გავფანტოთ მითები მოვლის შესახებ

სილამაზე და კანის მოვლა ისეა, როგორც პოლიტიკა ან მედიცინა. ყველა ფიქრობს, რომ უკეთ ერკვევა ვიდრე სხვები, მაგრამ ეს სინამდვილეში ასე არაა. განვმარტოთ 9 ყველაზე პოპულარული მითი მოვლის შესახებ.

1. თუ შენ ცხიმიანი კანი გაქვს, არ გჭირდება ისარგებლო ზეთებით
ეს ასე არაა. ცხიმიანი კანის მქონენი ხშირად სარგებლობენ აგრესიული საშუალებებით, რომლებიც პრაქტიკულად ცხიმს აცლიან კანს – ეს დიდი შეცდომაა! შედეგად შენი კანი დააბალანსებს ამ ზემოქმედებას და გამონაყარამდე მივყავართ. მთავარია ისარგებლო ისეთი საშუალებებით, რომლებიც განკუთვნილია შენი ტიპის კანისთვის. 

2. ასაკობრივი პიგმენტაცია გარდაუვალია. შენ უბრალოდ წლები გემატება.
იმას რასაც «ასაკობრივი პიგმენტაცია» ჰქვია  უამრავი მიზეზი აქვს. მათ განეკუთვნება გენეტიკა, ჰორმონალური ცვლილებები, მზის სხივების ზემოქმედება და რა თქმა უნდა ასაკი. ყველაზე სანდო პროფილაქტიკა ასაკობრივი პიგმენტაციისა არის ისარგებლო SPF-იანი და ზრდასრული კანისთვის განკუთვნილი სპეციალური საშუალებებით.

3. ძვირფასი საშუალებები იაფფასიანზე ეფექტურია.
პროდუქტის ეფექტურობისთვის მნიშვნელოვანია ფორმულა და შემადგენლიბა, დამოკიდებულება ეფექტურობასა და ფასთან არაა პირდაპირ პროპორციული. ზოგიერთი პროდუქტის წარმოება ძვირი ჯდება და ეს აისახება ფასზეც. მაგალითად Fairtrade-ის პროდუქტის ღირებულებაში ჩადებულია თანამშრომლების ღირსეული შრომის საფასური. უკეთესია ასეთი პროდუქტი თუ იაფფასიანი ანალოგი? შესაძლოა არა. ეთიკურია კი შეიძინო ასეთი პროდუქტები? ჩვენ ორიფლეიმში ვთვლით რომ ასეა.

4. რაც უფრო ხშირად იჭრი თმას, მით ჩქარა გეზრდება
ეს ასე არაა. თმა იზრდება ძირებიდან. დაზიანებული თმები ხშირად «იმტვრევა» ბოლოებში. ამიტომ ისინი უნდა მოიჭრას, რათა ვარცხნილობა გამოიყურებოდეს ჯანმრთელი და აკურატული, მაგრამ უფრო სწრაფად ამის გამო ისინი არ გაიზრდება.  

5. თუ საშუალება კანს წვავს ე.ი. ის მუშაობს
თუ საშუალება კანს წვავს ეს მხოლოდ ერთს ნიშნავს:  შენი კანი გაღიზიანებულია და შენ აუცილებლად უნდ ჩამოიბანო და შეწყვიტო მისი გამოყენება.

6. მოვლის საშუალება აუცილებელია შეარჩიო ასაკის მიხედვით
მოვლის საშუალება უნდა შეარჩიო იმ პრობლემების მიხედვით, რომლებიც ახასიათებს შენს კანს და რომლებიც უნდა გადაგეჭრა. სხვადასხვა ნაციონალობის ქალების დაბერების პროცესი სხვადასხვანაირად გამოიხატება. სხვა მნიშვნელოვან ფაქტორად ითვლება შენი კანის ტიპი. 20 წლის ცხიმიანი კანი არ უნდა სარგებლობდეს იმავე საშუალებით რითაც 20 წლის მშრალი კანის მქონე ადამიანი.

7. იმისათვის, რომ თავიდან ავიცილოთ კანის სიმშრალე უნდა დალიო ბევრი წყალი
ბევრი წყლის დალევა ძალიან სასარგებლოა მთელი ორგანიზმსთვის და საერთოდ შენი კანისთვის. არასწორია მტკიცება, რომ სითხის დიდი რაოდენობა დაეხმარება მშრალ კანს იმ შემთხვევის გარდა თუ არ იტანჯება ძლიერი გაუწყლოებით. დამატენინებელი კრემი, ლოსიონი და ზეთი დაგეხმარება ამ პრობლემის გადაჭრაში უფრო ეფექტურად. 
 
8. ტონალური ფუძე უნდა გასინჯო მაჯაზე
თუ გამოირჩევი ძალიან მკრთალი ფერის კანით. კანი მაჯაძე უფრო ღია ფერისაა. ამიტომ უკეთესია ტონალურის ფუძე გასინჯო ყბის ხაზზე. 

9. შენ შეგიძლია შეავიწროვო ფორები
შენ არ შეგიძლია ფორების არც შევიწროვება და არც გაფართოვება. მათ არ აქვთ კუნთები და მათი ზომა არ იცვლება. შენ შეგიძლია გაიწმინდო კანი დაბინძურებისგან, რის შედეგად ისინი ნაკლებად შესამჩნევი გახდება. თუ შენ ისარგებლებ კანის გამწმენდი აპარატით ეფექტი ბევრად ეფექტური იქნება.

 

 





ტექსტი: ფოტო: Shutterstock