იმოქმედე ნელა და აკურატულად: ფუნჯი წამწამების ფესვებს დააჭირე და მსუბუქი ზიგზაგისებრი მოძრაობებით წვერებამდე შეღებე ისინი. პროცედურა გაიმეორე, სანამ სასურველ ეფექტს არ მიაღწევ. რათა თავიდან აიცილო ქუთუთოს გადღაბვნა, გამოიყენე სპეციალური დამცავი ტრაფარეტი.


5. და ასევე ჩამოიბანე 
თითოეული ტუშისთვის შეარჩიე მაკიაჟის მოსაცილებელი სწორი საშუალება, რათა იგი წამწამებთან ერთად არ მოიცილო. ჩამოიბანე ან გაიწმინდე გელით, რძით ან მიცელარული წყლით, წყალგამძლე, თვალის მაკიაჟის მოსაცილებელი ორფაზიანი საშუალებით , ხოლო ტენიანობაგამძლე ტუშისთვის უკუნაჩვენებია ყველაფერი,  ჩვეულებრივი თბილი წყლის გარდა. გაწმენდის შემდეგ, დამატებითი მკვებავი ეფექტისთვის წაისვი წამწამების გელი-კონდიციონერი .

ტექსტი: ფოტო: Oriflame