9 მავნე ჩვევა თქვენი სილამაზისთვის

ყველა ჩვენთაგანს აქვს მავნე ჩვევა. მაგრამ ზემოთ აღნიშნული 9 მავნე ჩვევისგან თავის დაღწევა აუცილებელია.

შევხედოთ სიმართლეს თვალებში: ბევრი საახალწლო დაპირებიდან უკვე დაგვავიწყდა, ფიტნესის აბონემენტი გაუქმებულია, დიეტას ვერ ვიცავთ, კარგი ჩვევების დაცვა ძნელია და თუ თქვენ (როგორც ჩვენ ) ერთი უკიდურესობიდან მეორეში ვარდებით, საქმე კიდევ უფრო რთულადაა. ჩვენ მოგითხრობთ, რომელ მავნე ჩვევებს უნდა დაემშვიდობოთ ერთხელ და სამუდამოდ - თქვენი სილამაზისთვის!


1. არასდროს გაწმინდო ტელეფონის ეკრანი
არასასიამოვნო ფაქტია, მაგრამ ბაქტერიების მხრივ ტელეფონის ეკრანი არ ჩამოუვარდება საზოგადოებრივი ტუალეტის უნიტაზს. და თუ თქვენ გაქვთ ანთება სახის ერთ მხარეს, ამაში თქვენი ტელეფონია "დამნაშავე". ყურსასმენებს მინიმუმამდე დაჰყავს კანთან კონტაქტი, ეკრანის გასაწმენდად კი ანტიბაქტერიული ხელსახოცები გამოიყენე.

2. აკნე
ნაკლებად შესაძლებელია, აკონტროლოთ აკნეს პროცესი, მაგრამ საჭიროა იცოდეთ როგორ გაუმკლავდეთ მას. ანთებითი პროცესი შეიძლება გაგრძელდეს მაქსიმუმ 3-4 დღე, ხოლო ნაწიბური მუწუკის წვალების შედეგად დარჩენილი, შეიძლება დაგრჩეთ სამუდამოდ. სასურველია, არ მოკიდოთ ხელი მუწუკს, წინააღმდეგ შემთხვევაში უფრო მეტ ზიანს მიაყენებთ თავს ვიდრე სარგებელს.

3. ვადაგასული კოსმეტიკა
როგორც საკვებ პროდუქტს, კოსმეტიკურ საშუალებებსაც გააჩნია გამოყენების ვადა. წამწამების ტუშის ვადა განისაზღვრება არაუმეტეს 6 თვით, ხოლო მბზინავი ტუჩის საცხის და  ფრჩხილის ლაქის ვადა მხოლოდ ერთი წელია. თუ მაკიაჟის ფუძეს იდებ სახეზე ხელებით (სუფთა), დროდადრო შეცვალე პროდუქტი.


 4. ფრჩხილების კვნეტა
ფრჩხილების კვნეტის ძირითადი პრობლემა იმაშია, რომ ხშირად ამას მექანიკურად ვაკეთებთ. სცადე გამოიყენო ცხარე ფრჩხილი ლაქი (დიახ, ასეთი არსებობს!) ან გაიკეთე გელისებური მანიკური, რომლითაც ფრჩხილის მოკვნეტა ფაქტიურად შეუძლებელია.


 5. გამომშრალი თმა
თმის დაზიანება ბევრად უფრო ადვილია, ვიდრე გგონიათ, თმის გამოშრობის თავიდან ასაცილებლად, თმის საშრობი და უთო შედარებით დაბალ ტემპერატურაზე გააცხელე და ყოველთვის გამოიყენე თმის დამცავი სპრეი. ნიღაბი კონდიციონერის ეფექტით კვირაში ერთხელ აღადგენს თმის ტენიანობის ბალანსს.

 6. ძილი მაკიჟით
ძილი - ძალიან კარგია, მაგრამ მაკიაჟით - პირიქით. ეს შეიძლება გახდეს კანის გამოშრობის, სიმშრალის და წამწამების ცვენის მიზეზი. მდგრადი წამწამების ტუშის მოსაშორებლად გამოიყენე მაკიაჟის მოსაშორებელი სპეციალური საშუალება, ტონიკი კი მაკიაჟის ნარჩენებისთვის. რაც არ უნდა დაღლილი იყო, გამონახე დროს მაკიაჟის მოსაშორებლად.

 7. SPF შემცველი საშუალებების გამოყენება
ყველაზე მავნე ჩვევა - SPF დაცვის შემცველი საშუალებების იგნორირება. ღრუბლიან ამინდშიც კი სასურველია გამოიყენო SPF. ჩვენ გპირდებით, შენი სახე და კანი მადლობელი დაგრჩება!

8. წარბების ხშირი კორექცია
წარბების განუწყვეტელმა  ამოქნამ შეიძლება დაასუსტოს თმის ძირი, ასე რომ ზედმეტად ნუ მოინდომებთ. სასურველია გარკვეული დროის შემდეგ , როდესაც თმა მოზრდილია უკვე, მიაკითხო კოსმეტოლოგს, რომელიც  მისცემს მათ შენი სახისთვის შესაფერის იდეალურ ფორმას.

 9. არსდროს წმენდ მაკიაჟის ფუნჯებს
ისევე როგორს სახის კანი საჭიროებს ყოველდღიურ წმენდას, მაკიჟის ფუნჯებიც სასურველია სუფთა და მოწესრიგებული გქონდეს. მშვენიერია, თუ ამას წელიწადში ერთხელ მაინც ახერხებ. არჩევანი შენზეა, მაგრამ სუფთა მაკიაჟის ფუნჯები უზრუნველყოფს ზუსტ აპლიკაციას , ბაქტერიაებისგან დაცვს და ფორების ამოვსებას.

ტექსტი: ფოტო: Shutterstock & Oriflame editorial team