2. არ დაიბამო თმა ძალიან ცხელი წყლით – რაც უფრო ცხელია წყალი, თმა უფრო უფერული ხდება.
3. გამოიყენე თმის შაპუნი და კონდიციონერი, რომლებიც სპეციალურად შეღებილი თმისთვის არის შექმნილი, ისინი შეინარჩუნებენ და დაიცავენ თმის ფერს. კვირაში ერთხელ კი აუცილებლად დაიდეთ თმის ნიღაბი.
4. თუ შენი ბუნებრივი თმის ფერი საგრძნობლად განსხვავდება შეღებილისგან, შეიღებე თმის ძირები სამ ან ოთხ კვირაში ერთხელ, ხოლო თუ იღებავ შენი ბუნებრივი თმის მაგვარ ფრად, შეღებვის ხანგრძლივობა გაზარდე ექვსი კვირა.
5. თუ თმას იღებავ სახლის პირობებში, ყოველთვის დაიწყე ძირებიდან და ჩამობანამდე 10 წუთით ადრე დაიდე საღებავი თმის შუა ნაწილსა და ბოლოებზე.
6. აუცილებელია თმის ბოლოების მოჭრა რამდენიმე თვეში ერთხელ. რაც უფრო ჯანმრთელია შენი თმა, ფერის მგრადობა უფრო მყარია.
7. მეტი ყურადღება დაუთმე თმის ძირებს და გამოიყენე დამატენიანებელი შრატი. თმის მოვლის საშუალებები, რომლებიც შეიცავენ ნატურალურ ინგრედიენტებს, უზრუნველყოფენ თმის კვებას და არ შემატებენ თმას ცხიმოვან ელფერს.
8. არ გამოიყენო ხელსაწყოები, რომლებიც დააზიანებენ თმას. თუ არ შეგიძლია თმის ფენის გარეშე, გამოიყენე დამცავი სპრეი.
9. მოერიდე მზის სხივებს რომლებიც პირველი მტერია თმის ფერის და ასევე ძლიერ აშრობს მას.