წვრილი თვალები
წვრილი თვალები ახასიათებთ აღმოსავლური გარეგნობის ადამიანებს. ჩვენ გირჩევთ გამოკვეთოთ ასეთი თვალი ისრებით. გამოკვეთე ქუთუთოს ზედა ხაზი მუქი ფერის ფანქარი-ლაინერით. ფართოთ გახელილი ეფექტის შესაქმნელად.
მგვალი თვალები
ასეთი თვალები საჭიროებს სიგრძის მიცემას და არა ფართო თვალების ეფექტის შექმნას.
გამოკვეთე ქუთუთოს ზედა ხაზი კონტურული ფანქრით და გაავლე მოკლე ხაზი თვალის შიდა კუთხეში. მაქსიმალური ეფექტისთვის ქვედა ქუთუთო დატოვე ბუნებრივად.
ქვემოთ დახრილი ქუთუთო
მისათვის რომ ვიზუალურად გაანეიტრალო ზედა ქუთუთო, აქცენტი გააკეთე ქვედა ქუთუთოზე და გამოიყენე ბრინჯაოსფერი და შოკოლადისფერი ჩრდილები. მაგრამ ნუ გაავლებ ხაზს თვალის შიდა ქუთუთოზე, ეს კიდევ უფრო დააპატარევებს თვალებს.
შექმენი ფართოდ გახელილი თვალების ეფექტი დამაგრძელებელი ტუშის საშუალებით.
ნუშისებური ფორმის თვალები
ნუშისებური სიმეტრიული თვალები - ყველაზე უნივერსალური მაკიაჟისთვის. მსგავსი თვალების მქონე ადამიანებს, შეუძლიათ მოახდინონ ნებისმიერი მაკიაჟი.
გაიღიავე ჰაილაითერით წარბის ქვედა ნაწილი და დაამატე მუქი ფერის ჩრდილები.
ქვემოთ დახრილი თვალები
საუკეთესო საშუალება ქვემოთ დახრილი თვალების ვიზუალური კორექციისთვის - საშუალო ინტენსივობის ისრების დახატვა. წაისვი რუხი ფერის ჩრდილი ზედა ქუთუთოს ნაკეცზე და დატუშე. უფრო მუქი ჩრდილით კი გაიკეთე ისრები, და დატუშე ზედა მიმართულებით.
რჩევა: გაიღიავე ჰაილაითერით წარბის ქვედა ნაწილი და აქცენტი გადაიტანე თვალის ზედა ნაწილზე.