თმის გაზრდის შვიდი ხერხი

თუ ამ ზაფხულში შენ დაექვემდებარე საერთო ტენდენციას და თმა მოკლედ შეიჭერი მაშინ შესაძლებელია ახლა ნანობ შენს გადაწყვეტილებას და მოუთმენლად ელი როდის გაიზრდება თმა და იცი რა? ეს პროცესი შეიძლება დავაჩქაროთ! მოგითხრობთ

1. სისუფთავე – ჯანმრთელობის საწინდარია! 
ჭუჭყი, ზედმეტი ცხიმი და საშუალებების ნარჩენებმა თმის დასავარცხნად შეიძლება გაავსოს თმის ფულიკულები და ამით შეანელოს თმის ზრდა. იმისთვის, რომ ეს არ მოხდეს მიეცი შენს თმებს ცოტაოდენი დრო დაისვენოს და ცოტა ხანს არ ისარგებლო სტილისტური საშუალებებით.

2. შეარჩიე სწორი შამპუნი 
შამპუნების უმრავლესობა კარგად ებრძვის ჭუჭყს და თმის საშუალებების ნარჩენებს, მაგრამ თუ შენ რაიმე შეგეშლება არჩევისას ან უბრალოდ დაიბან თავს ხშირად ვიდრე საჭიროა შენ დაანგრევ თხელ ცხიმოვან ფენას, რის შედეგადაც შენი თმები შეინარჩუნებენ სირბილეს და ჯანმრთელ გამომეტყველებას. რა გავაკეთოთ? ჩვენ გირჩევთ აღმდგენ შამპუნს, რომელიც ფრთხილად ზრუნავს შენს თმებზე.

3. ყოველთვის ისარგებლე კონდიციონერით! 
შეღებვა და დავარცხნა დროთა განმავლობაში არბილებენ შენს თმებს განსაკუთრებით ძირებთან. იმისთვის, რომ მოვერიოთ ამ პრობლემას ისარგებლე კონდიციონერით ყოველ ჯერზე, როდესაც იბან თავს. კონდიციონერი გვეხმარება დაბურო სტრუქტურა და ამით დაიცვა თმა დაზიანებისაგან. 

4. გაიკეთე ნიღაბი 
თუ შენ გადაწყვიტე თმების გაზრდა იყავი მზად იმისთვის, რომ მის ბოლოებს ელის სირთულეები და მათ დასჭირდებათ განსაკუთრებული მოვლა და ზრუნვა. ჩვეულებრივი კონდიციონერის გარეშე აქ არაფერი გამოვა. რა თქმა უნდა, ბოლოები შეიძლება რეგულარულად მოიჭრა, მაგრამ თუ არ ხარ მზად რადიკალური ზომების მისაღებად სცადე ერთხელ კვირაში გააკეთო ნიღაბი ან წაისვი თმის ზეთი.

5. შეცვალე თეთრეული 
თუ შენ გძინავს ბამბის თეთრეულში, აუცილებლად  შეცვალე სატინით. ის უფრო რბილია ამიტომ ძილის დროს ხახუნი იქნება ნაკლები და შენ გაიღვიძებ არც ისეთი გაჩეჩილი როგორც ყოველთვის.

6. არ დაგავიწყდეს დიეტა 
იმისთვის, რომ თმა გაიზარდოს –  შენს ორგანიზმს სჭირდება მკვებავი საშუალებები კერძოდ: რკინა, ვიტამინი B, ცინკი და ცილა. ჩვენ გვესმის, რომ შევადგინოთ და მხარი დავუჭიროთ ასეთ დიეტას არც ისე უბრალო საქმეა და ამიტომ გირჩევთ სპეციალურად შემუშავებულ ვიტამინების დანამატს თმის ზრდისთვის. 

7. შეხედე საგნებს რეალურად 
და ბოლოს, თუ შენ შენს თმებს ყველა პირობას შეუქმნი, მზად იყავი იმისათვის, რომ ერთ ღამეში ის წელამდე არ გაიზრდება. უკანასკნელი გამოკვლევები აჩვენებენ, რომ თმის ზრდის სიჩქარე საშუალოდ შეადგენს 13 სანტიმეტრს წელიწადში ევროპული ნაციონალობის წარმომადგენლებისთვის და 15 სანტიმეტრი აზიის ხალხების წარმომადგენლებისთვის.





ტექსტი: ფოტო: Getty Images